კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 როგორ მოვიშოროთ ღაბაბი მარტივი ვარჯიშებით

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

წონის ოდნავი მომატება, ასაკი და ფიზიკური მოდუნება ღაბაბს აჩენს. ამ რბილი კანის მოსაშორებლად, საჭიროა მეტი ყურადღება დაუთმოთ კანის მოვლას და დაუბრუნოთ მას რეგენერაციის შესაძლებლობა. ღაბაბის მოშორება რამდენიმე მარტივი ვარჯიშით შეიძლება. მთავარია, ეს ვარჯიშები ყოველდღე მონდომებით შეასრულოთ და შედეგს აუცილებლად მიაღწევთ.
ყოველდღიურად წაისვით დამატენიანებელი კრემები, კვირაში ორჯერ კი, გაიკეთეთ დამჭიმავი ნიღაბი. წაისვით კრემი წრიული მოძრაობით, კისრის ცენტრიდან ზევით და დაამასაჟეთ ძლიერად. გვერდებიდან მოძრაობები მიმართული უნდა იყოს ქვევით. კრემის წასმა დაასრულეთ, ღაბაბისათვის ქვევიდან ზევით, ხელის უკანა ნაწილის რამდენჯერმე მირტყმით.
სპეციალურად შემუშავებული ვარჯიშების კომპლექსი კუნთების ტონუსის დაბრუნებასა და კანის გამკვრივებაში დაგეხმარებათ. თუ არ დაიზარებთ და ყოველდღიურად 10 წუთს გამოყოფთ, რამდენიმე თვის განმავლობაში მიზანს აუცილებლად მიაღწევთ:
* ჩამოსწიეთ ქვედა ტუჩი ქვევით ისე, რომ გამოჩნდეს ქვედა კბილები. მაქსიმალურად დაჭიმულ მდგომარეობაში, გაჩერდით 30 წამის განმავლობაში, შემდეგ კი, მოდუნდით.  გაიმეორეთ 3-ჯერ;
* გადასწიეთ თავი უკან და ამ მდგომარეობაში, მორიგეობით წარმოთქვით ბგერები „უ“ და „ი“;
* დადექით, გაიმართეთ მხრებში, თავზე მძიმე წიგნი დაიდეთ და ოთახში გაიარ-გამოიარეთ 5-10 წუთით. ეს ვარჯიში ამაგრებს როგორც კისრის, ასევე ნიკაპის კუნთებს და ეფექტურია არა მარტო ღაბაბის წინააღმდეგ, არამედ მხრებში გამართვაშიც დაგეხმარებათ;
* გადასწიეთ თავი უკან, შეეცადეთ ქვედა ტუჩით თითქოსდა მისწვდეთ ცხვირის წვერს ისე, რომ ქვედა ყბა იყოს გამოწეული და ზემოთ აწეული;
* შეასრულეთ თავის წრიული მოძრაობები – მარჯვნიდან მარცხნივ და პირიქით, ეს ხელს უწყობს ნიკაპის ქვემოთ კუნთების გამკვრივებას.
სავარჯიშოები ყოველდღიურად უნდა შეასრულოთ, თითო ვარჯიში – 5-7-ჯერ მაინც. ასევე, ყოველ დილით დაასველეთ პირსახოცი მარილიან წყალში, კარგად გაწურეთ და წრიული დარტყმითი მოძრაობებით გაიკეთეთ მასაჟი ღაბაბზე.
საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა, უბალიშოდ ძილი.
ღაბაბთან ბრძოლაში, კარგ შედეგს იძლევა, სახის კრემები ლიფტინგ-სისტემით. კანის კვებისა და დატენიანების გარდა, ამ კრემებს აქვთ გადამჭიმავი ეფექტიც. კარგია, ასევე, პროპოლისის ბაზაზე დამზადებული პრეპარატები – ბალზამები და კრემები. პროპოლისი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესის ნორმალიზებას, აჩქარებს ცხიმების ბუნებრივ წვას, ახდენს სისხლის ცირკულაციის სტიმულირებას, აღადგენს კანის სიგლუვეს. არსებობს სპეციალური შრატებიც ყელისა და ნიკაპისთვის. შრატი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ღრმად ატენიანებს, კვებავს, ასევე, ჭიმავს კანს და ხელს უწყობს მის გამკვრივებას.
თუ ღაბაბმა ახალგაზრდა ასაკში იჩინა თავი, სავარაუდოდ, თქვენი სხეულის ზედმეტი წონა 8-10 კილოგრამს შეადგენს.скачать dle 11.3