კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 რაში უშლიდა ნინო ლეჟავა მეუღლეს ხელს და რატომ გადაწყვიტეს მათ ცალ-ცალკე ცხოვრება

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი ცოტა ხნის წინ აღმოსავლური ცეკვების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი, ნინო ლეჟავა და მისი მეუღლე, ბოდიბილდერი დათო შაპირო ერთმანეთს დაშორდნენ. როგორც ნინო ამბობს, ისინი ამ ეტაპზე ერთად აღარ ცხოვრობენ, თუმცა ყოველდღიური, ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა აქვთ.
ნინო ლეჟავა: ჩვენ დაქორწინებამდე 4 წელი მეგობრები ვიყავით. ახლაც ასე ვართ, უბრალოდ, წყვილი აღარ ვართ. მეგობრები ვართ და ვიქნებით სიცოცხლის ბოლომდე. დღე არ გავა მე და დათოს ერთმანეთთან კონტაქტი  არ გვქონდეს. დათოს აქვს ურთულესი პროფესია. ის არის შეჭიდებული ისეთ საქმეს, რომელსაც ბოდიბილდინგი ჰქვია. ვისაც ამასთან არ აქვს შეხება, შეიძლება ვერც მიხვდეს რაზე ვლაპარაკობ. ეს ყველაფერი მოიცავს უმკაცრეს დიეტას, 4 თვის განმავლობაში უნდა განიცადოს სერიოზული ტრანსფორმაცია – დროის მიხედვით კვება, ურთულესი ვარჯიში, რომელსაც ყოველდღიური რეჟიმი აქვს, საკვები მოზომილი, გაზომილი და ასე შემდეგ. ბოლო პერიოდში მე მას შევუშალე ხელი არა ნებით, არამედ უნებლიეთ. ყოველღამე მაქვს  შოუ-პროგრამები, მე უფრო ღამის ცხოვრება მაქვს. დათო კი არის ის პიროვნება, რომელიც ერთი წუთით არ მტოვებს უყურადღებოდ, ყოველთვის ჩემ გვერდით იყო, არის და იქნება. მიმიყვანდა ადგილზე, შემდეგ მელოდებოდა. დათოს ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, ვამჩნევდი, რომ მის განვითარებას ხელს ვუშლიდი. საერთოდ აცდენილები ვართ იმ კუთხით, რომ სხვადასხვა საქმეს ვემსახურებით, დღის და ღამის რეჟიმები არეული გვაქვს.
–  რას გულისხმობ ხელის შეშლაში?
– დათოს არ შეეძლო, რომ უყურადღებოდ დავეტოვებინე. ამაზე ძალიან ნერვიულობდა, რადგან ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად იღლებოდა – საკუთარ თავზე უფრო და უფრო დიდ პასუხისმგებლობას იღებდა. უკვე აღარ იფარგლება საქართველოს ჩემპიონატით. აქ არის მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონატები. ამ დროს ისინი იმხელა ჯაფას, ენერგიას დებენ თავიანთ საქმეში, რომ ქმრები, უბრალოდ, ალაგებენ სამოსს და ცალკე გადიან, 4 თვე აბსოლუტურად იზოლირებულები არიან. რადგან ეს ყველაფერი – ვარჯიში, კვება, ნერვულ სისტემაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. დათო ასწრებდა ყველაფერს, მაგრამ თავის საქმეს, პროფესიას ცოტა უკან იტოვებდა და უკმაყოფილებას ვატყობდი, ოღონდ, მხოლოდ  საკუთარი თავის მიმართ.
– შენ მიმართ უკმაყოფილობის გრძნობა არ ჰქონია?
– ჩემ მიმართ არასდროს ჰქონია, თუნდაც, წამოძახების მომენტი: ეს შენ გამო ხდება. უბრალოდ, ჩემ თვალწინ ხდებოდა მისი პროფესიული ზრდის შეფერხება. არავინ იცის, შეიძლება, შევრიგდეთ კიდეც. რეალურად არც გვიჩხუბია. უბრალოდ, ვუთხარი: მოდი, დათო, სანამ შენ ეს პროფესია გაინტერესებს, გიყვარს, მე ცოტა ხანი გაგერიდები, რომ სანერვიულო არ გქონდეს. მე არ მიყვარს ურთიერთობის დაძაბვა და ტრაგედიების შექმნა. იმდენად მშვიდად, წყნარად მივედით აქამდე, რომ ჩვენ გარშემო ყველა ამბობს: ესენი არ დაშორებულანო. მაინც რთულია: რადგან ზუსტად ვიცი, დათო ამ საქმეს არ დაანებებს თავს და არც მე დავანებებ ჩემსას.
– რაში უშლიდი ხელს?
– დათოს გადმოსახედიდან: მე ვარ ქალი, რომელსაც დიდი ყურადღება სჭირდება. რეალურად, მე არასდროს არავისგან მომითხოვია ზედმეტი არაფერი, თუ ისინი თავად არ გასცემდნენ. არც დათოსთვის მომითხოვია, უბრალოდ, თავად არის ასეთი პიროვნება. ყოველთვის ვეუბნებოდი: მე მივხედავ საკუთარ თავს, არავინ მომიტაცებს, თვითონ დავბრუნდები სახლში. მაგრამ ვერ ისვენებდა, იჯდა და მელოდებოდა. ეს მოქმედებდა მის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ბოლოს ერთად დავსხედით და წყნარად, ყოველგვარი ისტერიკებისა და ყვირილის გარეშე ვუთხარი: ჩვენ ახლა ასე უნდა მოვიქცეთ და შემდეგ დრო გვიჩვენებს, ვის რა გზით გვინდა წასვლა და, საერთოდ, რა გვინდა, დაბრუნება თუ წასვლა. შესაბამისად, არაფერი არ არის გამორციხული და ჯერ მეც არ ვიცი, რა იქნება. ეს იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, რომელიც დათოს სჭირდებოდა.  სიყვარული ვერასდროს იქნება ბედნიერი, თუ ვინმეს ხელს შეუშლი, რადგან თვითგანვითარება ყველას სჭირდება. არასდროს უთქვამს: შენი ცეკვის, შენი რეჟიმის გამო... უბრალოდ, მე ამას დათოს უთქმელად ვხედავდი. დათო ამას არასდროს შეიმჩნევდა, რადგან ძალიან უთქმელია.
– როგორი იყო თქვენი ქორწინების 2 წელი?
– ძალიან საინტერესო. ჩემმა მეუღლემ ბევრი რამე მასწავლა, სხვაგვარად დანახვა, გადაფასება... ტრანსფორმაცია მოახდინა ჩემში. დათო ჩემი პირველი მეუღლე იყო და ალბათ, უკანასკნელიც. ჩვენ ისეთი განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა, ამ 2 წელში ჩვენს თავზე იმდენმა რამემ გადაიარა, რასაც წყვილი 30-წლიანი თანაცხოვრების დროს ვერ გადის. ყველაფერი მოხდა ჩვენ შორის: იყო ჩხუბი, კამათი, შერიგება. გვიჩხუბია, ბევრ რამეში ვერ მოვსულვართ თანხვედრაში, მაგრამ ის მომენტი, რომ მე დათოსთვის ვერ გამეგო, ასეთი რამ არ ყოფილა. მე დათოსგან ვისწავლე სიყვარული, დათმობა, რადგან ჩვეულებრივი ჯიხვი ვიყავი. ასევე მიჭირდა სხვა ადამიანების მდგომარეობაში შესვლა და ეს დათოსთან ურთიერთობაში ვისწავლე. როცა ადამიანი გიყვარს, თურმე, რამდენ რამეზე შეგიძლია თვალის დახუჭვა, გაჩუმება. ძალიან ბევრ რამეში გამომზარდა, ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ის, რაც დასახვეწი იყო ჩემში, დახვეწა. ახლა უკვე წარმოუდგენელია, როგორ უნდა დაველაპარაკო მამაკაცს უხეშად, რაც ადრე მარტივად შემეძლო. დათომ უფრო დამარბილა. ქალურობამ, მზრუნველობამ უფრო მეტად გაიღვიძა ჩემში.
– ადრეც დაშორებულხართ?
– ერთხელ გვქონდა მსგავსი ისტორია. შეჯიბრების წინ წყალსაც არ სვამენ და ტვინია ამ დროს გადაკეტილი. ერთ დღეს ვთქვი: წავედი, დავიღალე შენი გაუთავებელი ვარჯიშით, სულ ნერვებზე ხარ-მეთქი. მაგრამ მაშინ ვნახე დათოს სისუსტე პირველად. ხომ ასეთი დიდია, მასიური, მაგრამ ვნახე, როგორია რეალურად. როცა მუხლებზე მომეხვია, შერიგება ითხოვა და ცოტა იტირა კიდეც. დათოც დარბილდა, ძალიან ვუყვარვარ და ამიტომაც მოიქცა ასე, თორემ ძალიან თავდაჭერილი, მკაცრი და მოზომილია. დასკვნების გამოტანა სხვის ცხოვრებაში ძალიან მარტივია. ბევრმა არც იცის, რას ნიშნავს, იყო ბოდიბლდერის მეუღლე ან რას ნიშნავს დათოსთვის, ჰყავდეს მოცეკვავე მეუღლე. ორივე ძალიან რთულ რაღაცას შევეჭიდეთ და ორივეს გვჭირდება ერთმანეთისთვის ხელშეწყობა, თუნდაც დაშორებით. შეიძლება, მე მივიდე იმ აზრამდე, რომ ჩვენი ურთიერთობა სხვანაირად გადავალაგო, ან დათო მივიდეს ამ აზრამდე. ეს პერიოდი გვაქვს გადაფასებისთვის, გადალაგებისთვის, მერე ვნახოთ. მე არ მინდა, ვინმეს ულტიმატუმი წავუყენო ან ვაიძულო, ისე მოქიცეს, რომ მე კომფორტი შემიქმნას.
– მაგრამ მის გვერდით ყოფნა გინდა.
– რატომ არ მენდომება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შეგვიძლია, 24 საათი ვიჭორაოთ. რომც აღარ გვერქვას ცოლ-ქმარი, მეგობრები მაინც ვიქნებით, რადგან მე ამ ადამიანს არასდროს დავკარგავ, ისევე როგორც ის არ დამკარგავს მე.
– დათოსთვის რთული იყო მოცეკვავე ცოლის ყოლაო. ეს როდესმე უგრძნობინებია?
– არა და ამისთვის დიდი მადლობა დათოს. როცა ახალ კოსტიუმს ვიკერავდი, უპირველეს ყოვლისა, მას ვაჩვენებდი და აფასებდა. დათოში ყველაზე მეტად ის მიყვარდა, რომ ჩემით მუდამ ამაყობდა და ახლაც ამაყობს. ჩემს შოუ-პროგრამასაც ხშირად დასწრებია. მისთვის არასდროს მიცეკვია, ისეთი დაღლილი მივდიოდი სახლში, მაგის თავი არ მქონია. შოუს ესწრებოდა ხოლმე, როგორც მაყურებელი და მისი გაბრწყინებული ცისფერი თვალები არასდროს დამვიწყებია. პირველად რომ მოვიდა, ძალიან ვინერვიულე. ვიფიქრე: ვინმეს რამე რეპლიკა არ ეთქვა ან რამე ფანტაზია არ გახსნოდა, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. დათო მშვიდად იყო, თუმცა თვალებში ემჩნეოდა სიხარულისა და სიამაყის ნაპერწკლები: ეს ჩემი ცოლია!
ნათია უტიაშვილი
скачать dle 11.3