კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№ნინო ხაჩიძე ზნეგაკეთილებულები

და სამკურნალოები

არც მთლად იმიტომ, რომ უზომოდ ზნეკეთილები ვართ, პოლიტიკას სჭირდება ასე და ჩვენს საერთაშორისო იმიჯს და, კაცმა რომ თქვას, გულიც სათუთი გვაქვს, ამიტომაც ჩვენს სეპარატისტებს უანგაროდ ვმკურნალობთ.
ხოლო, რაკი ვმკურნალობთ, არანაკლებ კეთილმა ხალხმა დაითვალა და დაადგინა, რომ 2014-2017 წლებში აფხაზი და ოსი პაციენტების სამედიცინო ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტს (მოგეხსენებათ, სპეციალური სამედიცინო პროგრამა მოქმედებს) 17 მილიონ ლარამდე დაუჯდა.
სამედიცინო მომსახურება, საერთო ჯამში, 6 188 პაციენტმა მიიღო და, რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ავადმყოფებს, უკაცრავად, პაციენტებს შორის უფრო მეტი აფხაზი (3 595) გახლდათ, ვიდრე ოსი (2 650).
მეორე მხრივ, შესაძლოა, საოცარიც არაფერია, ვინაიდან ცხინვალის რეგიონში 10 000-მდე ოს სეპარატისტსღა თუ იპოვით.
როგორც აღმოჩნდა, 2014-2016 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებით მოსარგებლე სეპარატისტი პაციენტების რაოდენობა 2,4-ჯერ გაზრდილა და ავად მყოფი სეპარატისტები საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებს ყველაზე ხშირად ონკოლოგიის, ონკოჰემატოლოგიის შემთხვევაში მიმართავენ და მედიკამენტებს ითხოვენ.
თუმცა ისიც სათქმელია, რომ სეპარატისტებს წამლად ვერ დააცდენინებ არათუ კეთილ, ნეიტრალურ ფრაზას, ხოლო, თუ იმასაც დავუმატებთ, რომ აფხაზეთში კარგა ხანია უკვე და უკვე ცხინვალის რეგიონშიც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი აღდგომას სასაფლაოებზე ვერ გადის, რადგან სასაფლაოები უკვე „იუჟნაია ოსეტიას“ ტერიტორიაზე მოაქციეს ოკუპანტ-სეპარატისტებმა, უდავოა, რომ ფსიქიატრის კონსულტაციაც არ აწყენდათ.
скачать dle 11.3