კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 სელის თესლი უამრავი დაავადების მკურნალობაში დაგეხმარებათ

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


სელის ზეთის სამკურნალო თვისებები, ძირითადად, მასში შემავალ „ომეგა-3“ ჯგუფის ცხიმმჟავების უნიკალურ კომპლექსს, ლიგნანებისა (ლიგნანებს მცენარეული ესტროგენებისა და ანტიოქსიდანტის თვისებები აქვს) და უჯრედისის მაღალ შემადგენლობას ეფუძნება. ამ ყველაფერს კი, სამეცნიერო კვლევების მონაცემებით, გულსისხლძარღვთა დაავადებების, სიმსივნისა და დიაბეტის რისკ-ფაქტორების შემცირება შეუძლია. გარდა ამისა, სელის მარცვლები ძალიან ეფექტურია საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს, თმისა და ფრჩხილების სიჯანსაღის ხელშესაწყობად.
ასევე, სელის თესლი შეიცავს ვიტამინებს: D, E, B2, B3, B4, B5, B6, B9; ტოკოფეროლებს, ბეტა-კაროტინს, მინერალებს; მაკრო და მიკროელემენტებს: კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, მანგანუმს, სპილენძს, ქრომს, სელენს, ალუმინს, ნიკელს, იოდს, ბორსა და თუთიას.
სელის ზეთი განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს იმუნიტეტზე: მისი, როგორც საკვები პროდუქტის მიღება, ხელს უშლის ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების განვითარებას (სარძევე ჯირკვლისა და სწორი ნაწლავის კიბო). სელის თესლის ზეთის მიღება რეკომენდებულია ოპერაციების შემდგომ პერიოდში და დასუსტებულ ავადმყოფებში, რეაბილიტაციის დროს.
სელის ზეთის რეგულარული გამოყენება კვების რაციონში ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის, ასევე სისხლის წებვადობის შემცირებას, აუმჯობესებს სისხლძარღვების ელასტიკურობას, საბოლოოდ კი, ხელს უშლის მიოკარდიუმის ინფარქტის, ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადებების განვითარებას, ამცირებს ინსულტისა და თრომბების წარმოქმნის რისკს. გარდა ამისა, სელის თესლის ზეთი არეგულირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას – აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას, ხელს უწყობს კოლიტის, გასტრიტის მკურნალობას, ხსნის შეკრულობას, გულძმარვას, აქვს ანტიჰელმინთური მოქმედება. სელის თესლის ნატურალურმა ზეთმა ფართო გამოყენება ჰპოვა ფილტვებისა და ბრონქების დაავადებების კომპლექსურ მკურნალობასა და პროფილაქტიკაში, ასევე, ნერვული სისტემის, თირკმელებისა და შარდის ბუშტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისას; მამაკაცებში – პოტენციის დარღვევების დროს.
სელის ზეთის რეგულარული მიღება რეკომენდებულია ბავშვებში ორგანიზმის სრულყოფილი გავითარებისთვის. სელის თესლის ზეთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროდუქტია ქალის ორგანიზმისათვის. ეს ზეთი აუცილებელად უნდა შედიოდეს ორსულთა რაციონში, ვინაიდან მისი კომპონენტები დადებითად მოქმედებენ ბავშვის თავის ტვინის განვითარებაზე; სელის ზეთი ამსუბუქებს ორსულობის პერიოდსა და მშობიარობას.
სელის თესლი გამოიყენება:
სელის თესლის ცივი ნაყენი: ნაღვლისა და შარდის გამოყოფას მსუბუქად ასტიმულირებს, აქვს გამხსნელი და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება. გამოიყენება საკვებით მოწამვლის დროს. მიღების წესი: 2-3 სუფრის კოვზი – რამდენჯერმე დღეში პატარა ყლუპებით.
ლარინგიტისას: ერთ სუფრის კოვზ სელის თესლს ასხამენ 200 გრამ წყალს ან რძეს, ადუღებენ 10 წუთი დაბალ ცეცხლზე, თან, ურევენ. მიღების წესი: დილით და საღამოს 2-3 სუფრის კოვზი პატარა ყლუპებით.
გამაღიზიანებელი ხველით მიმდინარე მწვავე ბრონქიტის დროს: 100 გრამ სელის თესლს ურევენ 500 გრამ თაფლს. ამ ნარევის 1 ჩაის კოვზს იღებენ თბილ წყალთან ერთად  – დღეში 8-10-ჯერ. ხველის შერბილების შემდეგ ნარევს უმატებენ ანისულის ნაყოფის, კამისა და ჯანჯაფილის ფხვნილს თითო ჩაის კოვზის ოდენობით და საკვების მიღების შუალედებში, დღეში 4-6-ჯერ იღებენ.
ჭრილობებისა და დამწვრობის მოშუშებისთვის: სელის თესლის ზეთს ურევენ უმი კვერცხის ცილას, თანაფარდობით – 1:1. გამოიყენება შემამსუბუქებელი და ტკივილგამაყუჩებელი საფენისთვის.
ქრონიკული პანკრეატიტის, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადების დროს: მიიღეთ სელის თესლი 1 ჩაის ან სადილის კოვზი დღეში 4-5-ჯერ ჭამის წინ ან ჭამის დროს.
სელის თესლის ნახარში, რომელიც გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, კუჭის კედელზე წარმოქმნის ლორწოვან აპკს, რაც ცხიმის ორგანიზმში მოხვედრას უწევს წინააღმდეგობას, ხოლო სელის თესლი, იზრდება რა მისი მოცულობა და იწოვს სისველეს, ამცირებს შიმშილის გრძნობას. სელის თესლი ეხმარება ორგანიზმს ჭარბი წონის მოცილებაში და წმენდს მას შლაკებისგან, ამაღლებს იმუნიტეტს. ნახარში ამცირებს მადას, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ზრდის იმუნიტეტს, წმენდს კანს – ის ხავერდოვანი და რბილი ხდება. ამაგრებს ფრჩხილებს, აცოცხლებს თმას.
ნახარშის მომზადების წესი: 2 სუფრის კოვზ სელის თესლს დაასხით 3 ჭიქა წყალი და ნელ ცეცხლზე 10 წუთი ადუღეთ. შემდეგ დადგით და გააგრილეთ. შეგიძლიათ, არ გაწუროთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა თბილი ნახარში ჭამამდე ერთი საათით ადრე. გემოსთვის შეგიძლიათ, დაამატოთ ცოტაოდენი თაფლი და რამდენიმე წვეთი ლიმონი.
თეთრი სელი სასარგებლოა ქალის ჯანმრთელობისთვის, რადგან ის შეიცავს ფიტოესტროგენებს – ქალის ჰორმონების მცენარეულ ანალოგებს. სელის თესლის რეგულარული მიღება ამსუბუქებს კლიმაქსის ნეგატიურ გამოვლენებს და, ასევე, მკერდისა და საშვილოსნოს ონკოლოგიური დაავადებების შესანიშნავი პროფილაქტიკაა.
სელის თესლი შინაგანი შეშუპების დროს – 4 ჩაის კოვზ სელის თესლს დაასხით 1 ლიტრი წყალი და ადუღეთ 10-15 წუთი. ქვაბს დაახურეთ თავსახური და დადგით თბილ ადგილას. გააჩერეთ 1 საათი, შეგიძლიათ, არ გაწუროთ. გემოს მისაცემად დაუმატეთ ლიმონის წვენი. მიიღეთ  ნახევარი ჭიქა 6-8-ჯერ დღეში. ეფექტი მიიღწევა 2- 3 კვირაში. უმჯობესია ცხელის დალევა.
ჰემოროისა და სწორი ნაწლავის ანთების დროს რეკომენდებულია სელის თესლის ლორწოსაგან დამზადებული, ოდნავ შემთბარი სამკურნალო ოყნები (ნახევარი ჭიქა). ოყნის შემდეგ საჭიროა დაწოლა 1 საათით მაინც.
სელის თესლი პოდაგრისა და რევმატიზმის დროს, 2 ჩაის კოვზი სელის თესლს დაასხით 1,5 ჭიქა წყალი და ხარშეთ 15 წუთი. გააჩერეთ 10 წუთი და ანჯღრიეთ 5 წუთი; გაწურეთ დოლბანდში. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 4-5-ჯერ.
სელის თესლი ქრონიკული შეკრულობის დროს – ყოველდღიურად (საღამოობით) მიიღეთ 1 ჭიქა გაუწურავი ნაყენი, დოზით – 1 ჩაის კოვზი სელის თესლი 1 ჭიქა ადუღებულ წყალში; ბავშვებს – ნახევარი ჭიქა. ნაყენი ყოველთვის უნდა იყოს ახალი.
სელის თესლი ფაღარათის დროს – 1 სუფრის კოვზ სელის თესლს დაასხით ნახევარი ჭიქა ცხელი წყალი, ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. გაწურეთ და გამოიყენეთ 1 ოყნისათვის.
გაითვალისწინეთ, რომ სელის თესლის ნახარშის ხანგრძლივი მიღება დაუშვებელია – მიიღეთ 2 კვირა, შემდეგი 2 კვირა შეისვენეთ. აღნიშნული ციკლით იღებთ სელის თესლს 3 თვის განმავლობაში, შემდეგ კი, 1 თვე ისვენებთ.

შავბალახას
დამამშვიდებელი ეფექტი

შავბალახა შეიცავს ალკალოიდებს, ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთს, ასკორბინის მჟავას, საპონინებს, მინერალურ მარილებს და სხვა.

შავბალახა შესანიშნავი დამამშვიდებელი საშუალებაა. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, მისი მოქმედება 4-ჯერ აღემატება კატაბალახას მოქმედებას.
ხალხურ მედიცინაში მას იყენებენ საგულე საშუალებად, ხუთვის, წყალმანკის, კუჭის სპაზმების, მალარიის, კუჭ-ნაწლავის დაავადების, ნერვული აშლილობისა და შიშების დროს.
 ნაყენს ამზადებენ შემდეგნაირად: 1-2 სუფრის კოვზ გამხმარ ბალახს ასხამენ 250 გრამ წყალს და ადუღებენ, სანამ 12 სუფრის კოვზი არ დარჩება. სვამენ 2 სუფრის კოვზს დღეში რამდენჯერმე ან ნახევარ ჭიქას დღეში 2-ჯერ.
ასევე 1–2 სუფრის კოვზ შავბალახას ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ გაცივებამდე. წურავენ. იღებენ 1–2 სუფრის კოვზს 3-5–ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
შავბალახას იყენებენ სისხლის მაღალი წნევის ნორმალიზებისთვის, გულის რიტმის დამამშვიდებელ, კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებად.
ხალხური მედიცინა გვთავაზობს შემდგენაირ ნაყენებს:
*  2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 200 მილილიტრი ცივი წყალი, დადგით 8 საათის განმავლობაში, გადაწურეთ და მიიღეთ. ეს ერთი დღის ნორმაა.
*  2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 500 მილილიტრი მდუღარე წყალი. დადგით 2 საათის განმავლობაში. ასეთი სახით მომზადებული ნაყენი მიიღეთ ღვინის ჭიქით ჭამის წინ, 4-ჯერ  დღეში.


რა შემთხვევაში
უნდა მიირთვათ პირშუშხა

პირშუშხა დიდი რაოდენობით შეიცავს მკვეთრი, სპეციფიკური არომატისა და გემოს მქონე, ბუნებრივი ბაქტერიოციდული მოქმედების ფიტონციდებით მდიდარ ეთერზეთებს, რის გამოც ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება არაერთი მწვავე ინფექციური დაავადების სამკურნალოდ. ფესვში დიდი რაოდენობითაა ანტიმიკრობული მოქმედების ცილოვანი ნივთიერება ლიზოციმი, ასკორბინის მჟავა, თიამინი, რიბოფლავინი, კაროტინი, ცხიმოვანი ზეთები, სახამებელი, ნახშირწყლები, გლიკოზიდები, ფისები და მინერალური მარილები (კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, სპილენძი, ფოსფორი, გოგირდი და სხვა). ფოთლები შეიცავს დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას, კაროტინს და ალკალოიდებს. თესლებში უხვადაა ცხიმოვანი ზეთები და ალკალოიდები.
პირშუშხა ამაღლებს მადას,  აუმჯობესებს  საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედებას, ორგანიზმიდან გამოდევნის შარდმჟავას,  არეგულირებს მეტაბოლიზმს. დიდი ოდენობით C ვიტამინის შემცველობის წყალობით, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების მიმართ, ამცირებს სახსრების ტკივილს.
გემოვნური და სამკურნალო თვისებებით, განსაკუთრებით სასარგებლოა პირშუშხასა და ჭარხლის ნარევი. ჭარხლის მოტკბო გემო იდეალურად ეხამება პირშუშხას მძაფრ, ცხარე გემოს. მიიღება სპეციფიკური, სასიამოვნო გემოს სოუსი. ორივე მცენარეს აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება, რომლის წყალობითაც ეს ნარევი ხალხურ მედიცინაში აქტიურად გამოიყენება ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ.
ხალხური მედიცინა პირშუშხას გრიპის, ანგინის, კბილის ტკივილის, ბრონქიტის, სურავანდის, მალარიის, გასტრიტის, ღრძილებისა და ყურის ანთების, ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობის დროს იყენებს. პირშუშხას ნახარშს კი – დიზენტერიის, ლამბლიოზის და ჰიპერტონიული დაავადებების დროს. პირშუშხას კომპრესები ეფექტურია რადიკულიტის, პოდაგრის, რევმატიზმის, კანის სოკოვანი დაავადებებისა და წყლულოვანი ჭრილობების სამკურნალოდ. კოსმეტოლოგიაში პირშუშხას ნაყენი უხსოვარი დროიდან გამოიყენება კანზე ჭორფლის, ლაქებისა და ნამზეურის გასაუფერულებლად.
გარდა ამისა, პირშუშხა ამოსახველებელ, ანტიმიკრობულ, შარდმდენ და ნაღველმდენ, ზოგადგამაჯანსაღებელ, ჭიების საწინააღმდეგო, სისხლის გამწმენდ და სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებადაც არის აღიარებული. მისი ნაყენით რეკომენდებულია ჩირქოვანი ჭრილობების დამუშავება, კომპრესების გაკეთება მიოზიტის (კუნთების ანთება), პნევმონიის (ფილტვების ანთება), პლევრიტის (პლევრის ანთება) დროს. ფესვების წვენი ეფექტურია გაციებისა და კბილის ტკივილის, აგრეთვე ჰიპოაციდური გასტრიტის (დაბალი სიმჟავით მიმდინარე კუჭის ლორწოვანი გარსის ანთების) დროს. მცენარის ფესვების ნახარშის მიღება კარგია ჰიპერტონიის, დიზენტერიისა და ღვიძლის დაავადებების დროს.скачать dle 11.3