კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

№16 რას შეჰპირდა ქეთი ქარდავას 7 თვის შვილს ჯეიმს აპატურაი და როგორ გახდა ის „ნატოში“ პოპულარული ბავშვი

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

1 თებერვლიდან „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ევროპის ბიურო დაიხურა, სადაც  ჟურნალისტი ქეთი ქარდავა 9 წლის განმავლობაში ძალიან წარმატებულად საქმიანობდა და ბევრ მნიშვნელოვან, აქტუალურ სიახლეს მაყურებელი პირველად სწორედ მისგან იგებდა. ქეთი დღეს თბილისში იმყოფება, თავის უსაყვარლეს ბიჭთან, ლეოსთან ერთად და აქედან აგრძელებს ჟურნალისტურ საქმიანობას.
ქეთი ქარდავა: 1 თებერვალს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელობამ დახურა ევროპის ბიურო, რომელიც 9 წლის წინ გაიხსნა და ამ ხნის განმავლობაში მისი სპეციალური კორესპონდენტი მე ვიყავი. ამ თემაზე არ მიყვარს წარსულში საუბარი, რადგან ამ წლებმა დამაკავშირდა იმ ქალაქს, სადაც მე ვცხოვრობდი – ბრიუსელს. რომ ამბობდნენ: ჩემი მეორე ქალაქიო, ამას მაშინ მივხვდი, როცა საკუთარ თავზე გამოვცადე. ბრიუსელთან ძალიან ბევრი რამ არის დაკავშირებული პროფესიული საქმიანობის თვალსაზრისით, მათ შორის ის სანაცნობო წრე, კონტაქტები, რაც წლების განმავლობაში დავაგროვე როგორც ევროკავშირში, ასევე „ნატოში“ მუშაობით. ამ კონტაქტების დაკარგვას არ ვაპირებ არაფრის და არავის გამო. ვაგრძელებ მუშაობას. მაქვს გეგმები, შეთანხმებული ინტერვიუები. ღონისძიებებს, ადგილზეც და თბილისიდანაც, ისევ ისე აქტიურად გავაშუქებ, როგორც ადრე. მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ბრიუსელში ჩვენი ბიური აღარ არის, მაგრამ ჩემი მაყურებელი იმავე თემებს ძველებურად ისევ ჩემგან შეიტყობს. რა თქმა უნდა, ადგილზე გაკეთებული და ჩაწერილი ინტერვიუები ასჯერ უფრო უკეთესია, მაგრამ დღეს რეალობა ასეთია.
– როგორი რეაქცია მოჰყვა ამ გადაწყვეტილებას ბრიუსელში?
– ყოველდღე დავდიოდი პრესკონფერენციებზე. პრესკონფერენცია იწყებოდა ჩემი კითხვით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველმა რომ დასვა კითხვა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სახელით საქართველოდან, სჭირდება ბევრი წელი, გამოცდილება და იქ დიდი სანაცნობო წრე. ეს ერთი-ორჯერ ჩასვლით არ გვარდება. მე ეს ნდობა მაქვს და შესაბამისად, ჩემს პარტნიორებს, კოლეგებს ვუთხარი ამ ყველაფრის შესახებ. რა თქმა უნდა, მათ ძალიან დასწყდათ გული. უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ ყოველდღიური კონტაქტი არ გვექნებოდა. მაგრამ მაქსიმალურად მეხმარებიან და თბილისიდან იქ ჩემი კონტაქტების წყალობით, ისეთი რამის გაკეთება შემიძლია, რასაც სხვა, ვისაც არ აქვს იქ მუშაობის გამოცდილება, ვერ გააკეთებს. მე ობიექტურად ვაფასებ როგორც სხვების, ასევე ჩემს შესაძლებლობას და განსხვავების უნარიც მაქვს. მე იმ დონეზე ვარ ჩემს საქმეზე შეყვარებული, რომ ვერანაირი გარემოება ვერ შემიშლის ხელს ჩემს საქმეში. ყურებს არ ჩამოვყრი – დამთავრდა ყველაფერი-მეთქი. მე მიყვარს ბრძოლა და მას შემდეგ, რაც საქართველოში დავბრუნდი საქართველოში, ჩემს ხელმძღვანელობასთან ვისაუბრე, ვთქვი: მე ვარ ძალიან ამბიციური ადამიანი, პროფესიულად ამბიციური, ამიტომ მე უნდა ვიყო პირველი იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ. ძალიან მალე ვაპირებ, დავბრუნდე ზუსტად იქ, სადაც ვიყავი. ამ ეტაპზე თბილისიდან ვაშუქებ თემებს და ვგეგმავ, ადგილზე გავაშუქო ღონისძიებები. სხვათა შორის, სამსახურშიც და მეგობრებმაც მკითხეს, რატომ არ მოითხოვე თავშესაფარიო. რატომღაც ეგონათ, რომ მოვითხოვდი. ბევრისთვის წარმოუდგენელია, ამდენი წელი იქ ცხოვრობდე, უცებ დაიხურო ქუდი და შეელიო იქაურობას, როცა მთელი საქართველო გარბის ევროპაში. მე ამ საქმესთან განშორებას არ ვაპირებ. რომ ჩავბარებულიყავი და მომეთხოვა პოლიტიკური თავშესაფარი, აუცილებლად მივიღებდი, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ეს არც კი დამიშვია, რადგან მაშინ ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული შეფერხება მექნებოდა. ძალაუნებურად, დროებით ჩამოშორება მომიწევდა, ამას არაფრით გავაკეთებდი. პროცედურები უკვე დაწყებული მაქვს და ველოდები მოქალაქეობას. ბელგიის მოქალაქეობის მიღების მერე გაცილებით მეტი გზა გამეხსნება, ვიდრე აქამდე მქონდა და ვიდრე ლტოლვილად ჩაბარების შემთხვევაში მექნებოდა. მე სხვებზე ვაკეთებ სიუჟეტებს, თავშესაფრის მოთხოვნამ შეიძლება, პრობლემები შეუქმნას საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე და მე რომ გამეკეთებინა ეს, შეუთავსებელი იქნებოდა.
– როგორ შეეგუა შენი მეუღლე ჯერ ბრიუსელში გადასვლას და შემდეგ უკან დაბრუნებას?
– ეს ძალიან რთული იყო. მეუბნება: ჩამოვყალიბდეთ, სად უნდა ვიყოთო. ჯერ რთული იყო გადაწყობა და ახლა უკვე გადმოწყობა. მაგრამ ჩემი ოჯახი და ჩემი მეუღლე ძალიან მიწყობდნენ ხელს, რომ ამ ყველაფერს უმტკივნეულოდ გაევლო. რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეული პროცესი იყო, რადგან როცა წლების განმავლობაში ერთ ადგილას ცხოვრობ, ერთ თვეში ძნელია ყველაფრის დატოვება. ბევრი ნივთი მაქვს იქ დატოვებული და რომ დავდივარ გადაღებებზე, თითო ჩემოდანი ჩამომაქვს. ჩემმა მეუღლემ მითხრა: ხელახლა რომ გადავბარგდებით, არაფერს წავიღებთ თბილისიდან, ზურგჩანთით წავალთო.
– ის, რომ შენს მეუღლეს დაუკავშირე ცხოვრება, გადამწყვეტი, ალბათ, სწორედ მისი მხრიდან ასეთი გვერდში დგომა იყო – ბევრი არ მოიქცეოდა ასე.
– 99 პროცენტი არ მეგულება, რომ ასე მოქცეულიყო, შენზე აწყობილიყო. პირიქით, აქეთ ითხოვენ, შენ აეწყო მასზე. ეს ძალიან დიდი და გადამწყვეტი ფაქტორი იყო ჩემს საქმეში. მე ამ ასაკში, ასეთი მუშაობის პირობებში, ტემპში ვერ დავუკავშირებდი ცხოვრებას იმ ადამიანს, რომელშიც ეჭვი შემეპარებოდა, რომ რომელიმე ეტაპზე თუნდაც ერთი პროცენტით შემიშლიდა ხელს. რა თქმა უნდა, ამის წინასწარ გათვლა ძნელია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ასე არ მოხდება. ჩვენ თანასწორად ვმოქმედებთ, უბრალოდ, ძალიან ვუწყობთ ხელს ერთმანეთს და ეს არის იმის მიზეზი, რომ ერთად ვართ. როცა მიშლიდნენ ხელს, ვუშლიდი ხელს, დავანგრიე ოჯახი და ხელმეორედ იგივეს გავლა არ არის მიმზიდველი.
– სიყვარულის გარდა, ოჯახი კიდევ რაზე უნდა იყოს დაფუძნებული?
– ერთგულებაზე და ერთმანეთისთვის ხელის შეწყობაზე. ალბათ, ეს არის სიყვარული. ჟურნალისტებს ძალიან დაძაბული დღის რეჟიმი გვაქვს, სტრესული, ეს პროფესია ჩვენგან დიდ ენერგიას, ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს და როცა ამ ყველაფერს სახლში პრობლემები ემატება, ხშირ შემთხვევაში ტელევიზიის კართან მათი დატოვება გიჭირს. ოჯახური მდგომარეობა დიდად არის დაკავშირებული იმასთან, თუ რამდენად კომფორტულად და მშვიდად იქნები. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც სახლიდან მშვიდად, კომფორტულად მოდიხარ, ეს სამსახურშიც ბევრ რამეში გიწყობს ხელს.
– შენ ხარ ადამიანი, ვინც გარშემო ყველას სიურპრიზებს უწყობს. ასე იყო გათხოვების, შვილის დაბადების შემთხვევაშიც.
– ახლა მეუბნებიან, კიდევ რას გვიმზადებო. ვფიქრობ, ვფიქრობ... მინდა, ისეთივე მასშტაბური იყოს, როგორც სხვა დანარჩენები. არის რაღაცები, რაც პრივატულია და ჯობია, პრივატულად დარჩეს. როდესაც ჩავთვლი საჭიროდ, რომ შენ გაიგო, გაიგებ. ბევრი ადამიანი გამინაწყენდა ბავშვზეც და გათხოვებაზეც, როგორ არ ვიცოდითო. მაგრამ კარგი იყო. ამაში მეუღლეც მიწყობს ხელს და სწორედ ამიტომაც ვართ ერთად. მეუბნება ხოლმე: ხომ კარგი ვარ და მე ვპასუხობ: კარგი რომ ხარ, იმიტომ ხარ ჩემი მეუღლე. ცუდი რომ გახდები, აღარ იქნები-მეთქი. მე ძალიან ემოციური ვარ, ის უფრო მშვიდია. იმ დღეს მეუბნება: აღარ მინდა ამდენი ნიუსი, ამდენი ინფორმაცია, ერთი ოთახი მომეცით, სადაც ტელევიზორიც არ იქნებაო. იმდენად არის ამ ყველაფერში ჩართული, რასაც მე ვერ წავიკითხავ, შეიძლება გამომრჩეს, დაზღვევის მიზნით ბმულებს მიგზავნის, თან მეუბნება: აღარ მინდა ამდენი ნიუსიო და ვეღარ გავიგე. მოკლედ, შევუცვალე ცხოვრების ტემპი.
– შენს ცხოვრებაში რა შეცვალა?
– ის, რომ კომფორტულად ვარ და პატარა ლეომ ახალი ბიძგი მოგვცა. ამბობენ, ასაკში რომ გააჩენ ბავშვს, უფრო მეტად გაქვს გააზრებული, უფრო სხვანაირიაო, არ ვეთანხმები – 18 წლის წინაც კარგად მქონდა გააზრებული დედობა. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება ის არის, ლიზიკო სხვა ქვეყანაში რომ სწავლობს, ბავშვები დიდ დროს ვერ ატარებენ ერთად. წელს ლიზიკო ამთავრებს კოლეჯს და უნივერსიტეტისთვის ვემზადებით.
– ლეო ისეთი ყოჩაღი ბიჭია, უკვე „ნატოს“ შტაბ-ბინაში იყო.
- ლეო როგორც კი მოვიდა გონზე, მაშინვე „ნატოში“ წავიდა. სულ ჩვენთან იყო, ესწრებოდა პრესკონფერენციებს, ამდენი ლიდერის, საგარეო მინისტრის გამოსვლა აქვს მოსმენილი და მეუბნებოდნენ, აქ უნდა მოვიდესო. მოკლედ, მივიყვანე „ნატოში“, ჯეიმს აპატურაისთან ინტერვიუ მქონდა ჩასაწერი, დამტოვებელი არ მყავდა სახლში არავინ. ეტლით მივიყვანე და აპატურაის ინტერვიუს ესწრებოდა ისე კარგად, მშვიდად, გაოცებული უყურებდა, რომ მეც მეცინებოდა. ჯეიმსმა უთხრა: შენ უნდა გაგხადოთ „ნატოს“ მომავალი გენერალური მდივანიო და მე რა ვუთხარი? თუ გენერალური მდივანი გახდება ლეო, ესე იგი საქართველო „ნატოში“ უნდა იყოს შესული-მეთქი. არ ვიცი, იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მალე მოხდებაო. თორემ რომ მოხდება, ამაზე უკვე შეთანხმებულები ვართ. შემდეგ ფოტოც გადაიღეს: კიდევ ერთი ევროპელი-ქართველი გავიცანიო, ასე უთხრა. მისი სახელიც მოეწონა, ადვილად გამოსათქმელიაო. ასევე გავაცანი გენერალური მდივნის პრეს-სამსახურის უფროსი. ისე მოხდა, რომ სამი დღე მე და ლეო ერთად დავდიოდით ეტლით. მან მთხოვა, რომ ლეო მივიყვანო პრესკონფერენციაზე – უკვე გარანტირებული აქვს ადგილი პირველ რიგში. მათაც სურთ ამ ყველაფრის გაპიარება, რომ „ნატო“ პატარებისთვისაც საინტერესოა და მოკლედ, 7 თვის ლეო „ნატოს“ პოპულარიზაციის კამპანიაშიც ჩაერთვება. გენერალურ მდივანთან შეხვედრაც დაგეგმილი გვაქვს, რადგან მარტო ჯეიმსი არ გვაკმაყოფილებს. ევროპის საბჭოში, ევროპულ კომისიაში, „ნატოშიც“ უკვე ყველა იცნობს ლეოს.
–  რით გგავს ლეო?
– როგორც ამბობენ, ლეო დედას ჰგავს თვალებით და სიჯიუტით. მასაჟისტმა გვითხრა: პატარაა, მაგრამ თუ არ უნდა, ვერცერთ მოძრაობას ვერ გააკეთებინებო.
– შენი პრინციპულობა საქმეში, ალბათ, ძალიან გეხმარება.
– რომ არის ასე, ამას ვერავინ და ვერაფერი გადამათქმევინებს. ასეთი ვარ და ახლა, ამ ასაკში ვერავინ შემცვლის – ვერც ლეო, ვერც ვერანაირი სამსახური, მენეჯმენტი. მათ შეუძლიათ, მხოლოდ დროებით შემაფერხონ.
скачать dle 11.3