კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 წარმატებული კინორეჟისორი, ზურაბ დემეტრაშვილი ახალი მეთოდის შემუშავებაზე მუშაობს, რომელიც ექსტაზურ ხელოვნებას ეყრდნობა

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

კინორეჟისორი ზურაბ დემეტრაშვილი არაერთი წარმატებული ფილმის ავტორი, კონოფესტივალების გამარჯვებული და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელია. მისმა ფილმებმა უდიდესი აღიარება მოიპოვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე, პორტუგალიასა და მაროკოში გრან-პრიც დაიმსახურა.  მისი კოლეგები ზურას აფასებენ, როგორც განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ კონორეჟისორს, კრეატიულს, საინტერესოს, ამოუწურავი იდეებითა და ფანტაზიით, რომლის ნამუშევრები ადამიანებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებენ. ზურაბი ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს და თავისი ნამუშევრების უფრო ფართო წრისთვის გაცნობას გეგმავს.
ზურაბ დემეტრაშვილი: 2007 წელს დავამთავრე ქალაქ თბილისის 128-ე საჯარო სკოლა. სკოლაში სწავლისას ელ გრეკოს ნახატის, „ტოლედოს ხედი ქალაქის გეგმის გამოსახულებით“, ნახვისას ჩამომიყალიბდა კინემატოგრაფიული ხედვა. 2007-2009 წელს ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე, სადაც სტრუქტურულად შევისწავლე კომპიუტერული ენები. 2009 წელს ჩავაბარე საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, მხატვრული  კინოსრეჟისურის ფაკულტეტზე.  2010 წელს გადავიღე ჩემი პირველი საკურსო ნამუშევარი, დოკუმენტური ფილმი „ოცნება ლა სკალაზე“, რომელიც უნივერსიტეტმა  სასწავლო პროგრამაში შეიტანა. 2013 წელს დავამთავრე საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და გადავიღე ჩემი პირველი მხატვრული ფილმი Crossroads.
– ჩემთვის ცნობილია, რომ თქვენ ახალ მეთოდზე მუშაობთ, რომელიც საკმაოდ საინტერესოა. მომიყევით ამის შესახებ.
– 2016 წლიდან ვმუშაობ მეთოდის შემუშავებაზე, რომელიც ეყრდნობა ექსტაზურ ხელოვნებას, მონტაჟურ რიგში ორი კადრის მიდრეკილებას ურთიერთშეღწევისკენ, ორი გამოსახულების მხატვრულ სახედ შეკავშირებას, ორი ფერის გაერთიანებას. მინდა, საკუთარი მონტაჟური კონცეფციით შევქმნა სინამდვილის ცალკეული ფრაგმენტების ასახვისას დეტალებისა და სივრცის ცალკეული მონაკვეთების მონტაჟური ურთიერთდაპირისპირება.
ელდარ შენგელაია (კინორეჟისორი): ზურაბ დემეტრაშვილმა კინოს ისტორიაში, კინოენის თვალსაზრისით, ახალგაზრდა ასაკში დატოვა კვალი.  ეს მოვლენა  უაღრესად საინტერესოა ჩვენთვის, ქართული კინოს მკვლევრებისთვის, რადგან თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მისმა შესანიშნავად გადაღებულმა ფილმმა, „გზაგასაყარი“, ერთიანობაში მოიცვა არა მხოლოდ მუნჯი კინოს მხატვრულ-დოკუმენტური  გამომხატველი საშუალებები, არამედ იმიტომაც, რომ მან თანაბრად გამოიყენა მონტაჟური კინოსა და კინოპოეტიკის მიმართულება.
скачать dle 11.3