კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როდის მიგვიძღვის წვლილი სხვის ცოდვაში?
პასუხი: სხვის ცოდვებში ადამიანს მაშინ მიუძღვის წვლილი, როდესაც შეგნებულად წააქეზებს მოყვასს ბოროტი, უკეთური საქმის ჩასადენად. ასევე, ადამიანი მაშინაც არის პასუხისმგებელი სხვის ცოდვაზე, როდესაც უგვანს შეაქებს და ამით ხელს შეუწყობს, ჩაიდინოს ესა თუ ის ცოდვიანი საქციელი.
კითხვა: რამდენად მძიმე ცოდვაა სიძვა?
პასუხი: სიძვა არის ერთ-ერთი მომაკვდინებელი ცოდვა. ის ადამიანი, რომელიც სიძვის ცოდვით დაეცემა და არ მოინანიებს, ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს. პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში ამ ცოდვის ჩამდენთ მკაცრად აფრთხილებს: „გაექეცით სიძვას. ყოველი ცოდვა, რომელსაც ადამიანი სჩადის, სხეულის გარეშეა, ხოლო მეძავი საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს“.
კითხვა: რატომ გვიჭირს სწორად ლოცვა?
პასუხი: ლოცვის დროს ადამიანს ბოროტი ძალები შთააგონებენ ბილწ, ვერაგ, საგმობელ აზრებს, სულსა და სხეულს მცონარობისთვის განაწყობენ, მოჰგვრიან თვლემას, აიძულებენ დასვენებას და ასე შემდეგ. ამიტომ უჭირს ადამიანს, დადგეს ლოცვად და გულწრფელად ილოცოს. თუმცა, უფლის შეწევნით, ადამიანის გულმოდგინებით შესაძლებელია, ბოროტის მცდელობების დამარცხება და სწორად ლოცვა.
კითხვა: ცოდვაა თუ არა გარდაცვლილის მიერ დატოვებული ანდერძის შეცვლა?
პასუხი: თუ ახლობელმა გარდაცვალებამდე დაგიტოვათ წერილობით ან სიტყვიერად რამე, თქვენ აუცილებლად სრული სიზუსტით უნდა აღასრულოთ ის, თუ, რა თქმა უნდა, მისი შინაარსი არ ეწინააღმდეგება სახარებასა და მოქალაქეობრივ კანონმდებლობას და არ არის წარმართი ადამიანის ერთგვარი ახირება.
კითხვა: ცოდვაა თუ არა ბილწი სიტყვები და უხამსი ფიქრები?
პასუხი: უხამსი ფიქრები და ბილწსიტყვაობა უსათუოდ ცოდვაა და ამისთვის დაისჯება ადამიანი უფლის მიერ. თუ რა, თქმა უნდა, არ მოინანიებს ამ ცოდვებს და ცხოვრების წესს არ შეიცვლის. მაცხოვარი ამის შესახებ ამბობდა: „ხოლო მე გეუბნებით თქვენ, ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს“.
კითხვა: დღეს ისევ გახშირდა ინფექციური დაავადებები, რომელსაც ჩვენში „ბატონებს“ უწოდებენ. არსებობს გარკვეული რიტუალები, რომლებსაც ამ დროს ოჯახში ატარებენ. ხომ არ შევცოდავთ ამ რიტუალების შესრულებით?
პასუხი: ამ ჩვეულებებსა და რიტუალებს წარმართული წარმოშობა აქვს, როდესაც თვით ავადმყოფობა წარმოდგებოდა, როგორც ცოცხალი არსება. არსებობს ჩვეულებები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ქრისტიანობას და ისინი შეგიძლიათ დაიცვათ, მაგრამ ის, რაც მაგიას უკავშირდება, ქრისტიანი ადამიანისთვის მიუღებელია.скачать dle 11.3