კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 რა გაფრენები აქვს ნიკა ლომიძეს და როდის უნდა მორჩეს, მისი აზრით, კაცი „გულავს“

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

„მხოლოდ ქართული“ „რუსთავი 2-ის“ ახალი მეგაშოუა, რომლის რეჟისორიც ნიკა ლომიძეა. როგორ გაჩნდა პროექტის იდეა, რატომ მხოლოდ ქართული და როგორ ჩაერთო მასში თავად ნიკა, ამაზე და, პარალელურად, მისი ოჯახური ცხოვრების შესახებ თავად გვიამბობს.
ნიკა ლომიძე:
ყელში ამოგვივიდა უცხოური სიმღერები. თან, ჩემი აზრით, ძალიან ცოტას უხდება ინგლისური სიმღერა. მაგასაც თავისებური სპეციფიკა სჭირდება. სიმართლე რომ ვთქვა, მეგონა, ქართველისთვის ქართული სიმღერის შესრულება მარტივი იქნებოდა, მაგრამ ამ პროექტზე მუშაობისას აღმოვაჩინე, რომ ვცდებოდი. თურმე, ქართული სიმღერები ძალიან ძნელი შესასრულებელია და განსაკუთრებულად სწორი მიდგომა სჭირდება, როგორც ტექნიკური, ისე ემოციური თვალსაზრისით.
– თავის დროზე სწორედ „რუსთავი 2“ იყო ერთ-ერთი პირველი ტელევიზია, რომელმაც მეგაშოუებში უცხოური სიმღერები შემოიტანა, რასაც ძალიან ბევრი აპროტესტებდა და მოითხოვდა, ქართულზე ყოფილიყო მეტი აქცენტი. ახლა რა შეიცვალა?
– ჰოდა, აი, აქამდეც მივედით. ეტყობა, დრომ და სიტუაციამ მოიტანა. მართლა ამოგვივიდა ყელში ამდენი უცხოური და თან, ძალიან რაღაცნაირი სიმღერები (იცინის). არაჩვეულებრივი სიმღერები გვაქვს და არაჩვეულებრივი კომპოზიტორები გვყავს. ამიტომ ეს შოუ აუცილებლად კარგი საყურებელი და მოსასმენი იქნება.
საკმაოდ კრიტიკული მაყურებელი გვყავს, მით უმეტეს, როცა ქართულ სიმღერას ეხება საქმე.
– კრიტიკა საჭიროა, მაგრამ ძალიან ცუდია არაჯანსაღი დამოკიდებულება, რასაც უკვე შევეჩეხეთ და როგორც იცით, ჩემს შუშანაზე ერთი ამბავი ატყდა. ზოგს ჰგონია, რომ ეს ყველაფერი დადგმულია და სპეციალურად გავაკეთეთ. ზოგი ფიქრობს, რომ ამ ადამიანს დავცინეთ. სინამდვილეში, ჩვენ არავისთვის დაგვიცინია. შუშანა ძალიან მაგარი ადამიანია. ქასთინგზე პირველი მოვიდა, უთბილესი ქალია და ცოტა გული დამწყდა, რომ მომდევნო ეტაპზე არ გადავიდა. იქ უფრო ლამაზად ჩავაცმევდით, მაკიაჟს გავუკეთებდით და ძალიან კარგი ამბავი გამოგვივიდოდა.
– ბევრმა გააპროტესტა მისი შოუსთვის გამოყენება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ხაზგასმით.
– რომელმა ნახა მისი სამედიცინო დასკვნა ფურცელზე და ვინ იცის ფსიქიკურად შეშლილია თუ არა?! მე სხვა კითხვა მაქვს – ვინც ამას წერს, ის რატომ არის ჯანსაღი? შუშანა, უბრალოდ, ჩვენგან განსხვავებული ადამიანია. ჩვენ ყველა ერთმანეთისგან განვსხვავდებით. მეც მაქვს ჩემი გაფრენები და მაშინ დამიძახონ გიჟი. არავის აქვს უფლება, ადამიანს ფსიქიკურად აშლილი დაუძახოს. დაანებონ თავი ამ შუშანას, რომელიც საოცრად გულწრფელი და პოზიტიური ადამიანია, იმ ადამიანებისგან განსხვავებით, ვინც ამას წერდა.
– შენ როგორ ჩაერთე ამ ამბავში?
– წარმოდგენა არ მაქვს, რაღაცნაირად (იცინის). რადგან „რუსთავი 2-ზე“ დავიწყე მუშაობა და გავაკეთე საახალწლო პროექტი, რომელიც ძალიან ლამაზი გამოვიდა, მერე გაჩნდა მეგაშოუს შექმნის იდეა და მისი გაკეთებაც მე შემომთავაზეს. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან საინტერესოა. მეგაშოუს პირველად ვაკეთებ და ეს პროცესი ძალიან აზარტული და სასიამოვნო გამოდგა.
– „იმედისგან“ არ იყო შემოთავაზება? გამომდინარე იქიდან, რომ შენი შვილი, ნიტა „იმედთანაა“ დაკავშირებული, ალბათ, შენი გამოჩენა უფრო ამ არხზე იყო მოსალოდნელი.
– კი ბატონო, „იმედზე“ გადიოდა ის პროექტი, რომელშიც ჩემი შვილი მონაწილეობდა. „იმედზე“ ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი მუშაობდა და მუშაობს დღესაც, მაგრამ ამ არხისგან არასდროს არანაირი შემოთავაზება არ მიმიღია. რას ვიზამთ, ეტყობა, რაღაცებს ვერ ხვდებოდნენ (იცინის). ძალიან კარგი ადამიანები გადავიდნენ იქ და იმედია, ერთმანეთთან კარგად იქნებიან, მე აქ ყოფნა ძალიან მიხარია. ამ არხზე საოცრად კარგი გუნდია და მათთან მუშაობას არაფერი სჯობს. სტაფის შერჩევას კიდევ სხვა რაღაც სჭირდება.
– რაც შეეხება ნიტას, მის შესახებაც გკითხავ. ყველამ იცის, როგორი საოცარი გოგოა. რა გეგმები აქვს?
– მაგრად აფრენს. მეგონა, მარტო მე ვაფრენდი, მაგრამ ვხვდები, რომ ის ჩემზე მეტად აფრენს. „მამა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახე”, ასეთი ქართული გამონათქვამი არსებობს (იცინის). სინამდვილეში, ორივე მშობლის უსაშინლესი მიქსია. გიჟდება მსახიობობაზე, დათო დოიაშვილმა თავის დროზე რომ მოწამლა და სპექტაკლში ათამაშა, ბავშვი იმის მერე ასეა. სცენაზე გიჟდება, პატარაობიდანვე ვიღაცის როლში იყო. ძალიან უნდა, საზღვარგარეთ ჩააბაროს და იქ გადაწყვეტს მსახიობობა უნდა, თუ ცეკვა. ჯერჯერობით ვერცერთს ვერ ელევა.
– თქვენი მამაშვილობის ამბები როგორია?
– როცა ერთად ვართ, ერთი ჭკუის ვართ და ხანდახან სისულელეებს ვაკეთებთ ხოლმე. მასთან მკაცრი ვერ ვარ, როგორც გოგოების მამებს შეეფერებათ, მეც ძმაკაცური ვარ. ვცდილობ, მისი მეგობარი ვიყო, მოვუსმინო და ვურჩიო. მინდა, რომ გულახდილი იყოს ჩემთან. ერთადერთ საკითხში ვარ ცუდი მამა – ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, მასთან ურთიერთობას დიდ დროს ვერ ვუთმობ.
– რომ გაიზრდება და პირადი ცხოვრების თემები გახდება აქტუალური, მერე როგორ წარმოგიდგენია შენი თავი?
– ეგ ამბავი ტვინში დევს, მაგრამ მანდვე იმასაც ვფიქრობ:  არავის რომ არ მოეწონოს და არავინ შეხედოს, ამაზე უფრო უნდა ვინერვიულო, ვიდრე იმაზე, რომ ვინმეს მოეწონება, ამიტომ მაგ ამბავს შეგუებული ვარ, ამის გარეშე ვერ იქნება. ყველა ვარიანტში ვინერვიულებ, მაგრამ ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. თუმცა, ზოგადად, ამ თემებზე ვსაუბრობთ. დღეს დილას გადმოხტა ჩემს ლოგინში და საუბარმა ეს თემაც მოიტანა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ახლა არავინ მოსწონს. ძალიან მინდა, თვითონ ისწავლოს სწორი არჩევნის გაკეთება, კარგი და ცუდი ტიპი გაარჩიოს ერთმანეთისგან. ამისთვის მე რაღაცებს ვაწვეთებ (იცინის). შესაბამის ისტორიებს ვუყვები და ისიც მიყვება, ვინ როგორ მოიქცა და რა გააკეთა სწორად თუ არასწორად. ნიტასთან მიმართებაში თეა ჩემზე მკაცრია, მაგრამ მის ასაკში, ნიკუშას უფრო ჩეჩავდა ვიდრე ნიტას, ეს რაღაცნაირად „უგვარებს“ ყველაფერს (იცინის).
– გენდერული თანასწორობის ამბავი როგორ დგას თქვენს ოჯახში?
– მართლა არ ვიცი, ეს რას ნიშნავს. ასეთ რაღაცებს არ ვცნობ, „ქალი კუხნაში უნდა იყოს“ (იცინის). სინამდვილეში, თუ ადამიანები ნორმალურები არიან და ერთმანეთს პატივს სცემენ, ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს. აზრადაც არ გაგვივლია, გენდერული თანასწორობის გამო გაგვეკეთებინა რამე.
– თუმცა, არიან კაცები, რომლებიც საჭმელს არ მოამზადებენ, იმიტომ, რომ ამისთვის ცოლი ჰყავთ.
– თეას არასდროს გაუკეთებია საჭმელი. რეალურად, ასეთი შემთხვევა, რა თქმა უნდა, ყოფილა და ვიცი, რომ ძალიან კარგი ხელი აქვს, მაგრამ იმდენად დაკავებულია და ისეთი დაღლილი მოდის სახლში, რომ ამის თავი და დრო, უბრალოდ, არ აქვს. თან, დიდად არ გიჟდება სამზარეულოზე და აი, დარდი. სამაგიეროდ, თეას დედა აკეთებს ისეთ გემრიელობებს, სულ არ მინდა თეას გაკეთებული. სხვათა შორის, მეც კარგად ვამზადებ რაღაცებს. თუ ადრე მივედით სახლში, ერთად უგემრიელეს ბლინებს ვაცხობთ, რომელიც ძალიან უყვართ ჩვენს მეგობრებს.
– ღალატის ამბავში – „კაცია და არაუშავს თუ გაიგულავა”, როგორია თქვენი დამოკიდებულება?
– ასეთ რაღაცებს ვერ ვიტან, გამორიცხულია. სანამ ცოლს მოიყვან მანამდე უნდა მოიგულავო კარგად და მერე იცი, როგორი „კაიფია“ ოჯახი?! ასეთ შემთხვევაში, ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა (იცინის). 15 წელია, მე და თეა ერთად ვართ, არ ვიცი, დაიჯერებთ თუ არა, მაგრამ დღესაც ისეთივე ურთიერთობა გვაქვს, როგორიც დასაწყისში. ყოველი დღე კოცნით იწყება და მთავრდება. მე ვფიქრობ, მთავარია, ცოლ-ქმარი ერთმანეთს არ „ეშპილკაონ“ და არ ცდილობდნენ, აუცილებლად თვითონ გამოვიდნენ მართალი და მეორე – დამნაშავე. თუ რამე „გამაზე“ ან შეგეშალა, მერე რა, ადამიანი ხარ და, უბრალოდ, თქვი. მთავარი თქმაა და მერე ყველაფერი ლაგდება. ასეთ ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი დათმობა და პატივისცემაა.
скачать dle 11.3