კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

№16 ანუ „ომს ჩვენ ვუხელმძღვანელებთ“

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

სირიაში რომ საცაა უნდა გავარდნილიყო (ერთი ისაა, არ ვიცოდით, საიდან, ნამდვილი ადამიანების სისხლითა და ხორცით ომობანას თამაშის იმდენი მსურველი გამოჩნდა), სენატის წინაშე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი მაიკ პომპეო წარსდგა (სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი უფროსი).
და თავის გამოსვლაში (რომლითაც ამერიკელი სენატორები უნდა მოეხიბლა) ჩვენც გვახსენა, კერძოდ, აღნიშნა, რომ „აშშ იარაღს აწვდის რუსეთის ექსპანსიონიზმთან მებრძოლ მამაც მამაკაცებს და ქალებს საქართველოსა და უკრაინაში“.
ცხადია, მხოლოდ ჩვენ არ გავხსენებივართ და მანამდე რუსეთის აგრესიაზე საპასუხო ამერიკული ქმედებებიც ჩამოთვალა: მკაცრი სანქციები, დიპლომატების გაძევება, აშშ-ის სამხედრო პოტენციალის გაზრდა, ბირთვული არსენალის მოდერნიზაცია და, ცხადია, რუსეთის ექსპანსიასთან მებრძოლი საქართველოსა და უკრაინის შეიარაღება.
რომ გვახსენა, ცხადია, კარგია და, რომ გვაიარაღებენ, ამაზე უკეთესიც, თუმცა, როგორც ჩანს, ამ პატიოსანმა ადამიანმა არ იცის, რომ ჩვენ ომების მოგება (განსაკუთრებით, რუსეთთან) სხვისი ხელით გვირჩევნია (მაგალითად, „ნატოსი“). იმას გარდა, რომ გვინდა, გვყავდეს ძლიერი არმია, ოღონდ ისე, რომ არც ჩვენ ვიმსახუროთ და არც ჩვენმა შვილებმა, რადგან სხვებმა და მათმა შვილებმა უნდა იმსახურონ, მაგრამ ჩვენ გავაკონტროლებთ მათ ბრძოლისუნარიანობას.
скачать dle 11.3