კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 რა ტრენინგები ჩაუტარა გიორგი ბახუტაშვილსა და „ღამის შოუს“ გუნდს ამერიკიდან ჩამოყვანილმა ჯიმი კიმელის პროდიუსერმა და რატომ არ აუსრულებს ის შვილს ყველა სურვილს

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

ტელეკომპანია „იმედზე“ ახალი იუმორისტული გადაცემა „ღამის შოუ“ იწყება, რომლის წამყვანიც მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი იქნება. გადაცემის ფორმატი ჯიმი კიმელის შოუსთან იქნება მიახლოებული.
გიორგი ბახუტაშვილი:
სერიოზული საქმე წამოვიწყეთ, „იმედზე“ ღამის შოუს ვიწყებთ და მთელ შემოქმედებით ჯგუფს საბრძოლო განწყობა გვაქვს. დარწმუნებულები ვართ, ძალიან კარგ პროდუქტს გავაკეთებთ, ისეთს, როგორიც აქამდე არც ამ და არც სხვა არხზე მაყურებელს არ უნახავს. ყოველ შემთხვევაში, ამის ამბიცია გვაქვს. საკმაოდ დიდი ხანია, რაც ამ პროექტზე დავიწყეთ მუშაობა. პირველ რიგში, ფორმატზე მოვილაპარაკეთ და შევთანხმდით, რომ ჯიმი კიმელის გადაცემის ფორმატი გვქონოდა. ის ჩვენი სატელევიზიო სივრცისთვის სიახლე იქნება და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც არჩევანი მასზე შევაჩერეთ. შტატებიდან ჩამოვიყვანეთ პროდიუსერი, რომელიც სხვადასხვა დროს ჯიმი კიმელის პროდიუსერი იყო და მის გარდა, ბევრ წამყვან იუმორისტთანაც მუშაობდა. მასთან ტრენინგები გავიარეთ და გვასწავლა, როგორ უნდა მივაღწიოთ იმ ხარისხს, რომელსაც იქ აღწევენ.
– ქართულ იუმორისტულ გადაცემებში ძალიან დიდი დოზითაა პოლიტიკა. ახალი გადაცემა თუ იქნება პოლიტიკურად სკანდალური?
– იმდენად, რამდენადაც თვითონ პოლიტიკოსები იგდებენ თავს სასაცილო და უხერხულ მდგომარეობაში. თორემ ჩვენი ზეამოცანა არ არის პოლიტიკური იუმორი. თუმცა, როგორც ჩვენს ცხოვრებაში, გარკვეული დოზით, ჩვენს გადაცემაშიც იქნება პოლიტიკა.
– წამყვანის შერჩევა როგორ მოხდა?
– გადაცემაზე მუშაობა თავიდან ჩემ გარეშე დაიწყო. წამყვანის ადგილზე სხვადასხვა ადამიანებს „ტესტავდნენ“, ბოლოს „გამტესტეს“ და აღმოჩნდა, რომ ყველასთვის მისაღები კანდიდატი ვიყავი. იუმორის სფეროში გარკვეული გამოცდილება დავაგროვე, მაგრამ ამ გადაცემის სპეციფიკა წინასგან განსხვავებულია. ეს ახალი გამოწვევაა, რომელსაც თან, ღელვის მომენტი ახლავს, მაგრამ საკმაოდ თავდაჯერებული ვარ. სანამ გადაცემა ეთერში გავა, მანამდე ჩვენ ჩვენთვის ვვარჯიშობთ, გადაცემებს ვწერთ და ჯერჯერობით ყველა კმაყოფილია. იმედია, ხალხიც კარგად მიიღებს ამ ყველაფერს. გადაცემას „იმედის” პროდიუსერების გუნდი აკეთებს, იგივე, ვინც „X ფაქტორზე“ მუშაობს. ძალიან ბევრი შრომა ჩავდეთ სცენარისტების შერჩევაში, იმიტომ, რომ როცა საქმე იუმორს ეხება, სცენარი ერთ-ერთი მთავარია. საკმაოდ ბევრი ადამიანი შევკრიბეთ და ყველა ერთად ბევრს ვშრომობთ. საქმისადმი ასეთ მიდგომას ყოველთვის დადებითი შედეგი აქვს ხოლმე. იმედია, ჩვენს შემთხვევაშიც ასე იქნება და მაყურებელს ახალი პროდუქტი მოეწონება.
– უკვე რამდენიმე სეზონია, რაც სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ცოტნე ცოტაშვილი არ ჩანს და ამის მიზეზი გასაგებია, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც სულ ისმის კითხვა, დაბრუნდება თუ არა ის?
– ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო ამაზე საუბარი და გარკვეული მცდელობები, მაგრამ ეს ის მომენტია, როცა ორი კომპანიის ინტერესები იკვეთება. ამ დროს მე იმ ვალდებულებების მიხედვით ვმოქმედებ, რომელიც ამ მომენტში მაქვს აღებული. მე „იმედის“ თანამშრომელი ვარ და ჩემი გეგმებიც ამ არხს უკავშირდება. თუმცა, გამორიცხული არაფერია, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, ამ მომენტში მაგ საკითხზე საუბარიც არ არის.
– საქმიანი ახალი ამბების შემდეგ, მინდა შენს პატარაზეც გკითხო. როგორი გოგოა ბეა?
– უკვე დიდი გოგოა. გარდა იმისა, რომ ახალ გადაცემას ვიწყებთ და ამას ბევრი შრომა სჭირდება, თეატრში პრემიერისთვის ვემზადები, რომელიც აპრილის ბოლოს გვექნება და იქაც ძალიან აქტიური სამუშაო გვაქვს. ამიტომ, ახლა ზუსტად ის პერიოდი მაქვს, როცა სახლში ყველაზე ცოტა დროს ვატარებ. ასეთი ეტაპები ხშირად არის, მაგრამ მერე აუცილებლად ბალანსდება ხოლმე შედარებით თავისუფალი პერიოდით, როცა საქმეს ნაკლებად ვაკეთებ და მთელ დროს სახლში ვატარებ. ბეამ ჩემი და ჩემი ცოლის ცხოვრებაში ახალი სიცოცხლე შემოიტანა. ძალიან აქტიური და საყვარელია. ის პერიოდი აქვს, როცა გარემოდან უამრავ ინფორმაციას იწოვს, სამყაროს ეცნობა და ვცდილობთ, გავაკონტროლოთ. ახლა ორწლი-ნახევრისაა და სექტემბრიდან უკვე ბაღშიც მიდის. მოკლედ სახლშიც „აქტიური სამუშაოები“ გვაქვს (იცინის). რთული ეტაპები ელოდება და ვცდილობთ ამისთვის მოვამზადოთ.
– როგორი ხასიათის გოგოა, ვის ჰგავს?
– ამბობენ, რომ ხასიათით მე მგავს. მიხარია ამის მოსმენა, მაგრამ სადღაც-სადღაც გვიჭირს ხოლმე ამის გამო. ადამიანის მთავარი მოწინააღმდეგე ხომ საკუთარი თავია და როცა შენს თავში ეწინააღმდეგები რამე თვისებას და შემდეგ იმავე თვისებას სხვასთანაც აწყდები, ყოველთვის კარგად არ სრულდება ეს ამბავი (იცინის). ვერ ვიტყვი, რომ მე და ბეას „დიდი ბრძოლები“ გვაქვს, მაგრამ საკმაოდ ჯიუტი ბავშვია, რამეზე „არას“ რომ ეტყვი, ამის მიზეზი არგუმენტირებულად უნდა აუხსნა. მაგრამ აი, ამ არგუმენტების კვლევა და „რატო? რატო? რატო?” შეიძლება მანამდე გაგრძელდეს, სანამ არ დაეცემი (იცინის). ამ „რატომებზე“ პასუხებს ცალკე, ენერგიით დატენილი ტიპი სჭირდება, მაგრამ როცა მშობელი ხარ, ეს ყველაფერი იმდენად სასიამოვნოა, რომ არ გღლის.
– დედას გოგო უფროა თუ მამასი?
– მამას გოგო არის, თუმცა, მთავარი დასაყრდენი მაინც თაკოა, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე დიდ დროს სწორედ მასთან ატარებს. მაგრამ, როცა ერთად ყოფნისთვის ბევრი დრო გვაქვს, ჩვენ შორის ძალიან ბევრ საერთოს ვპოულობ. სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა ყოველთვის არ არის.
– ამას თავისებურად არ აპროტესტებს?
– როგორ არა, აგრესია უჩნდება, როცა სახლში არ ვარ და შეიძლება, გამებუტოს. როცა მივალ შეიძლება, ცოტა ხანი არ მიმიღოს. ასე გამოხატავს ხოლმე პროტესტს.
– ისეთი მამების რიცხვს მიეკუთვნები, ყველა სურვილს რომ უსრულებენ შვილებს?
– არა, თუმცა იმიტომ კი არა, რომ ცივი ვარ. უბრალოდ, ასეთი მიდგომა არასწორი მგონია. ცხოვრებაში ყველაფერი მარტივად არ გვეძლევა და არც თვალებში შემოგვციცინებს ვინმე, ოღონდ რამე მოისურვე და მაშინვე მოგართმევო. ადამიანმა ყველაფერი უნდა დაიმსახურო. უფრო მეტიც, შეიძლება, იმსახურებდე კიდეც რაღაცას, მაგრამ მაინც არ გეძლეოდეს. მე ვფიქრობ, მშობლის მთავარი ვალდებულება ისაა, რომ შვილი სრულფასოვან ადამიანად ჩამოაყალიბოს და რეალური ცხოვრებისთვის მოამზადოს, პარაზიტად ნამდვილად არ უნდა აქციოს, რომელსაც სულ თვალებში შესციცინებს და სურვილებს უსრულებს. საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებელი გზები თვითონ უნდა მოძებნოს და ვფიქრობ, ამაზე ზრუნვა ბავშვობიდანვე უნდა დაიწყოს. თუმცა, ძალიან ძნელია ამის მიღწევა, გამომდინარე იქიდან, რომ შვილი ძალიან საყვარელია და მისთვის რამეზე უარის თქმა რთულია. მაგრამ ისიც არ უნდა დაივიწყო, რომ შენ ყოველთვის გვერდით არ ეყოლები.
– მეუღლის ამპლუაში როგორი ხარ?
– ბუნებით მეოჯახე ტიპი ვარ. ჩემს ნებისმიერ ნაბიჯს ჩემი ოჯახი განაპირობებს, ჩემთვის მთავარი ოჯახი და მეუღლეა. ერთმანეთისთვის ყოველთვის დასაყრდენები  და რაც მთავარია, მეგობრები ვართ. შესაბამისად, როგორც მეგობრებს ეკადრება, ისეთი ქმარი ვარ.
– გენდერული თანასწორობის საკითხი როგორ დგას თქვენს ოჯახში?
– ჩემს ოჯახში კაცები უმცირესობაშია, მარტო მე ვარ და გენდერული ბალანსი დარღვეულია, ამ შემთხვევაში მე ვარ „დაჩაგრული“ (იცინის). ცხოვრებამ თავისებურად გადაგვინაწილა ვალდებულებები. ბოლო პერიოდში თაკო აღარ მუშაობს, სამსახურიდან წამოვიდა და სხვა გეგმები აქვს, თუმცა საოჯახო საქმეების მთავარი ტვირთი მაინც მასზეა. ზოგადად, ვინ რა უნდა გააკეთოს, ამაზე არ ვკამათობთ. ერთმანეთზე ზრუნვა ვალდებულებაა, მაგრამ ამავდროულად, სასიამოვნო პროცესია, ამიტომ ამას როგორც პრობლემას, ისე არ ვუყურებთ.
– ოთხი წელია, რაც დაქორწინებულები ხართ, ახლა რა ეტაპია თქვენს ცხოვრებაში, დროსთან ერთად რომანტიზმი თუ შეინარჩუნეთ?
– რომანტიზმი შევინარჩუნეთ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ იმ დოზით, რა დოზითაც შეყვარებულობის დროს გვქონდა. უფრო სწორად, ახლა რომანტიზმი სხვა დეტალებში გამოიხატება და არა ვარსკვლავების ყურებაში.
скачать dle 11.3