კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 პოპულარობის მსხვერპლი

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე

პოლ დუნკანი

კერძო დეტექტივი იყო, მაგრამ ღარიბი. მისი ცხოვრება ისე არ წარიმართა, როგორც წარმოდგენილი ჰქონდა. დღე და ღამეს ასწორებდა და მაინც ბევრი არაფერი გააჩნდა. აქოთებულ სადარბაზოებში სირბილს, ჩასაფრებას, აქეთ-იქით გათენებამდე წანწალს დიდი ფული არ მოჰქონდა. საწყალს, ზოგჯერ, არც ამინდი უწყობდა ხელს და სახლში – ნაქირავებ, თორმეტ კვადრატულ ბინაში, ზოგჯერ გაზიც კი არ ჰქონდა, რომ გამთბარიყო. რისთვის შეიძლება, ადამიანმა კერძო დეტექტივს მიმართოს და მის მომსახურებაში ფული გადაიხადოს? ჩამონათვალი საკმაოდ დიდია და მრავალფეროვანი. მაგალითად, დაატარებდა სასამართლოს სააღმსრულებლო წერილებს, ეძებდა გატაცებულ მანქანებს, ეხმარებოდა მოვალეებს ერთმანეთთან ურთიერთობის გარკვევაში.
სწორედ ერთ-ერთი მორიგი წანწალის დროს გაიცნო რაიმონდ ჩენსი. მას მეზობელი აწუხებდა თავისი ძაღლით და კერძო დეტექტივს სთხოვა დახმარება. იმ პერიოდში ჩენდლერს ფინანსურად საკმაოდ უჭირდა. ბინიდან ასახლებდნენ სამი თვის ქირის გადაუხდელობის გამო. რაიმონდმა ის ჩაიზე დაპატიჟა და გემრიელი ღვეზელითაც გაუმასპინძლდა. ჩენდლერს შერცხვა და თავის ცხოვრებას ეფექტები შესძინა – ლამაზ ფერებში მოუყვა თავისი თავგადასავლების შესახებ. რაიმონდი ყურადღებით უსმენდა. მერე კი შესთავაზა: მოდი, გავერთიანდეთ. მე კერძო დეტექტივზე რომანის დაწერას ვაპირებ. მინდა, საქმეზე შენთან ერთად ვიარო და მზად ვარ, ფულიც კი გადავიხადო ამაშიო. ჩენდლერს გულის სიღრმეში ეცინებოდა, მაგრამ, ფულიც ძალიან სჭირდებოდა. თან, რაიმონდი ძუნწი აშკარად არ იყო. რა თქმა უნდა, ვერაფრით წარმოიდგენდა, ამ უწყინარი წამოწყების იმ შედეგებს, რომელიც ამ კავშირს მოჰყვა. რაიმონდი მხოლოდ თავიდან იყო მორიდებული, მერე ისეთი სითამამე გამოიჩინა, საშიშ უბნებში ჩენდლერზე წინ გარბოდა, დეტექტივს კი მისი უსაფრთხოების დაცვაც უნდა უზრუნველეყო. ჩენდლერმა რამდენჯერმე დააპირა ამ წამოწყებისთვის წერტილი დაესვა, მაგრამ რაიმონდი ძალიან სთხოვდა და ფულსაც აძლევდა. ჩენდლერიც ნებდებოდა. ასე გაგრძელდა ექვსი თვე. ამ ხნის განმავლობაში ჩენდლერს ორჯერ გაუტეხეს ცხვირი მანქანის გამტაცებლებმა, ერთხელ სუტენიორმა სცემა და რაიმონდიც ზედ მიაყოლა. რაიმონდს დიდად არ უნაღვლია. ჩენდლერს უთხრა, ასეთ დროს ადრენალინის ისეთ მოზღვავებას ვგრძნობ, ტკივილს საერთოდ ვერ ვამჩნევ. ნახავ, რომანი ბესტსელერი გახდება და ორივეს პოპულარულს გაგვხდისო. ჩენდლერმა ხელი ჩაიქნია. მას, რა თქმა უნდა, არ სჯეროდა ამ მჯღაბნელის. როცა რაიმონდმა თავისთან დაიბარა და მონახაზი წააკითხა, დაიბნა. ნაწარმოებში აღწერილი ტიპი მას საერთოდ არ ჰგავდა. რაიმონდმა სუპერგმირად აქცია და ისეთი უნიკალური თვისებები მიაწერა, რომლებიც მას რეალურად არ ჰქონდა. ჩენდლერი დარწმუნებული იყო, რომ რაიმონდის მთელი შრომა ფუჭი აღმოჩნდებოდა. რომანს არათუ არავინ წაიკითხავდა, ავტორსაც და მთავარ გმირსაც ბევრს დასცინებდნენ. მაგრამ მოხდა საოცრება – რომანი ელვის სისწრაფით გაიყიდა. რაიმონდთან შეხვედრას ითხოვდნენ გამომცემლები, მკითხველები. უკეთესი მარკეტინგისთვის გადაწყვიტა, რომ ჩენდლერიც  ყველგან ხლებოდა. აქედან დაიწყო კერძო დეტექტივის ტანჯვა. აღფრთოვანებული მკითხველების უმრავლესობა ასაკოვანი ქალბატონები იყვნენ. ისინი გარს შემოეხვეოდნენ ხოლმე ჩენდლერს და ცდილობდნენ, ხელითაც შეხებოდნენ. ჩენდლერმა სცადა, რაიმონდი დაერწმუნებინა, ის თამაშიდან გამოეყვანა, მაგრამ მწერალს არაფრის გაგონება არ სურდა. მოიცადე, მალე ნახავ, შენგან როგორ სუპერგმირს შევქმნიო. სანამ სუპერგმირად იქცეოდა, ჩენდლერი სიკვდილს ძლივს გადაურჩა. ერთ-ერთი შეხვედრის დროს მკითხველებს ავტოგრაფებს რომ ურიგებდა, წინ ახალგაზრდა კაცი გადაუდგა. ცოტა ხნით გვერდით გაყოლა სთხოვა. ჩენდლერს ცუდი არაფერი უფიქრია, ესეც თაყვანისმცემელიაო და მაშინღა მიხვდა, შარში რომ იყო, ცხვირ-პირში მუშტი გამეტებით რომ მოხვდა. ურტყამდა, თან უყვიროდა: შენისთანა დამპლის გამო ვიჯექი ციხეში, ვირთხა ხარ, ახლა კი უცებ ვარსკვლავობა მოგინდა, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაამწაროო... რაიმონდმა და ორმა პოლიციელმა სულზე მიუსწრეს. მისი გმირის შარავანდედს კინაღამ ჩრდილი მიადგა. მტკიცედ გადაწყვიტა, სამუდამოდ შელეოდა გარეცხილ და გახამებულ პერანგს, ხსნა ჰოლივუდიდან მოვიდა. ერთმა „წონიანმა“ პროდიუსერმა რომანის ეკრანიზაცია გადაწყვიდა და ჩენდლერს როლიც კი შესთავაზა – მთავარი არა, მაგრამ კარგი ის იყო, რომ როლი უსიტყვო იქნებოდა. ჩენდლერს მხოლოდ უნდა ერბინა, ვიღაცებისთვის პრობლემები შეექმნა... ჰოლივუდმა კეთილგანწყობით მიიღო. პატიჟებდნენ წვეულებებზე, სადაც ლამაზმანები სთხოვდნენ, თავისი გმირობების შესახებ მოეყოლა. ჩენდლერმა გაიაზრა, რომ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. რა თქმა უნდა, პოპულარობის მატებასთან ერთად, კიდევ გამოჩნდებოდნენ ისეთი გიჟები, როგორიც ის „ტიპი“, ბარში რომ სცემა. ჰოლივუდის გაფუფუნებული ვარსკვლავებიც მუდმივად იყვნენ შანტაჟისტებისა და თაღლითების სამიზნეები. ჩენდლერის მსგავსი ადამიანი მათთვის ის ხავსი იყო, რომელსაც აუცილებლად მოებღაუჭებოდნენ და ჩენდელერმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა. მალე ის ჰოლივუდში ყველაზე მოთხოვნად კერძო დეტექტივად იქცა. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა გაყინულ ბინაში ერთი სენდვიჩის ამარა ორი დღე იჯდა და ცხელი, ორმოცდაათცენტიანი ყავა ენატრებოდა. პენტჰაუზში ცხოვრობდა. უძვირფასესი ტანსაცმელი უკვე იმდენი ჰქონდა, რომ პიჯაკების გამოცვლას ძლივს ასწრებდა. ჰოლივუდის ვარსკვლავები ხალისით უხდიდნენ საკმაოდ სერიოზულ ჰონორარებს, განსაკუთრებულად მადლობლები იყვნენ იმისთვის, რომ ჩენდლერი ეფექტურად უმკვლავდებოდა სხვადასხვა ჯურის შანტაჟისტებს და მათ მუქარებს. საკმარისი იყო, რომელიმე ვარსკვლავს ფულის გამოძალვის მიზნით წერილი მოსვლოდა, რომ ჩენდლერი ადგილზე იყო. მშვენივრად გამოსდიოდა დამფრთხალი სელებრითის დაწყნარებაც, შანტაჟისტის განეიტრალებაც და... არავინ, სულ არავინ, მათ შორის რაიმონდ ჩენსმაც კი არ იცოდა, რომ ამ წერილების გამომგზავნი, თავად ჩენდლერი იყო... ბოლოს და ბოლოს, იმდენ ნაძირალასთან მოუწია შეხვედრა თავისი ცხოვრების განმავლობაში, რომ მათი მანერა სრულიად და დამაჯერებლად ჰქონდა გათავისებული.


скачать dle 11.3