კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 დასამეხები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ მარგებელი ჭირი

​რაკი საავდროდ გამზადებული ღრუბლები თითქმის მთელი დედამიწის თავზე მოგროვდნენ, სავსებით ბუნებრივია, ჩვენც ველით, რომ საკუთრივ ჩვენს თავზეც დაიქუხებს.
მით უფრო, რომ ადგილმდებარეობაც უწყობს ხელს (მეხის დაცემას) და სამეზობლოც.
უფრო მეტიც, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი თურქეთი, წესითა და რიგით, „ნატოში“ ჩვენი გზამკვლევი, რუსეთს ისე დაუმეგობრდა, თვალში რომ ჩაუვარდეს, თითსაც არ ამოისვამს, აღარაფერს ვამბობ რუსეთის მოკავშირე ირანზე, რომელიც ხომ მეგობრობს და მეგობრობს ამ ჩვენს ოკუპანტ რფ-სთან.
თითს ამოისვამს თუ ჯიბეში ჩაისვამს, რუსეთ-თურქეთ-ირანის ალიანსი (ჯერჯერობით არაფორმალური და თუნდაც დროებითი), შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, ჩვენთვის საფრთხის შემცველია, ოღონდ, რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, მათი დაზავება (თუნდაც, დროებითი) ჩვენი უსაფრთხოების გარანტიცაა შექმნილ რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში.
რატომ? იმიტომ რომ (მარტივად რომ ვთქვა) საქართველოზე იერიშის მოტანა სამხრეთ კავკასიაში თურქეთისა და ირანის ინტერესების ხელყოფაა, რაც ამ ეტაპზე რფ-სთვის მეტად არახელსაყრელია.    
скачать dle 11.3