კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№16 როგორ უმასპინძლა რობერტ რედფორდმა თამთა გაბრიჩიძეს თავის რეზიდენციაში და რატომ ეწერა „ნეტფლიქსის“ მიერ გამართულ ვახშამზე ყველა თეფშის მენიუს „სოვდაგარი“

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, თამთა გაბრიჩიძის მოკლემეტრაჟიანმა დოკუმენტურმა ფილმმა „სოვდაგარი,“ სანდენსის 2018 წლის კინოფესტივალზე მოკლე დოკუმენტური ფილმების ნომინაციაში გამარჯვება მოიპოვა. დამოუკიდებელი ფილმების უდიდეს საერთაშორისო ფესტივალზე წარდგენილი ქართული ნამუშევარი მეორადი ტანსაცმლით მოვაჭრე გელაზე გვიამბობს. ის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საკუთარი მიკროავტობუსით გადაადგილდება.
თამთა გაბრიჩიძე: ეს არის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, რომელიც გადავიღე „პირველ არხთან” თანამშრომლობით. შემდეგ უკვე საფესტივალო გზა დაიწყო – ტორონტოში დოკუმენტური ფილმების ფესტივალია და იქ მოიპოვა მთავარი პრიზი; მეორე ფესტივალზე – „ქართული პანორამა“ და ბოლოს, იყო სანდენსის კინოფესტივალი, სადაც ასევე, მის კატეგორიაში მთავარი პრიზი მოიპოვა. ფილმის სახელწოდებაა „სოვდაგარი”. ეს ფილმი  მოხეტიალე ვაჭარზეა, რომელიც სხვადასხვა სოფელში დადის და ყიდის საყოფაცხოვრებო ნივთებს, მეორად ტანსაცმელს და ფულის მაგივრად  კარტოფილს უხდიან.
–  რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფესტივალია?
– სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალი ამერიკის შეერთებულ შტატებში, იუტას შტატში, ყოველწლიურად იმართება. ფესტივალი 1978 წელს რობერტ რედფორდმა დააარსა და არის ერთ-ერთი უმსხვილესი დამოუკიდებელი კინოფესტივალი ამერიკის შეერთებულ შტატებში. წელს, დაახლოებით,  48 ათასამდე სტუმარი ჰყავდა. ძალიან ზღაპრული გარემოა. სანდენსი ჰქვია იმ ადგილს, სადაც რედფორდს აქვს რეზიდენცია. ფესტივალზე იმართება ბრანჩ შეხვედრა რეჟისორებთან. ფესტივალის მონაწილე ყველა რეჟისორი რობერტ რედფორდის რეზიდენციაში იკრიბება, თავად გვმასპინძლობს. ტკბილეულთან ერთად, აზრთა გაცვლა-გამოცვლა ხდება. ბევრი რეჟისორი ესწრება, ვინც იმ წლის მონაწილეა. ეს სამთო-სათხილამურო კურორტია და თან, ზღაპარში დადიხარ, თან ძალიან თანამედროვეობაში  ხარ. მთავარ ქუჩაზე, სადაც ძირითადი ლოკაციებია განთავსებული: „გუგლის”, „იუთუბის,” „ამაზონის” ოფისები –  მთელი ინდუსტრია იქ არის წარმოდგენილი.
– როგორ მოგივიდა ამ ფილმის იდეა?
– ფილმის იდეა მარტივად მომივიდა. მამაჩემი მოხვდა იმ მხარეს, სადაც ფილმი გადავიღეთ, სამცხე-ჯავახეთისკენ. იქ ერთმანეთისგან დაშორებული სოფლებია.  ამ მხარის შესახებ აღტაცებით მიყვებოდა, სადაც ისევ სიკეთე აქვთ შემორჩენილი. ფილმის იდეაც იქვე ჩამოყალიბდა. იმდენად შემიყვარდა ის მხარე, რომ მშობლიური მგონია. მანამდე ნამყოფიც არ ვიყავი. რეჟისორიც მე ვარ და ფილმების სცენარსაც თვითონ ვწერ. ბავშვობიდან ვწერდი. სკოლაშიც მქონდა ასეთი საგანი – შემოქმედებითი ქართული ერქვა, რომელიც ბავშვის ფანტაზიის განვითარებას უწყობდა ხელს. იქიდან წამოვიდა ჩემი სიყვარული წერისადმი. სკოლის დამთავრებამდე არ მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ბოლო ორი წელი ვიცოდი, რომ ეს მინდოდა. მანამდე იყო ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელსაც რამდენიმე ფესტივალი აქვს მოგებული. „მე ქალი“ ჰქვია ფილმს. თავის ჟანრში ბევრ ფესტივალზე იყო და რამდენიმე პრიზი აქვს აღებული.
–  როგორ დაინტერესდა თქვენით ყველაზე სადისტრიბუციო კომპანია „ნეტფლიქსი“?
– ყველას აინტერესებდა, როგორ მივაწვდინეთ ხმა და როგორ დავითანხმეთ „ნეტფლიქსი.” რეალურად, თვითონ მოგვძებნეს და დაგვიკავშირდნენ.  ფილმის ოფიციალური დისტირბუციის უფლება „ნეტფლიქსმა” შეიძინა. პირველი ჯილდოს მოპოვების შემდეგ, ჩვენ გავაფორმეთ კონტრაქტი მათთან. აღმოჩნდა, რომ რადგან ფესტივალზე იყო „ნეტფლიქსის“ რამდენიმე ფილმი, მათგან კიდევ სხვა ყურადღება გვქონდა. ჩვენი ფილმისთვის მოეწყო ვახშამი, დახურეს რესტორანი, სადაც იმყოფებოდნენ „ნეტფლიქსის” დამფუძნებლები, დირექტორები, ჩვენი ფილმის ჯგუფის წევრები. ერთ-ერთი ნომინირებული ფილმის, „ენდ გეიმის“ რეჟისორები ესწრებოდნენ, რომელსაც ოთხი „ოსკარი” აქვს აღებული. დახურული წვეულება იყო და მენიუს ყველა თეფშზე ეწერა: „სოვდაგარი“, „ნეტფლიქსი“ და საჭმლის ჩამონათვალი. ძალიან თბილი, არაჩვეულებრივი საღამო გამოგვივიდა, თავის სადღეგრძელოებიანად. საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ და ჩვენ თვითონ მოვუყევით. ეს ოსკაროსანი რეჟისორები, ამბობდნენ, ცოტა რამ ვიცით საქართველოზეო, მაგრამ, გაგვიკვირდა, იმდენი რამ იცოდნენ. „ნეტფლიქსის” დირექტორი ძალიან მაგარი იაპონელი ქალია და ჩემდა გასაოცრად, თქვა, რომ ხინკალზე გიჟდება. სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ვიცი, რომ არის ქართული რესტორანი, მივდივარ და მივირთმევ ხინკალსო. საქართველოში მათ უკვე ეგულებათ, რომ ჰყავთ პარტნიორები, რომლებიც ისეთ მაღალ დონეს შეუსრულებენ, ყველაფერს, რაც შეიძლება, რომ გაუკეთონ ევროპაში. ძალიან დიდია თეორიული შანსი, რომ მათი ინვესტირება შემოვიდეს საქართველოში. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ფილმი „ნეტფლიქსზე” დაიდო და შეიძლება, დავაარსოთ ფონდი. ძალიან ბევრმა გამოთქვა სურვილი, რომ ამ ადამიანებს გაუწიოს დახმარება. უამრავი წერილი მოვიდა. ახლა ვფიქრობთ, რომ ფონდი დაარსდეს მოკლე ვადით, რომ მარტივად მოხდეს ამ ამბის ორგანიზება და ამ ხალხს  დახმარება გაუწიონ.
– ელოდი გამარჯვებას?
– ფილმთან დაკავშირებით დიდი ინტერესი იყო. ეს გამოიწვია ქვეყანამ და „ნეტფლიქსმაც“. ხუთჯერ მოეწყო ფილმის ჩვენება. როცა დაჯილდოების ცერემონიალს ვესწრებოდით, მე იმდენად არ მქონია მოლოდინი, რომ ძალიან შორს ვიდექი სცენიდან. ჩემი მეგობარი და ფილმის თანამშრომელი რუსკა ჭუმბაძე მეუბნებოდა, წინ წადიო, არა-მეთქი. იმდენად მოულოდნელი იყო ჩემი გამოცხადება, სანამ სცენამდე მივედი, ორჯერ წავიქეცი. მერე გაჰყავხარ კულისებში, სადაც რეჟისორები და ჯგუფის წევრები არიან. ალბათ არასდროს დამავიწყდება ეს წამი. არ ველოდი და ძალიან გამაბედნიერა. გარდა იმისა, რომ საქმიანი შეხვედრა გაქვს, ესეც კი ძალიან უშუალო გარემოში იმართება. ძალიან ბევრი ცნობილი მსახიობი იყო იქ. დღეში შეიძლება,  ხუთი ღონისძიება გაიმართოს და ვინც კი ესწრება, ყველა იქაა. „ლიმუზინი” გვემსახურებოდა. სათხილამურო კურორტია, ძალიან ცნობილი ტრასები აქვთ. თხილამურებზე ვერ დავდექით, რადგან ყველა სტუმარს ვირუსი შეეყარა და დაჯილდოების დღესაც 39.8 მქონდა სიცხე. წამყვანი რომ დაჯილდოებაზე გამოვიდა, ცერემონიალი ასე გახსნა – აბა, ხელი ასწიეთ, ვის გაქვთ ვირუსიო და უმეტესობამ ხელი ასწია. ჩვენთან ერთად გამოვიდა ეტან ჰოუკი. ჩვენთან იდგა, გამოგველაპარაკა, დაინტერესდა, როგორია საქართველოო.
–  იმათ კი აცნობდი ქართულ ტრადიციებს, თვითონ თუ მოგწონს ჩვენი ტრადიციები?
– ჩვენი მოგონილი ტრადიციები არ მომწონს. ჩვენ რომ მოვიგონეთ და დავარქვით ტრადიცია. აი, მაგალითად, მგონია, რომ ქელეხის ღრეობა  არასწორია. დავამახინჯეთ და ჩამოყალიბდა ტრადიციად. ეს იმიტომ იყო გამოგონილი, რომ პანაშვიდებზე სხვადასხვა სოფლიდან მიდიოდნენ და რადგან ხალხი დაღლილი იყო, რაღაცით უმასპინძლდებოდნენ. მაგრამ, დაკრძალვის მერე უბედურებაში მყოფი ხალხის ქეიფში წაყვანა, ნამდვილად არ მომწონს. მე სულ სამჯერ ვარ ნამყოფი ქელეხში და სამივე კრახით დასრულდა. ძალიან არ მომწონს. ბევრი რამ, რასაც ტრადიცია დაარქვეს, ხალხის მოგონილია.
скачать dle 11.3