კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 მშობელთა ლოცვის ძალა

ღირსმა ლუკა ვლადელმა ყმაწვილობიდან შეიყვარა მონაზონებრივი მოღვაწეობა, დედის დაუკითხავად წავიდა და ათინის ერთ მონასტერში შედგა მორჩილად. დედამისმა ეფროსინემ, თუმცა იცოდა შვილის ზნეკეთილობა და ფიქრად მოსდიოდა მისი წმიდა მოქმედება, მაგრამ რადგანაც ქვრივი იყო, მას არ შეეძლო გადაეტანა შვილის მოშორება და წამდაუწუმ ღმერთს შესჩიოდა: „უფალო! შენ ხარ მოწამე ჩემის ქვრივობისა და მასთან შეერთებულ ყოველივე მწუხარებისა; ნუ დამივიწყებ მე ბოლომდე, ნუ წამართმევ მე ცხოვრების ერთადერთ სიხარულს – საყვარელ შვილს; ოჰ! მე არ მიმიცია მისთვის არავითარი მიზეზი ჩემი დატოვებისა. უფალო! შენ იცი ჩემი საქციელი მასთან; მე არ ვუშლიდი მას შენი მცნების თანახმად ცხოვრებას; მე ვიყავ მისი დედა, არა თუ მარტო ხორციელი, არამედ სულიერიც; მინდოდა მენახა ის სათნოებით უნაკლულო, უფალო! ნუ უგულებელს ჰყოფ ცრემლთა ჩემთა, დამიბრუნე მე შვილი, რათა ვადიოთ სახელი შენი წმიდა“.
ეგრე ლოცულობდა დაობლებული დედა და უფალმა შეისმინა ლოცვა მისი. ერთხელ იმ უდაბნოს წინამძღვარს, რომელშიც მოღვაწეობდა წმიდა ლუკა, მოეჩვენა ძილში მტირალი დედა  – „მე საწყალ ქვრივს, ეგრე უწყალოდ რისთვის მჩაგრავ, გოდებით უთხრა მან წინამძღვარს, რისთვის წამართვი მე მხოლოდშობილი ძე, ჩემი მოხუცებულობის ნუგეში? ეს ერთადერთი სინათლე ჩემი თვალისა და იგიც არაა ჩემთან! დამიბრუნე მე შვილი, თორემ არ მოვიშლი შენზედ საჩივარს ღმერთთან“.
შეშინებულ წინამძღვარს გაეღვიძა, დიდხანს ფიქრობდა ის ძილში ნანახზე და ბოლოს უბრალო მოჩვენებად ჩათვალა; მაგრამ მეორე ღამეს იგივე იხილა, მესამე ღამესაც მოესმა იგივე გოდება მწუხარე დედისა. მაშინ სცნა მან, რომ ეს არ იყო მაცდური სულის მოქმედება, არამედ ღვთისაგან მოვლენილი განცხადება; დიდხანს აზროვნებდა თითოეულ ბერზე ცალ-ცალკე და რადგანაც წმიდა ლუკა მას და მთელ ძმათა კრებას ყოველთვის უფარავდა თავის ვინაობას და მამულს, ბოლოს დარწმუნდა, რომ სიზმარი მას შეეხებოდა. მეორე დღეს, ღვთის მსახურებისა და სადილის შემდგომ, მან მოუწოდა ლუკას და მრისხანედ უთხრა: „როგორ გაბედე შენ ჩვენი მოტყუება, რომ გვარწმუნებდი, რომ მშოქბლები არა მყვანანო? როგორ გაბედე ჩვენთან ცხოვრება, გქონდა რა შენს გულში ცბიერება? იცი, ვინ არის სიცრუის მთავარი? წადი ჩვენგან, წადი თვით ათინის საზღვართან და დაბრუნდი შენ მშობელ დედასთან; აგერ მესამე ღამეა, ის მაყვედრებს და მაშფოთებს მე, ვაი, შენ, თუ მე არ გამიგონე!“
თავზარდაცემული ლუკა იდგა უძრავად, თვალნი მოიწუხნა და ერთი სიტყვის თქმაც ვერ გაბედა. სტიროდა და არ უნდოდა, თავი დაენებებინა წმიდა კრებულისთვის. მაშინ წინამღვარს შეეწყალა ის და დამშვიდებით უთხრა: „შვილო ჩემო! ახლა უსათუოდ დაბრუნდი დედაშენთან, შემდგომ კი თვით უფალი შეგეწევა შენს კეთილ განზრახვაში. გამიგონე: მე ვხედავ, რომ დედაშენის ლოცვას დიდი ძალა აქვს ღვთის წინაშე და შეუძლია გააუქმოს ყოველი შენი ლოცვა. წადი მშვიდობით და გახსოვდეს, რომ მშობელთა ლოცვას დიდი ძალა აქვს ღვთის წინაშე. წადი მშვიდობით და გახსოვდეს, რომ მშობელთა ლოცვა-კურთხევის მიუღებლად არაფერს არ უნდა მიჰყო ხელი“.
მოისმინა რა ყოველივე ესე, წმიდა ლუკამ მდუმარედ დაუკრა თავი წინამძღვარს, გამოეთხოვა ძმათა კრებულს და შეუდგა თავის გზას.
ვის შეუძლია, აღწეროს განკვირვება და სიხარული ეფროსინესი? ის მივარდა შვილს გადასახვევად, მაგრამ უცბად გაჩერდა, აღაპყრო ხელნი და თვალნი ზეცას და ღმერთს მადლობა შესწირა: – „გაკურთხევ შენ, უფალო, სთქვა მან; რომ შეისმინე ლოცვისა ჩემისა“, და მერე გადაეხვია და გადაკოცნა თავისი შვილი.
წმიდა ლუკამ გაატარა დედასთან ოთხი თვე, მაგრამ რაკი სულით და გულით მიისწრაფვოდა ღვთისაკენ და მდუმარე ცხოვრებისაკენ, დაუწყო დედას თხოვნა, რომ მიეცა მას ნება უდაბნოში განშორებისა. ღვთის მოშიშმა ეფროსინემ აკურთხა იგი, რადგანაც იცოდა მან, რომ ღმერთს უფრო პატივი უნდა სცე და გიყვარდეს იგი მშობლებზე უმეტესად. მისი ლოცვა მართალ ლუკასთვის იყო მეორე წინამძღოლი ცხონების გზაზე.
„ესმა უფალსა და შემიწყალა მე და უფალი იქმნა შემწე ჩემდა. მოაქციე გლოვა ჩემი სიხარულად ჩემდა, განხეთქე ძაძა ჩემი და გარე შემარტყ მე სიხარული“ (ფსალ. 29, 10-11) „ბრძენ იყავ, შვილო, რათა ახარო გულსა შენსა და მიაქციე შენგან საყვედრელნი სიტყვანი“ (იგავ.. 27.11). „ისმინე, შვილო, მშობლისა მამისა შენისა და ნუ შეურაცხყოფ ოდეს დაბერდეს დედა შენი“ (იგავ. 23.32).скачать dle 11.3