კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 საიდუმლო ორგანიზაცია

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #13-15 (902)


მოსკოვის მახლობლად მდებარე საიდუმლო ორგანიზაციის კონსპირაციულ აგარაკზე  დახურული რეჟიმი გამოცხადდა და როგორც სერჟანტმა თქვა, ნოდარ გოგიჩაიშვილს ინტენსიური სწავლება დაეწყო. გოგიჩას ერთადერთ რამეს „ამუღამებინებდნენ“ და ეს იყო რუსეთის პრეზიდენტის პირადი მცველის „ტყავში შეძრომა“, ანუ ყველა მისი მოძრაობისა და ჩვევების გადაღება, ლაპარაკის მანერისა და ხმის მიბაძვა. გარეგნულად კი, გოგიჩა გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა „ორიგინალს“ და კოსმეტოლოგს, ფაქტობრივად, არც კი დასჭირვებია რაიმე მნიშვნელოვანი კორექტივების შეტანა მის სახეზე. საგულისხმო იყო ის, რომ ნოდარის ინსტრუქტორებს ვლადიმირ ზლობინზე უამრავი კადრი გააჩნდათ, საიდანაც მისი სრული კოპირება იყო შესაძლებელი. გარდა ამისა, სერჟს  პრეზიდენტის მცველის სრული დოსიეც ჰქონდა, სადაც ზლობინის ოჯახის წევრებთან ერთად მისი უახლოესი ნათესავებიც ფიგურირებდნენ. აქ დაფიქსირებული იყო, აგრეთვე, ყველას საცხოვრებელი მისამართი და ის ადგილები, სადაც ეს ადამიანები ყველაზე ხშირად დადიოდნენ. მსგავსი მონაცემები ზლობინისნაირ ადამიანებზე, როგორც წესი, უსაფრთხოების სამსახურს ჰქონდა, ამ  შემთხვევაში – რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების  სამსახურს. ეს უწყება კი ღრმად გასაიდუმლოებული იყო და იქიდან მცირედი ინფორმაციის მოპოვებაც კი იმაზე მიუთითებდა, რომ „მომპოვებელი“, მეტი თუ არა, არანაკლები ძლევამოსილებით გამოირჩეოდა. ეს დოსიე სერჟმა დაწვრილებით გააცნო ნოდარს და ღიმილით ჰკითხა:
– ხვდებით, ალბათ, იური, თუ რას წარმოვადგენთ ჩვენ?
– ამ დოსიეს გულისხმობთ? – გოგიჩამ ხელი დაადო ზლობინის დოსიეს.
– დიახ. ამ შემთხვევაში, სწორედ, ამას, – მიუგო სერჟმა, რომელმაც შეგნებულად გააცნო ნოდარს ზლობინის დოსიე. ეს კი იმიტომ გააკეთა, რომ გოგიჩა კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყო, თუ რა ძლევამოსილი ორგანიზაციის კლანჭებში იყო მოქცეული, რომ ვერსად გაექცეოდა და დაემალებოდა მას და არც ეფიქრა ასეთ რამეზე.
ნოდარიც მშვენივრად მიხვდა სერჟის მანევრს და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ მართლაც ძალიან ძლიერ კლანჭებში იყო მოქცეული, თუმცა, ამასთანავე, კიდევ უფრო განუმტკიცდა აზრი, რომ მათგან გაქცევა აუცილებელი იყო და თავისი იდეის განხორციელებას უფრო მეტი ინტენსიურობით შეუდგა.
***
გოგიჩას სწავლებიდან ორი კვირა რომ გავიდა, ინსტრუქტორმა, რომელიც მას ამეცადინებდა, სერჟს უთხრა:
– ჩინებული რეზულტატია. კოხოვსკი აბსოლუტურად შეეზარდა ზლობინს და მშობელი დედაც კი ვერ გაარჩევს ნამდვილს ახლისგან. ასე რომ, შემიძლია, გიპატაკოთ: დავალება შესრულებულია! კოხოვსკი მზადაა მიზნის შესასრულებლად და ამის ასპროცენტიან გარანტიას ვიძლევი.
– ასპროცენტიან გარანტიას? – გაიმეორა სერჟმა.
– დიახ. ასპროცენტიანს.
– ამ სიტყვებზე საკუთარი თავით აგებთ პასუხს. გესმით ეს თქვენ?
– დიახ. მესმის. საკუთარი თავით ვაგებ პასუხს იმაზე, რომ კოხოვსკი მშვენივრად გაართმევს თავს დაკისრებულ ამოცანას და ზლობინის როლს ისე შეასრულებს, რომ მას ვერავინ შენიშნავს დუბლიორობას. მე ამაზე ვაგებ პასუხს. დანარჩენი კი ჩემი საქმე არაა, – თქვა ინსტრუქტორმა.
– კეთილი, გასაგებია, – მიუგო სერჟმა ინსტრუქტორს და გოგიჩას მიუბრუნდა:
– თქვენ რას იტყვით, კოხოვსკი, დავალების შესრულებისას ჩავარდნა ხომ არ გექნებათ?
– ჩემი მხრიდან არანაირ ჩავარდნას არ ექნება ადგილი და ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც ეს გეგმითაა გათვალისწინებული. სხვა კი, არ ვიცი. გარემოებებზე პასუხს არ ვაგებ, – მხრები აიჩეჩა ნოდარმა.
– ასეთი რამ არ მოხდება და ამის დარდი ნუ გაქვთ, – თვითდაჯერებულად თქვა სერჟმა და დააყოლა, – ჩვენ ყოველთვის საიმედოდ ვმოქმედებთ.
– შეიძლება, გკითხოთ? – უთხრა ნოდარმა სერჟს.
– მკითხეთ.
– მაქვს თუ არა უფლება, რომ ამ ოპერაციის სხვა დეტალებსაც გავეცნო?
– გაქვთ. მაინც, რა გაინტერესებთ?
– ყველაფერი. პირველ რიგში კი, ის, თუ როგორ მოხდება ზლობინის ჩემით შეცვლა.
– სწორედ, ამ ეტაპზე ვართ ახლა გადასული და ოპერაციის ეს მხარე უნდა წარმოგვედგინა თქვენთვის, – უთხრა სერჟმა გოგიჩას და დაამატა, – ვლადიმირ ზლობინს ჩვენი ხალხი მისსავე ავტოფარეხში გაანეიტრალებს. მის სპორტულ „ბეემვეს“ უკვე თქვენ გამოიყვანთ და სამორიგეოდ წახვალთ.
– უფრო კონკრეტულად?
– ჩვენი სპეცჯგუფი და თქვენ ზლობინის ავტოფარეხში წინასწარ შეხვალთ და მას დაელოდებით. დილის რვა საათზე ის მანქანის გამოსაყვანად შემოვა. მას ჩვენი ბიჭები გათიშავენ და იქვე, ადგილზე, გოგირდმჟავით დაამუშავებენ. შემდეგ თქვენ პრეზიდენტის აგარაკზე გაემგზავრებით, ჩვენი სპეცჯგუფი კი, თავისი გზით წავა. ეს, რაც შეეხება შეცვლის მომენტს. ხოლო დღეიდან კი, თქვენ მხოლოდ და მხოლოდ ტოქსიკური ხსნარის ტყორცნაში გაიწვრთნებით და ასი პროცენტით  მხოლოდ მაშინ იქნებით მზად, როდესაც ამას თქვენი ინსტრუქტორი დაადასტურებს. გასაგებია?
– დიახ. გასაგებია. მე კიდევ  სხვა შეკითხვა მაქვს.
– ბრძანეთ.
– ამ ოპერაციიდან როგორ გამომიყვანთ?
– მას მერე, რაც მორიგეობა დაგიმთავრდებათ, აქ, ამ კონსპირაციულ აგარაკზე, დაბრუნდებით. უახლოესი ერთი საათის განმავლობაში კი გადაგაფრენენ უსაფრთხო ადგილზე. გაგიკეთებენ პლასტიკურ ოპერაციას, მოგცემენ ახალ საბუთებს, ფულს და იცხოვრებთ თქვენს გემოზე, თავისუფლად და უდარდელად, – უთხრა სერჟმა გოგიჩას და დააყოლა, – კიდევ გაქვთ შეკითხვები?
– ჯერჯერობით არა, – მიუგო სერჟს გოგიჩამ, გუნებაში კი გაიფიქრა, – კი, როგორ არა, უდარდელი და თავისუფალი ცხოვრების საშუალებას მომცემთ. როგორც კი დავალებას შევასრულებ, მეც გოგირდმჟავის შხაპში მაბანავებთ, მაგრამ ვერ მოგართვითო...
***
ნოდარ გოგიჩაიშვილის მომზადების ვადა იწურებოდა. სამკვირიან პერიოდს სამი დღე აკლდა. გოგიჩა, პრაქტიკულად, მზად იყო დავალების შესასრულებლად და ინსტრუქტორებიც კმაყოფილები იყვნენ გოგიჩათი. თავად ნოდარს კი უკვე მომზადებული ჰქონდა გაქცევის გეგმა და შესაბამის მომენტს ეძებდა. ნოდარი კარგად გაერკვა კონსპირაციული აგარაკის დაცვის სისტემაში და დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი საუცხოოდ გამოუვიდოდა. მთავარი იყო მაკონტროლებელი ჩიპის თავიდან მოშორება, რათა საჭირო ადგილამდე მიეღწია. შემდეგ კი უკვე აღარ გაუჭირდებოდა და წესით, მფარველებიც უნდა გამოსჩენოდა.
საღამოს ექვსი საათი სრულდებოდა. გოგიჩამ მორიგი მეცადინეობა დაასრულა და აგარაკის ცენტრალური შენობისკენ მარტო გაემართა. შესასვლელში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო და ნოდარმა მიმოიხედა და კიბეებს აუყვა, მეორე სართულზე ავიდა, დინჯად გაიარა დერეფანი და სერჟის კართან შეჩერდა. მიაყურადა და დააკაკუნა, შემდეგ კარი შეაღო და მაგიდასთან მჯდომ სერჟს ჰკითხა:
– შეიძლება?
– შემოდით, – მიუგო სერჟმა გოგიჩას, შეათვალიერა და გაკვირვებულმა ჰკითხა:
– მოხდა რამე?
– რამდენიმე კითხვა მაქვს და შეიძლება?
– მკითხეთ. დაჯექით. გისმენთ, – უთხრა სერჟმა ნოდარს, რომელსაც თვალს არ აცილებდა.
გოგიჩა სკამისკენ გაემართა და ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს უნდა დამჯდარიყო. მაგრამ, უცებ კისერში გაშლილი ხელის მტევანი ჩაარტყა სერჟს და გათიშა. ჯიბიდან კაპრონის თოკი ამოიღო და მაგიდაზე დადო. გათიშულ სერჟს მთელი ტანისამოსი გააძრო, სხეული მაგრად გადაუბაწრა თოკით და პირში ჩვარი ჩატენა. შემდეგ ორივე შემოსასვლელი კარი გადარაზა. კაბინეტის მასპინძელი ჭერზე, ჭაღის კაუჭზე ჩამოკიდა. გამოაფხიზლა და უთხრა:
– დრო, მაქსიმუმ, ათი წუთი გვაქვს. თუკი ყველა ჩემს სურვილს არ დააკმაყოფილებ და კითხვებზე სწრაფ და ზუსტ პასუხებს არ გამცემ, ამ ალესილი დანით გაწამებ და ყველა ორგანოს ნელ-ნელა, ცოცხლად ამოგაჭრი. ამიტომ, გირჩევ, არ გაჯიუტდე. მე დასაკარგი არაფერი მაქვს. თანახმა თუ ხარ, დამემორჩილო, თავი დააქნიე. პირიდან ჩვარს  ამოგიღებ  და პასუხი გამეცი.
სერჟმა თავი დააქნია. გოგიჩამ პირიდან ჩვარი ამოუღო და უთხრა.
– იცოდე, არ აყვირდე და საშველად არავის უხმო, თორემ საშინლად მოგკლავ. გაიგე?
– შეცდომას უშვებთ, ჯობია, ჩამომხსნათ და ყველაფერი დავივიწყოთ, – თქვა სერჟმა.
ნოდარმა პირქვედაკიდებულ სერჟს ხორხზე სამი თითი მოუჭირა და კბილებში გამოსცრა:
– თემას აღარ გადაუხვიო, თორემ შენს საშინელ წამებას დავიწყებ. გასაგებია?
– გასაგებია.
– რამდენი ჩიპი მაქვს ორგანიზმში?
– ორი, – მიუგო სერჟმა.
– სად და სად?
– მარცხენა და მარჯვენა მენჯებთან.
ნოდარი სარკესთან მივიდა და სამოსი აიწია. შემდეგ ალესილი დანით მენჯებზე ხორცი ჩაიჭრა და ჩიპები ამოიძრო. ჭრილობებში წინასწარ მომზადებული იოდი ჩაისხა და ზედ ლეიკოპლასტირი გადაუჭირა. ჩიპები მაგიდაზე დადო და სერჟს მიუბრუნდა:
– ახლა აგარაკზე რამდენი ადამიანია?
– ჩვენი ჩათვლით, ორმოცი.
– შეიარაღებული დაცვა?
– ოცდაათი კაცი.
– აგარაკიდან შეუმჩნევლად როგორ გავალ?
– ვერ გახვალთ.
გოგიჩამ სერჟს წვეტიანი დანა მიაჭირა ჭიპზე და უთხრა:
– ან მეტყვი, ან პირველ ნაკვეთს გაგიკეთებ.
– მხოლოდ ჩემთან ერთად. სხვაგვარად – გამორიცხულია.
– იარაღს სად ინახავ?
– უჯრაში.
გოგიჩამ სერჟის საწერი მაგიდის უჯრა გამოაღო. პისტოლეტი ამოიღო და შეამოწმა. შემდეგ სერჟი ახსნა, იარაღი მიუშვირა და უთხრა:
– სასწრაფოდ ჩაიცვი. აქედან გავდივართ. ცოცხლად!
სერჟმა მკვირცხლად შეასრულა ბრძანება და გოგიჩამ უთხრა:
– საჭეს შენ მიუჯდები. მე დასაკარგი არაფერი მაქვს და თუკი გაქცევას შეეცდები ან დაცვისთვის განგაშის სიგნალის მიცემას, იცოდე, ადგილზევე მოგკლავ. ახლა კი წავედით.
სერჟი და გოგიჩა ოთახიდან გავიდნენ და პირველ სართულზე დაეშვნენ. შემდეგ ეზოში გავიდნენ და სპორტული „მერსედესისკენ“ გაემართნენ. მთელ გზაზე მათ ერთი ადამიანიც არ შეხვედრიათ. სერჟი საჭეს მიუჯდა. ნოდარი მის გვერდით მოკალათდა. მანქანა ადგილიდან დაიძრა და გასასვლელისკენ გაემართა. კარი თავისით გაიღო და არც მაშინ გამოჩენილა ვინმე, როდესაც მანქანა აგარაკს გასცდა.
– რატომ არავინ ჩანს? – იკითხა ნოდარმა.
– ყველა თავის ადგილზეა და იმიტომ, – მიუგო სერჟმა.
– გასაგებია, – თქვა ნოდარმა. სერჟს ორივე ჩიპი გადააყლაპა. წყალი დაალევინა და უთხრა:
– კილომეტრს რომ გაივლი, გააჩერე და საჭესთან დამსვი.
სერჟი რომ მანქანიდან გადმოვიდა, ნოდარმა ის სწრაფად მითიშა. ხელები და ფეხები მაგრად შეუკრა და უკანა სავარძლების წინ ჩატენა. შემდეგ საჭეს მიუჯდა და მოსკოვისკენ აიღო გეზი. ქალაქში რომ შევიდა, ერთ-ერთ აფთიაქთან გაჩერდა. გადმოვიდა და ძილის წამლები იყიდა. შემდეგ მანქანაში დაბრუნდა და გათიშულ სერჟს დაალევინა, ხელ-ფეხი გაუხსნა და რკინიგზის სადგურზე გაემართა. სალაროში უახლოეს მატარებელზე ბილეთი აიღო და სერჟი ვაგონში აიყვანა. გამცილებელი გვერდზე გაიხმო, ათასმანეთიანი მისცა, ბილეთი შეაჩეჩა და უთხრა:
– მამილო, ჩემი ბიძა კოიკაზე დავაწვინე, ცოტა გადაკრულშია და შეაკითხე ხოლმე, რომ არ გადმოვარდეს. ბოლომდე მგზავრობს და შეიძლება, მანამდე არც გამოიღვიძოს. კარგი?
– რაზეა ლაპარაკი, ძამიკო. ბიძაშენს თვალისჩინივით გავუფრთხილდები, – მიუგო ფულზე დახარბებულმა გამცილებელმა. ფული ჯიბეში ჩაიდო, ბილეთი – ტყავის გაცვეთილ ჩანთაში, ნოდარს გაუღიმა და უთხრა, – ნუ გეშინია, ვუპატრონებ.
– მშვიდობით, მამილო, დიდი მადლობა, – უთხრა გოგიჩამ გამცილებელს და დაძრული მატარებლიდან ჩამოხტა.
***
ჩიპებგადაყლაპული, დაძინებული სერჟი რომ გაამგზავრა, გოგიჩა ქალაქში გამოვიდა. მიტოვებულ „მერსედესს“ არ გაეკარა. ტაქსი გააჩერა და ვლადიმირ ზლობინის სახლისკენ აიღო გეზი. მისამართი კი ნოდარმა ზლობინის დოსიედან იცოდა, რომელიც მას სერჟმა გააცნო. ასევე, იცოდა ზლობინის განრიგი, რომლის მიხედვითაც ის სახლში უნდა ყოფილიყო და თუ არ ეძინა, ისვენებდა მაინც, რადგან ნამორიგევი იყო.
გოგიჩამ ტაქსი ზლობინის საცხოვრებელი კორპუსიდან ასიოდე მეტრში გააჩერებინა. ფული გადაიხადა და ფეხით გააგრძელა გზა. კორპუსს რომ მიადგა, მიმოიხედა. შემდეგ შენობაში შევიდა. მეოთხე სართულზე ფეხით ავიდა. ბოლოს ზლობინის ბინასთან მივიდა და ზარი დარეკა. წუთიც არ იყო გასული, რომ კარი თავად ვლადიმირ ზლობინმა გააღო. გოგიჩას გაოცებულმა შეხედა და უთხრა:
– ვინ გინდა?
– ვლადიმირ ზლობინი ხარ, თუ არ ვცდები.
– არ ცდები.
– შენთან საქმე მაქვს. შეიძლება, შემოვიდე?
– შემოდი, –  ზლობინმა გოგიჩა წინ გაატარა, კარი მიხურა და ოთახში შეჰყვა.
– მარტო ხარ?
– მარტო ვარ.
– შემომხედე. ვერაფერს ამჩნევ? – უთხრა გოგიჩამ მასპინძელს.
– ვამჩნევ. ძალიან მგავხარ, – მიუგო მასპინძელმა.
– საქმეც, სწორედ, მაგაშია, – თქვა ნოდარმა და დააყოლა, – შენ პრეზიდენტის პირადი მცველი ხარ. ხომ არ მეშლება?
– არა.
– შეიძლება, დავჯდე?
– დაჯექი, – მასპინძელმა სავარძელზე ხელით მიუთითა გოგიჩას. თავადაც მოკალათდა და დააყოლა, – გისმენ.
– რასაც ახლა მოგიყვები, აბსოლუტური სიმართლეა. არაფერია გამოგონილი და იცოდე, გიჟი არ გეგონო.
– გისმენ.
გოგიჩამ ვლადიმირ ზლობინს ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და ბოლოს უთხრა:
– დაუჯერებელია, ხომ?
– სულაც არა, ძმაობილო, – ნოდარის გასაკვირად თქვა მასპინძელმა და სწრაფად  ჩაიცვა. ორი ცალი პისტოლეტი ჩამოიკიდა. მცირეკალიბრიანი ავტომატი მოიმარჯვა, თხელი ქურთუკი მოიცვა და გოგიჩას უთხრა:
– წავედით. ამ მონათხრობს ჩემს უფროსს გაუმეორებ.
– მერე და, შენი უფროსი სანდო კაცია?
ზლობინს გაეცინა და გოგიჩას უთხრა:
– სახელოვანი გენერალია. სანდო რომ არ იყოს, პრეზიდენტის დაცვას მიანდობდნენ?
– რა ვიცი, თუ ასეთი სანდოები არიან შენი კოლეგები, მაშინ, ასეთი დაწვრილებითი ინფორმაციები საიდან აქვთ შენზე? – თქვა გოგიჩამ და დააყოლა, – შეიძლება არა მარტო შენზე.
– წავედით. დრო არ ითმენს. მანქანაში ვილაპარაკოთ, – უთხრა ზლობინმა გოგიჩას და ბინიდან გამოვიდნენ.
ზლობინმა მანქანა ავტოფარეხიდან გამოიყანა. გოგიჩა გვერდით მიუჯდა და ავტომობილი ადგილს მოსწყდა. ზლობინმა კი ნოდარს უთხრა:
– შენი აზრით, ჩვენთან არასანდო ხალხი მუშაობს?
– ყოველ შემთხვევაში „თხუნელა“ აუცილებლად გყავთ. აბა, საიდან ამდენი ინფორმაცია? – თქვა ნოდარმა.
– ყველაფერს გავარკვევთ, – თავდაჯერებულად თქვა ზლობინმა.
– სად მივდივართ?
– მეცხრე სამმართველოში. არ გაგიგონია, „ძევიატკა“ (ცხრიანი)?
– „ძევიატკა“?
– ჰო, დაცვის სამმართველოა უშიშროებაში და „ძევიატკას“ ეძახიან, – განუმარტა გოგიჩას ზლობინმა, თან დააყოლა, – პირდაპირ გენერალთან შევალთ და ყველაფერს პირადად მოვუყვებით.
– მერე და შეგვიშვებენ?
– შეგვიშვებენო? – გაეცინა ზლობინს და დაამატა, – პრეზიდენტის პირადი დაცვის წევრებს ყველგან შესვლის უფლება გვაქვს და წინ ვერავინ დაგვიდგება. ასე რომ, ძმობილო, მხნედ იყავი და არაფერი გამოგრჩეს გენერალთან საუბრისას.
ზლობინმა მანქანა ავტოსადგომზე გააჩერა. შემდეგ გოგიჩასთან ერთა დაცვის სამმართველოს შენობისკენ გაემართა.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3