კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 კითხვა-პასუხი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

კითხვა: როგორ და სად შევინახო სახის კრემი, რომ მისმა შემადგენლობამ სტრუქტურა  არ შეიცვალოს და არ დაძველდეს? ზოგადად, რამდენად საშიშია არაწორად შენახული კრემების გამოყენება და თუ იწვევს ის ალერგიას?
პასუხი:
არასწორად შენახული კრემის გამოყენებამ, შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს მის სწორად შენახვას. ყველაზე ცუდი ადგილი კრემისთვის სააბაზანო ოთახია, რადგან, ტემპერატურისა და ტენიანობის ცვალებადობა, ცუდად მოქმედებს სახისა და ტანის მოვლის ყველა საშუალებაზე, გარდა, შამპუნისა და დასაბანი გელისა. კრემის შენახვა, მაცივარშიც არაა რეკომენდებული. თუკი ოთახში 30 გრადუს სითბოზე მეტია, კრემს, რომელიც განკუთვნილია პრობლემური სახის კანისთვის, მჭიდროდ უნდა დაახუროთ თავსახური, რადგან მისი შემადგენელი კომპონენტები ჰაერზე სწრაფად იშლება. ანტიასაკობრივი კრემები შეიცავს ჰიალურონის მჟავას, ვიტამინებს და ასე შემდეგ, რომლებიც ჟანგბადთან კონტაქტის დროს სწრაფად იშლება. ამიტომ, ასეთი კრემები უნდა შეინახოთ სქელ კედლებიან ფლაკონებში. არ შეიძლება კრემის მოთავსება მზეზე ან მისი გაყინვა. ყველაზე დიდხანს მკვებავი და დამატენიანებელი კრემი ინახება. არაა რეკომენდებული კრემის ფლაკონიდან თითით ამოღება. კარგია, თუ გამოიყენებთ სპეციალურ კოვზს ან ჯოხს. ასეთ შემთხვევაში, კრემში არ მოხვდება ოფლი ან ხელზე არსებული სხვა მიკრონაწილაკები. დახურულ მდგომარეობაში მისი შენახვა, სამ წლამდე შეიძლება, ღია მდგომარეობაში კი, ექვსი თვიდან, ერთ წლამდე.
კითხვა: რა აზიანებს კანს ყველაზე მეტად და წყლისა და წვენების სმა თუ აუმჯობესებს მის შეფერილობას?
პასუხი:
კანს, უპირველესად, არარეგულარული გაწმენდა ან საერთოდ, გაუწმენდაობა აზიანებს. კანის გაწმენდა, საჭიროა დღეში ორჯერ: დილით და საღამოს, ძილის წინ – რასაკვირველია, თქვენი ტიპის  კანისთვის შესაბამისი საშუალებით. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს კანზე, არასაკმარისი წყლის მიღებაა. დღეში, დაახლოებით ორ ლიტრამდე წყალი უნდა დალიოთ. წყალი სხეულიდან ტოქსინებს დევნის. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ჩაი, ყავა და სხვა წვენები წყალს ვერ ჩაანაცვლებს. კანის შეფერილობაზე ცუდად მოქმედებს მზის სხივები, მოწევა, კოფეინისა და შაქრის დიდი რაოდენობით მიღება. ასევე, საზიანოა ცხელი წყლის ზემოქმედება კანზე: ამან შესაძლოა, გამოიწვიოს კანის გამოშრობა, ან პირიქით, მისი გაცხიმიანება. ამიტომ, გამოიყენეთ თბილი ან გრილი წყალი.

скачать dle 11.3