კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (51)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№16 განკაზაკებული

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ ეძებე ფული

მართალია, ჯერაც არ მიწყნარებულა სკანდალი თემაზე, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ში სწორედ რუსი ჰაკერების დახმარებით გაპრეზიდენტდა (იგულისხმება, სხვათა შორის, სოციალური ქსელების მეშვეობით ამერიკელ ამომრჩეველზე ტრამპის სასარგებლოდ გავლენის მოხდენა), მაგრამ აშშ-სა და რფ-ის პრეზიდენტები ერთმანეთს ლამისაა სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ.
თუმცა ისიც სათქმელია, რომ პოლიტიკაში ყველაფერი უკუღმაა და სიძულვილი ისე სწრაფად გადაიზრდება ხოლმე სიყვარულში, რომ თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებს გულუბრყვილო ადამიანი.
ჰოდა, მაშინ, როდესაც მათ ერთმანეთი უყვარდათ (ყოველ შემთხვევაში პრ. პუტინს პრეზიდენტობის კანდიდატი ტრამპი), პეტერბურგელმა კაზაკებმა (გაერთიანება „ირბისი“) დონალდ ტრამპს საპატიო კაზაკის ტიტული მიანიჭეს და სტუმრადაც კი მიიპატიჟეს, მაგრამ ხანი გამოხდა და, როგორც „ირბისის“ თავმჯდომარემ, ანდრეი პოლიაკოვმა განაცხადა, რაკი მწარედ შევცდითო (მომყავს ციტატა): „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტრამპი სამარცხვინოდ გავრიცხოთ ორგანიზაციიდან, რაც უკვე აღვასრულეთ.“
უფრო მეტიც, უახლოეს ხანში პეტერბურგელი კაზაკები აპირებენ, რომ საჯაროდ დაწვან დონალდ ტრამპის ფიტულიც და განა მარტო ის?! აშშ-ს დროშაც („მოვასხამთ ბენზინს და აშშ-ს დროშასთან ერთად დავწვავთ)!“.
მართალია, აშშ-რფ-ის შორის ვნებათაღელვა თითქოს 7 აპრილს სირიის ქალაქ დუმაში სირიის მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას მოჰყვა, მაგრამ, ჩემი ვარაუდით, ძაღლის თავის 6 აპრილს აშშ-ს მიერ რუსი ბიზენსმენებისთვის, ჩინოვნიკ-პოლიტიკოსებისა და რუსული კომპანიებისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას მოჰყვა (რაც უკვე, მილიარდობით დოლარის დაკარგვით, საკუთარ ჯიბეზე იწვნიეს რუსმა ოლიგარქებმა), რაც ბადებს ეჭვს, რომ საკუთარი ფულის დასაცავად (უკვე დაწყებულ მესამეს ვინ ჩივის) მეოთხე მსოფლიო ომსაც კი დაიწყებენ.
ანუ განა ეძებე ქალი, უკვე ეძებე ფული!
скачать dle 11.3