კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 ვინ არის მარიკა თხელიძის პირადი დაცვა და როგორი დამოკიდებულება აქვს მას ყოფილ მეუღლესთან

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

მომღერალი მარიკა თხელიძე წლების წინ პოპულარული ბავშვი იყო, თუმცა დღეს საზოგადოებაში აქტიურად აღარ ჩანს. ზედმეტად ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს. მარიკა კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ხელოვნების დეპარტამენტში მუშაობს, ზრდის უსაყვარლეს შვილს და აქტიურად ემზადება ახალი სიმღერების ჩასაწერად. ხოლო, როგორი ურთიერთობა აქვს მას ყოფილ მეუღლესთან და ვინ არის მისი ცხოვრების მთავარი მამაკაცი, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
მარიკა თხელიძე:
ცხოვრებაში, ბევრ რამეში გამიმართლა. თუნდაც იმაში, რომ მაქვს საუკეთესო ოჯახი, მყავს უსაყვარლესი  შვილი, ერთგული მეგობრები და ვაკეთებ საყვარელ საქმეს. დღეს ნდობის დეფიციტია და მე, ამაშიც გამიმართლა, ირგვლივ ისეთი ადამიანები მყავს, თვალდახუჭული რომ ვენდობი.
– ბოლო დროს, ისე აქტიურად აღარ ჩანხარ. სად დაიკარგე?
– ალბათ, ეს ჩემი მონდომების ნაკლებობის ბრალია. მეგონა, რაღაც პერიოდის მერე, როცა აღარ ვჩანვარ საზოგადოებაში, დაავიწყდებოდათ მარიკა თხელიძე, თუმცა სადაც მივდივარ, ყველა თბილად მხვდება. სანამ ბავშვი ძალიან პატარა იყო, მის აღზრდაში აქტიურად ვიყავი ჩართული, მეტი ყურადღება სჭირდებოდა. ახლაც სჭირდება და მერეც დასჭირდება, მაგრამ, მაშინ ახალბედა დედა ვიყავი და მთელ დროს შვილს ვუთმობდი. წელს მინდა, გავაქტიურდე, ახალი სიმღერები ჩავწერო და ისევ აქტიურად გამოვჩნდე და დავდგე სცენაზე.
– ამბობენ, რომ გიჟი დედა ხარ. მართლა ასეა?
– მგონი, ახლოს ვარ მაგასთან (იცინის). თუმცა, ვცდილობ, ბავშვზე ძალიან ჩაციკლული არ ვიყო და ყველაფერი გაწერილი არ მქონდეს. ახლა ნიკუშა 2 წლის ხდება, დიდი ბიჭია. რომ მეკითხებიან, პატარა როგორ გყავსო, ვპასუხობ: პატარა მე უფრო ვარ, ვიდრე ნიკოლოზი-მეთქი (იცინის). რომ შემოგვხედავს უცხო ადამიანი, დედა-შვილს არ ვგავართ. როცა მის გვერდით ვარ, მეც ბავშვობაში ვბრუნდები და რომ ვაკვირდები, უცნაური, სხვანაირი თაობა მოდის. იცით, როგორი ურთიერთობა მაქვს ნიკუშასთან? თუ რამეს მიპროტესტებს, მე ემოცია მემატება და სანამ კონტროლს დავკარგავ, მკაცრი თვალებით გავხედავ და მან უკვე იცის, რა მინდა. ჩვენ უთქმელად, თვალებით ვსაუბრობთ და ერთმანეთის გვესმის.
–  ბავშვობაში, საკმაოდ ადრე მოვიდა შენთან პოპულარობა, ყველა გცნობდა, გიღიმოდა და გეფერებოდა. როდესაც გაიზარდე, ამან რაიმეში შეგიშალა ხელი?
– ბავშვობაში მოპოვებულმა პოპულარობამ, რაღაც-რაღაცებში მართლა შემიშალა ხელი. შეიძლება, პოპულარული იყო, მაგრამ გააჩნია, როგორ გაქვს ის მოპოვებული. მე ყოველთვის ვგრძნობდი, ხალხის სიყვარულს და დადებით განწყობას, თუმცა, ზედმეტი ყურადღება, რაღაცნაირად, დისკომფორტს მიქმნიდა. გული მწყდება, რომ აქტიურად აღარ ვჩანვარ სცენაზე. მენატრება ის ემოცია, რასაც მსმენელს გადავცემ და მერე უკან რომ მიბრუნდება სითბოთი და სიყვარულით, ამის დეფიციტს განვიცდი. რაში შემიშალა ხელი პოპულაორობამ? არის მომენტი, როცა პრობლემა გაქვს, ცუდ ხასიათზე ხარ და უბრალოდ, არ გინდა, რომ ქუჩაში გცნობდნენ. ყოველთვის ეს მიქმნიდა დისკომფორტს. ზოგადად, არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, თუმცა, ვერც უყურადღებობას ვიტან (იცინის). ფაქტობრივად, პოპულარობამ ბავშვობა წამართვა, სულ უნდა მეკონტოლებინა ქცევა, მიმიკა, განწყობა. ქუჩაში რომ გავივლიდი, სულ მესმოდა – ნახე, მარიკა თხელიძე მოდის. ეს მსიამოვნებდა, მაგრამ შინაგან დისკომფორტს მიქმნიდა, მღლიდა. თუმცა, ეს ბავშვობაში იყო, ახლა მივეჩვიე და ბედნიერი ვარ, რომ ხალხს ისევ ვუყვარვარ.
– შენი მეგობარი მომღერალი გოგონები ხშირად ჩანან ტელეეკრანზე, ერთვებიან დებატებში და აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებას. შენ არ გიწვევენ თუ თავად ამბობ უარს?
– ბევრჯერ მიმიწვიეს ტელევიზიაში, დამირეკეს და მთხოვეს, ჩემი აზრი დამეფიქსირებინა ამა თუ იმ თემაზე. შეიძლება, ეს ჩემს პროფესიას სჭირდება, მაგრამ არ მსიამოვნებს იმ თემებზე საუბარი, რაც ჩემი არ არის. თუ კომპეტენტური არ ვარ, იმის გამო, რომ ტელეეკრანზე გამოვჩნდე, არ წავალ და სტუდიაში არ დავჯდები.
– სოციალურ ქსელში დაწერე, რომ ბევრი მომმართავს დახმარებისთვის, შეძლებული და ფულიანი ვგონივარო. რატომ მოგიხდა ამის დაწერა, ბევრი გთხოვს ფინანსურ  დახმარებას?
– როცა ცნობადი სახე ხარ, კარგად გაცვია, გაქვს საცხოვრებელი ჭერი, კარგი მანქანა, წელიწადში ერთხელ სამოგზაუროდ მიდიხარ და დებ ფოტოებს სოციალურ ქსელში, როგორ ანებივრებ შვილს, თუნდაც სათამაშოებით, წარმოდგენა ექმნებათ, რომ შეძლებული ხარ და ბევრი ფული გაქვს. იმის იქით არ ჩანს და ვერ ხედავენ, რეალურად რამდენი პრობლემა და ვალდებულება გაქვს. უბრალოდ, არასდროს ვწუწუნებ და მადლობელი ვარ იმის, რაც გამაჩნია. თუმცა, ეს ყველაფერი დიდი შრომის ფასადაც მიჯდება. ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვარ, ვშრომობ და ჩემი ფული მაქვს. ვისაც დახმარება უთხოვია, მესმის, რეალურად სჭირდებოდა და დავეხმარე.  მაქსიმალურად ვცდილობ, ნებისმიერს გვერდით დავუდგე. ყველამ იცის, განსაკუთრებულად ემოციური ვხდები, როცა საქმე ბავშვებს ეხება. ამას წინათ, ერთმა მრავალშვილიანმა ქალბატონმა მომწერა, დახმარება მთხოვა და იმ მომენტში ვერ შევძელი. რაღაც პერიოდის მერე დამიკავშირდა ერთ-ერთი სასულიერო პირი და მითხრა, მრავალშვილიან ოჯახს გვინდა დახმარება გავუწიოთ და ხომ არ იცი, ვინმე, ვისაც ეს სჭირდებაო, დავაკავშირე იმ ქალბატონთან და ბედნიერი ვიყავი ამით. ესეც ხომ დახმარებაა ჩემი მხრიდან? ადამიანს, რომელიც დახმარებას მთხოვს, მიზერულ თანხას ვერ გადავურიცხავ იმის გამო, ოღონდ ვალი მოვიხადო. სხვათა შორის, ერთმა მომწერა, და მყავს ავად და დამეხმარეო. ავუხსენი, დაგაკონტაქტებ, ვისაც შეუძლია დახმარება გაგიწიოს-მეთქი და არ მოინდომა, ფული უნდოდა. ერთმა სტუდენტმა გოგომ კი მომწერა, ცნობადი ხართ, სათვალეების ონლაინ-მაღაზია მაქვს და იქნებ გააზიაროთ ჩემი გვერდი სოციალურ ქსელში და რეკლამის გაკეთებაში დამეხმაროთო. რასაკვირველია, დავეხმარე. შესაძლებლობის ფარგლებში, ყველას ვეხმარები და დავეხმარები.
– მარიკა, ვიცი პირად თემებზე არ საუბრობ. მაგრამ, მაინც უნდა გკითხო, ქმართან დაშორების შემდეგ, ყოველთვის უარს ამბობ რაიმე კომენტარის გაკეთებაზე და მაინც, როგორი დამოკიდებულება გაქვს ყოფილ მეუღლესთან?
– პირადზე ნამდვილად ვერიდები ლაპარაკს და ყოველთვის ვცდილობ, არ ვისაუბრო ამ თემაზე. გეტყვით რომ, ნიკუშას ჰყავს არაჩვეულებრივი მამა. ჩვენ გვაქვს ცივილური და კარგი ურთიერთობა, ბევრისთვის სამაგალითო. ყველაფერი ხდება ცხოვრებაში და თუ ორი ადამიანი შორდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე ცუდია. უბრალოდ, შეიძლება, ერთად ცხოვრება არ აეწყოს. კიდევ ვამბობ, ნიკუშას სამაგალითო, ძალიან მაგარი მამა ჰყავს.
– ბავშვი ვის ჰგავს?
– ამ ბოლო დროს, მე მამსგავსებენ, მაგრამ ქერაა და ამაში მამას ჰგავს, ხასიათით ჩემკენ იხრება (იცინის). ნიკუშა არის ჩემი ნათელი წერტილი და ცხოვრების მთავარი მამაკაცი. უნდა ნახოთ, როგორ ეჭვიანობს, როცა ქუჩაში ვსეირნობთ და ვინმე ყურადღებას მაქცევს, თავის ენაზე ეჩხუბება (იცინის). მისი სახით, მაგარი პირადი დაცვა მყავს.
– ახლა, რა ეტაპი დგას შენს ცხოვრებაში?
– ახლა, უკეთესობის ეტაპი დგას. არაფერს ვნანობ, უბრალოდ, შევცვალე რაღაცები, ვისწავლე ემოციის კონტროლი. ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაკვირვებით, ბევრი რამ გადავაფასე და სხვანაირად ფიქრი და მოქმედება დავიწყე. ვაპირებ სიმღერების ჩაწერას და სცენაზე აქტიურად გამოჩენას. ვცდილობ, ყოველი დღე საინტერესოდ გავატარო. ყველა მეუბნება, ბედნიერება სახის გამომეტყველებაზე გემჩნევაო.  იყო პერიოდი, როცა ჩემი თავი არ მომწონდა, ახლა კი, სარკეში ჩახედვა მიხარია. ზოგი მეუბნება, დედობა მოგიხდა, ნიკუშამ შეგცვალაო. მის გვერდით რომ ვარ, ვცდილობ, სულ ფორმაში ვიყო და როცა ქუჩაში მაჩერებენ და ეფერებიან, ამ დროს, ყველაზე ამაყი დედა ვარ. სულ ვამბობდი, კაცად იბადები და მერე რაღაც რაღაცებს სწავლობ-მეთქი, ახლა კი ვამჩნევ, რომ ნიკუშა ასეთი დაიბადა და მიხარია.
скачать dle 11.3