კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 როგორ შეიძინეს შალვა თადუმაძემ და მისმა მეუღლემ 2013 წელს შემოსავლებზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი შალვა თადუმაძე 1978 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტში მიიღო (1993-1998 წლებში). მისი სამუშაო ბიოგრაფია 2001 წელს დაიწყო თავდაცვის სამინისტროში  იურისკონსულტად, შემდეგ ადვოკატად მუშაობდა ასოციაცია „სამართალი და თავისუფლებაში“. 2003-2004 წლებში თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. 2005 წლიდან ისევ ასოციაცია „სამართალი და თავისუფლებას“ დაუბრუნდა. 2007 წლის აპრილიდან  2008 წლის დეკემბრამდე შპს „აბგ & პროფსერვის გრუპში“ მუშაობდა ადვოკატად. 2006 წლის სექტემბრიდან  2009 წლის ოქტომბრამდე ეროვნული უსაფრთხოების შემსწავლელი ცენტრისა და IRI-ის პროექტ „ეროვნული უსაფრთხოების შემსწავლელი სკოლის“ კოორდინატორიც იყო; 2010-2012 წლებში კვლავ ასოციაცია „სამართალი და თავისუფლებისა“ და „წამების პრევენცია სამხედრო ჰაუპტვახტებში“ EU პროექტის კოორდინატორია. ამის პარალელურად, პერიოდი 2008 წლის მაისიდან 2012 წლის ოქტომბრამდე – საადვოკატო კომპანია „შალვა თადუმაძე და ბი ელ ფი კონსალტინგის“ პარტნიორი და ადვოკატი.  2012 წლის ოქტომბრიდან საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გახლდათ, ხოლო სულ ახლახან, მაია ცქიტიშვილის ინფრასტრუქტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს.
შალვა თადუმაძის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2014 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე, 1973 წელს მესტიაში დაბადებული მზევინარ ანსიანი და 2012 წელს დაბადებული ქალიშვილი  მარიამი.
შალვა თადუმაძის საკუთრება იყო ბინა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე (70 კვ. მ.), ბინა ვარკეთილის ზემო პლატოზე (80 კვ. მ.), საცხოვრებელი სახლი (240 კვ. მ.) და მიწის ნაკვეთი (1 100 კვ. მ.) ნატახტარში. მზევინარ ანსიანს კი ეკუთვნის არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, გურამიშვილის 78–ში (60 კვ. მ.), ბინები თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე (90 კვ. მ.) და ბახტრიონის ქუჩაზე (120 კვ. მ.).
მზევინარ ანსიანი, ასევე, ეწევა სამეწარმეო საქმიანობასაც, არის „შალვა თადუმაძე და ბი ელ ფი კონსალტინგის“ კომანდიტი და კომპლემენტარი, რამაც 2013 წელს 80 000 ლარი მოუტანა, ინდმეწარმეობამ – 9 000 ლარი, ხოლო 2013 წლის დეკემბერში დარეგისტრირებულ „მზევინარ ანსიანის ლოია კლაბს“ მისთვის არანაირი შემოსავალი არ მოუტანია 2013–ში.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2013 წლის განმავლობაში მზევინარ ანსიანმა, როგორც ადვოკატმა, 9 000 ლარი აიღო, ხოლო შალვა თადუმაძემ, როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, 95 700 ლარი.
2013 წელს შალვა თადუმაძემ „თი ბი სი ბანკიდან“ 30 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხი აიღო (5-წლიანი), რომლის მომსახურებაც 2013–ში 3 000 აშშ დოლარი დაუჯდა. მზევინარ ანსიანმა 100 000 აშშ დოლარად შეიძინა ბინა, შალვა თადუმაძემ კი – 32 000 აშშ დოლარად სახლი და მიწის ნაკვეთი, მზევინარ ანსიანმა ავტომობილის გაყიდვით 5 000 აშშ დოლარი მიიღო, შალვა თადუმაძეს კი, 15 000-ლარიანი საკრედიტო ბარათის მომსახურება 300 ლარი დაუჯდა, სარემონტო სამუშაოები კი – 9 000 ლარი.
скачать dle 11.3