კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 ჯენტლმენობა – სეპარატისტულად

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ნათებაში მადააშლილები

​იმ მიზეზით, რომ ჩვენებური სეპარატისტები პარაზიტებიც არიან, უკვე წლებია, აფხაზეთში თბილისის, ანუ საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე მოიხმარენ ელექტროენერგიას (ცხადია, ენგურიდან), სარგებლობენ რა, რომ ენგურჰესის ნაწილს ჩვენ ვაკონტროლებთ, ნაწილს კი – ისინი ოკუპანტებთან ერთად.
ისეც მოხდა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში სეპარატისტებმა ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 95 პროცენტი გამოიყენეს, ჩვენ კი, ენგურს აქეთ მყოფებს დეფიციტის იმპორტით შევსება მოგვიწია.
კერძოდ, გასული წლის პირველი დეკემბრიდან ამა წლის მარტის ჩათვლით აფხაზეთმა 911 მილიონი კილოვატსაათი ელენერგია გამოიყენა, მაშინ, როდესაც თბილისმა – მილიარდ 112 მილიონი კილოვატსაათი. ანუ მილიონ-ნახევრიანი ქალაქის მოხმარება მხოლოდ 19 პროცენტით აჭარბებს მაქსიმუმ 220 000-იან აფხაზეთს.
არადა ჯერ კიდევ 1997 წელს მიღწეული „ჯენტლმენური შეთანხმებით“, ენგურს აქეთ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 60 პროცენტი გვეკუთვნის, იქით კი 40 პროცენტი უნდა დაიტოვონ, მაგრამ, როგორც ვხედავთ, სეპარატისტებს მადა ნათებაში მოუვიდათ.
შევიტყვეთ, რომ ამ დღეებში ენგურჰესი სამი თვით შეაჩერებს მუშაობას სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო და, როგორც გაირკვა, თბილისი არ აპირებს, შექმნილი დეფიციტი შეუვსოს სეპარატისტებს.
ცხადია, სხვა თემა და პრობლემაა, რომ ამ წლების განმავლობაში თბილისს უნდა მოეხერხებინა ენგურჰესის ჩანაცვლება (დიდი, საშუალო ან მცირე ჰესებით) და ის, უბრალოდ, გაეჩერებინა ან, მე თუ მკითხავთ, გამოუსწორებლად დაეზიანებინა. რადგან ურთიერთობა ორმხრივი და ადეკვატური უნდა იყოს, ანუ მე – შენ, შენ – მე, ხოლო, თუ ისეა, რომ სულ მე – შენ, მაშინ ჯანდაბამდეც გზა გქონია შენ.
скачать dle 11.3