კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2018 (109)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)

№15 რის გამო „ამოიჩემა“ ამერიკულ შოუში გამარჯვებული მარიამ მამადაშვილი გიგა კუხიანიძემ და რატომ ურჩია მის მშობლებს საქართველოდან წასვლა

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

2016 წლის „საბავშვო ევროვიზიის“ ქართველმა გამარჯვებულმა, მარიამ მამადაშვილმა ნიუ-იორკში, შოუში Knicks talent search გაიმარჯვა. კონკურსი Madison Square garden-ში მიმდინარეობდა. მარიამმა, ცნობილი მომღერლის, ბილი ჯოელის სიმღერა New York State of mind შეასრულა. ის ოთხი წლიდან მღერის, სწავლობდა „ბზიკების სტუდიაში“ და ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში. 2015 წლიდან ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. 5 წლის იყო, როცა მშობლებმა „ბზიკების სტუდიაში“ მიიყვანეს. მის მომავალ წარმატებასა და იმაში, რომ დღეს მარიამი ამერიკაში ცხოვრობს, წარმატებულია და უახლოეს მომავალში დიდი სცენის ვარსკვლავად მოიაზრებენ, უდიდესი წვლილი სწორედ გიგა კუხიანიძეს მიუძღვის.
გიგა კუხიანიძე:
მარიამი ხუთი წლის იყო, როცა მშობლებმა ჩემთან, სტუდიაში მოიყვანეს. შევხედე თუ არა, მივხვდი, ეს გოგონა, მომავალში ბევრს მიაღწევდა, წარმატებული და ცნობილი მომღერალი დადგებოდა. მოკლედ, როგორც კი მოვუსმინე, გავიფიქრე, ეს ბავშვი გამორჩეულია-მეთქი. საოცარი ენერგეტიკა მოდიოდა მისი თვალებიდან. დედამისს ვუთხარი, მომავალში ამას აუცილებლად წავიყვან „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსზე და დარწმუნებული ვარ, მოიგებს და გვასახელებს-მეთქი. ჩემი სიტყვები გამართლდა, მარიამმა „ევროვიზიაზე“ გვასახელა და „გრან-პრი“ საქართველოში ჩამოვიტანეთ.
– ახლა კი, ნიუ-იორკში, შოუში, Knicks talent search, მიიღო მონაწილეობა, გაიმარჯვა და ამ პატარა, ქართველმა გოგონამ ისევ გვასახელა. მართალია, რომ მშობლებს შენ აიძულე მისი იქ საცხოვრებლად წაყვანა?
– „საბავშვო ევროვიზიაზე“ საქართველოს სახელით რომ გამოდიოდა, მარიამი მაშინ უკვე ამერიკაში ცხოვრობდა. მართლა ჩემი ბრალია, დღეს მარიამი და მისი ოჯახი რომ ამერიკაში ცხოვრობს (იცინის). ბევრჯერ ვთხოვე მის დედ-მამას, ეს ისეთი ბავშვია, მიუზიკლის კარგი მომღერალი დადგება, დროულად წაიყვანეთ ამერიკაში, აიდგას ფეხი, დრო არ დაკარგოს-მეთქი. მართლაც, იქ ჩემი თხოვნით გადასახლდა მთელი ოჯახი. მიიყვანეს ბროდვეიზე ქასთინგებზე. ძალიან კარგ სკოლაშიც სწავლობდა. ახლა კი, ერთ-ერთმა სააგენტომ აიყვანა და დიდი სამომავლო გეგმებიც აქვს. ამ კონკურსზეც, სწორედ იმ სააგენტომ გაიყვანა და მოიგო კიდეც. მე და მარიამს ყოველდღიური სატელეფონო საუბარი გვაქვს და ზუსტად ვიცი, ის ამერიკის ამომავალი ვარსკვლავია. მე კინო-მიუზიკლის ფორმატში ვხედავ –  ამ მხრივ, ის უკონკურენტო და უბადლო იქნება. როგორც მითხრა, შემოთავაზებებიც აქვს და ვნახოთ. არ მინდა ამაზე წინასწარ საუბარი, უბრალოდ, გეტყვით, რომ წინ სერიოზული ქასთინგები ელოდება, სერიოზული კომპანიები არიან დაინტერესებული. ანუ, ზუსტად ისე მიდის ყველაფერი, როგორც მე ვუწინასწარმეტყველე და რასაც თავისი ნიჭიერებით იმსახურებს. გამორჩეული, განსაკუთრებული ნიჭის ბავშვები, ვფიქრობ, არ უნდა დაიკარგონ. თან, მარიამს ფიზიკური მონაცემები, პლასტიკა და ის ენერგეტიკაც უწყობს ხელს, რაც წარმატების მიღწევაში ეხმარება და კიდევ ბევრჯერ დაეხმარება. ისეთი მზერა და თვალები აქვს, ადამიანს ატყვევებს და აჯადოებს (იცინის). სხვანაირი, განსაკუთრებულია და შევხედე თუ არა თვალებში, მივხვდი, ის წარმატებას მალევე მიაღწევდა. და, ახდა კიდეც ჩემი ნაწინასწარმეტყველება. მოკლედ, თავიდანვე ამოვიჩემე ეს ბავშვი და დედამისს რომ ვეუბნებოდი: აი, დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები, ამ ბავშვს მსოფლიო გაიცნობს-მეთქი. მეუბნებოდა, ეტყობა, ისე გიყვარს და მოგწონს, აჭარბებ, თორემ არაფერი განსაკუთრებული ბავშვი არ არის, ჩვეულებრივიაო. მგონი, დღემდე არ სჯერათ მშობლებს მათი შვილის ასეთი წარმატება (იცინის). არაჩვეულებრივი დედ-მამა და ბებია ჰყავს, მარიამი მათ ჰგავს. ყველაფერს აკეთებენ, მისი წარმატებული კარიერისთვის.  მოკლედ, მის მომავალზე დიდ იმედებს ვამყარებთ.
– წარმატებულ დღეებში, სულ მის გვერდით იყავი და  წარმომიდგენია, მისი კიდევ ერთი გამარჯვება, როცა მის გვერდით არ იდექი, როგორ განიცადე. ასეა?
– ამერიკულ შოუში მარიამის გამარჯვება არ გამკვირვებია, თუმცა, ამაყი ვიყავი, სხვანაირად არც შეიძლება. ზოგადად, ჩემი პროექტები სულ წარმატებულია და ერთობლივი მუშაობით, არაერთი „გრან-პრი“ და საპრიზო ადგილი ავიღეთ. ალბათ, ეს ყველაფერი ბედის და იღბლის დამსახურებაც არის. სულ ვამბობ, მე იღბლიანი ვარ და ბედიც მწყალობს-მეთქი და ყოველთვის ხაზს ვუსვამ ამას. გასული წლის მეორე ადგილიც, რაც საქართველომ აიღო „საბავშვო ევროვიზიაზე“, ნამდვილად პირველის ტოლფასი იყო და ამაში, ბევრი დამეთანხმება. თუმცა, მანამდე, საკონკურსო სიმღერის პიარი რომ დავიწყეთ, კონკურსამდე რამდენიმე ხნით ადრე, სოციალურ ქსელში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ჩემდა გასაკვირად, ისეთ ადამიანებს არ მოსწონდათ, ვისაც საზოგადოებაში აზრი მოეკითხებათ. მე კი, მათ ჯინაზე ყოველთვის ჩემსას „მივაწვები“ და იმას გავაკეთებ, რომ უფრო მეტად წარმატებული ვიყო.
– მაინც, რას გეუბნებოდნენ?
– მე ვერავინ, ვერაფერს მეუბნებოდა და ვერც გამიბედავდნენ. იცით, რატომ არ მეუბნებოდნენ პირადად? პირდაპირი ვარ და საშინელი ენა მაქვს. ბოლობოლო, ქუთაისელი ვარ, მეტყოდნენ და მიიღებდნენ კარგ საფიჩხიურ პასუხს!
– გიგა, როგორც ვიცი, შენს შვილს, სანდროს, საკმაოდ კარგი მუსიკალური მონაცემები აქვს, თუმცა, სცენაზე არ ჩანს. დედა, მამა, ბიძა, ყველა, წარმატებულები ხართ შოუ-ბიზნესში და დავიჯერო, ეს მასზე არ მოქმედებს, გავლენას არ ახდენს? ამის წინააღმდეგი შენ ხარ თუ, თავად არ სურს დედ-მამის კვალს გაყვეს?
– სანდრო 14 წლისაა და ბავშვობიდან ძალიან კარგი მუსიკალური მონაცემები ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი გავაკეთე, ამ გზას ამცდარიყო და სცენაზე არ დამდგარიყო. თვითონაც შეგნებულად მოეკიდა ამას და ურჩევნია, სხვა პროფესია ჰქონდეს, იცხოვროს წყნარად და მშვიდად, არ იყოს ცნობადი ადამიანი და ბევრი თავისუფლება ჰქონდეს. კარგად სწავლობს, ორგანიზატორული ნიჭი აქვს, იდეებიც და ვფიქრობ, მომავალში კარგი ბიზნესმენი დადგება. ყველა ბავშვზე ახდა ჩემი წინასწარმეტყველება და რაღა საკუთარ შვილზე მიმტყუნებს? (იცინის). მის თვისებებს რომ ვუყურებ, მგონი, დედისა და მამის გენეტიკამ ერთად იყივლა (იცინის). მე და სანდრო კარგი მეგობრები ვართ. სხვათა შორის, ძალიან კარგი მზარეული ვარ და გურმანიც. ამაში მე მგავს. ნინო სამსახურიდან გვიან მოდის, ამიტომ, ყოველ საღამოს მე ვაკეთებ გემრიელ საჭმელს. ვსხდებით მე და სანდრო და კაცურად, გემრიელად ვვახშმობთ (იცინის). სანამ მე არ მოვალ, არ ჭამს, მელოდება, რომ ერთად ვივახშმოთ. ჩემთვის კი, დამღლელი დღის შემდეგ, სამზარეულოში ტრიალი ყველაზე კარგი განტვირთვაა. ასე რომ, გემრიელი ჭამა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
– წლების მატებასთან ერთად, ადამიანი საკუთარ ცხოვრებასაც აფასებ, ხდება არასასურველი ადამიანების ჩამოშორება, მომავლის სხვა კუთხით დაგეგმვა. ამ მხრივ, რა ცვლილებები მოხდა შენში? რა გადააფასე?
– ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა უნდა გადააფასო წარსულიც და მომავალიც. არასდროს მიცდია, ვინმეს ჩამოშორება და დაკარგვა, დასაკარგი და ჩამოსაშორებელი მეგობრები თვითონ, დრომ ჩამომაცილა. რაც წლები მომემატა, სპონტანურად, დაუფიქრებლად და ჩქარა, რაიმეს კეთებას ვერიდები. უფრო მეტს ვფიქრობ, სანამ ნაბიჯს გადავდგამ. ახლა, იცით რა ასაკში ვარ? 38 წლის.  მეგობრების ძიების პროცეში აღარ ვარ, ვინც შემომრჩა, მათთან ვგრძნობ თავს კარგად. და, იცით, რა პერიოდი დგას ჩემს ცხოვრებაში? როცა მინდა, დიდ მასშტაბებზე გავიდე, ბევრი ფული ვიშოვო, ოჯახის წევრები მყავდნენ კარგად და შვილს მივცე ისეთი განათლება, რომ პროფესიონალი დადგეს. ანუ, აქტიური მოქმედების პერიოდი დგას, როცა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო ყოველი წუთი.
скачать dle 11.3