კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2018 (114)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)

№15 როგორ გრძნობს მოსალოდნელ საფრთხეებს წინასწარ ბორის ბედია და რას სთხოვენ მას ქალები სოციალურ ქსელში

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

ბოლო პერიოდში, მომღერალი ბორის ბედია არსად ჩანს. ბევრს ეჭვიც კი გაუჩნდა, რომ  ბორისი უცხოეთში წავიდა და იქ აპირებს კარიერის გაგრძელებას. რეალურად, ის საქართველოში, თავს დაბლოკილად მიიჩნევს და ამბობს, რომ რამდენჯერაც უცხოეთში წასვლა დააპირა, გაითვალა. რატომ ვერ ააწყო მან პირადი ცხოვრება და რის გამო იყო ორი თვე შოკში, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ბორის ბედია: ცხოვრებაში გამიმართლა, რომ დავიბადე, ჯანმრთელობაშიც იღბალი მაქვს, მაგრამ წარმატებაში, მოვიკოჭლებ. იმედია, ეს წარუმატებლობა დროებითია და მალე გაივლის. მგონი, რაღაც დიდი წარმატების ტალღა მიახლოვდება, ამის წინ კი, ხომ იცით, სიმშვიდეა ხოლმე, ჰოდა, მეც მშვიდად ვზივარ და ველოდები, ტალღის დარტყმას (იცინის).

– არსად ჩანხარ, არც ტელეეკრანზე, არც სცენაზე და არც საზოგადოებაში. რასაც შენს დაზე, სოფო ბედიაზე, ვერ ვიტყვით. სად დაიკარგე?

– არ მიყვარს თავის ქება, მაგრამ, ბევრი უცნობი ადამიანი მაჩერებს ქუჩაში და მეკითხება, ვიზე ნაკლები ხარ, რატომ არსად ჩანხარო. მეც ვეუბნები: მე რატომ მეკითხებით, ჰკითხეთ შოუს პროდიუსერებს, ტელედებატების წამყვანებსა და კონცერტების ორგანიზატორებს-მეთქი. უბრალოდ, გული მწყდება – ხალხს ვუყვარვარ და რატომ არ უნდა მიმიწვიო ტელევიზიაში, რომ ჩემი აზრიც მოისმინო, დამაყენო სცენაზე, რომ ხალხმა მომისმინოს?
– მაინც, როგორ გგონია, რატომ არ გიწვევენ? მეგრელი ხარ, ამ კუთხის ხალხი კი, შანსიანები არიან. ეს თვისება შენ არ დაგყვა?
– მე ამაყი ადამიანი ვარ, თავმოყვარე და ვერავის შევეხვეწები, დამიძახე, გამომაჩინე-მეთქი. არ ვარ სკანდალური, არ მიყვარს ლანძღვა და რომც მიყვარდეს, კოლეგას ვერ გავლანძღავ. ვერც ჩემს თვზე მოვიგონებ სკანდალს, რომ ტელევიზიებმა ამის გამო მიმიწვიონ. მე მომღერალი კაცი ვარ და, ვინც ერთხელ მოისმინა ჩემი ნამღერი, დამეთანხმება, რომ ხმა და სმენა, მაქვს და ვისაც ხმა და სმენა არ აქვს და მაინც სულ წინა პლანზეა, აი სწორედ ასეთებს სჭირდებათ სკანდალი. ძალით ვერავის ვერაფერს ვაიძულებ. რაც შეეხება მეგრელობას, ისეთი დრო დადგა, ყველა გაცივდა, სიტყვიერად გპირდებიან და რეალურად, საქმე საქმეზე რომ მივა, განზე დგებიან. მოკლედ, ყველა თავისი თავისთვის არის.
– რა პროფესიის ხარ?
– გეოგრაფია-ტურიზმის მენეჯმენტი მაქვს დამთავრებული.
– საკმაოდ პოპულარული პროფესია გქონია, საქართველოში ტურიზმი ვითრდება. ამ კუთხით მუშაობა არ გიცდია?
– ჩემი პროფესიით ერთი დღეც არ მიმუშვია. დავამთავრე, დავდე დიპლომი სახლში და დღემდე დევს. მომღერალი ვარ, ადრე ვცეკვავდი და სულ ცეკვა-თამაშით დავამთავრე უნივერსიტეტი (იცინის). ნამდვილად ვერ ვიმუშავებ ჩემი პროფესიით, კლასიკა აქ არ უნდათ, ჩემი რეპერტუარით რესტორნებში ვერ ვიმღერებ და ვერც ვერავის დავუწყებ ხვეწნას. უცხოეთში მინდოდა წასვლა და გავითვალე, პირადი ცხოვრებაც ვერ ავაწყვე და მგონი, ჩემი კარიერული წარუმატებლობა და დაღმავალი პერიოდი, ჩემს პირადზეც უარყოფითად აისახა. ხშირად ყოფილა წარუმატებელი პერიოდები ჩემს ცხოვრებაში, თუმცა ფარ-ხმალს არ ვყრი, ვიბრძვი და ყოველთვის „გამოვმძვრალვარ“. სასოწარკვეთილებაში არ ვვარდები და ახლაც ველოდები, როდის მოვა, ჩემი მორიგი  წარმატების დრო.
– თქვი, უცხოეთში მინდოდა წასვლა და გავითვალეო. რა მოხდა, რეალურად რამ შეგიშალა ხელი?
– რამდენჯერმე მინდოდა, უცხოეთში კონკურსზე გასვლა, მაგრამ გათვალულივით, ხან რამ შემიშალა ხელი და ხან – რამ. თან, დარწმუნებული ვარ, გამარჯვების შანსი მაქვს. მგონი, საჭირო დროს, საჭირო ადგილას ვერ ვხვდები. ვხუმრობ ხოლმე, გიშერი ხომ არ დავიკიდო, თვალი არ მეცეს-მეთქი. თუ მიშველის, არ არის პრობლემა, ვიშოვი (იცინის). ფაქტია, ავი თვალი და მზერა არსებობს და ამის მეც მჯერა. ადრე, დაცდილი მქონდა, თუ კონკრეტულ ტანსაცმელს ჩავიცვამდი, ის დღე კარგად ჩაივლიდა. ახლა, ამას აღარ ვაქცევ ყურადღებას, სახლიდან რომ გავდივარ, ლოცვას ვამბობ და გულზე ჯვარი მაქვს დაკიდებული. ვიცი, ეს მიცავს. ნიჭიერი და წარმატებული ადამიანის შურთ და თვალავენ, თორემ უნიჭოს, მახინჯსა და გონჯს რად უნდა გათვალვა?
– ამბობენ, საკმაოდ განვითარებული ინტუიცია გაქვს და მოსალოდნელ საფრთხეებს წინასწარ გრძნობ. ასეა?
– ნამდვილად, ძალიან განვითარებული ინტუიცია მაქვს, წინასწარ ხშირად „გამირტყია“ მოვლენებისთვის – ვხვდები, საიდან მიახლოვდება საფრთხე, წარმატება თუ წარუმატებლობა. სიზმრების არ მჯერა, მაგრამ შინაგანად მოსალოდნელ საფრთხეებს ვგრძნობ. 21 წლის ვიყავი, როცა ყველაზე რთული პერიოდი დადგა ჩემს ცხოვრებაში, მამა გარდამეცვალა. მის ამქვეყნიდან წასვლას შინაგანად ვგრძნობდი – რაღაცნაირად ვშფოთავდი, ვბორგავდი. ვხვდებოდი, რაღაც ცუდი მელოდა და ახდა – წამში ხელში ჩამაკვდა. ეს ყველაზე დიდი დარტყმა იყო ჩემთვის. მთელი ორი თვე შოკში ვიყავი. დეპრესია და წარუმატებლობა ვერ დამამარცხებს და დამაგდებს, მაგრამ, მამის წასვლის შემდეგ ვხვდები, დიდი ძალა გამომეცალა. ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი დაუგეგმავად და გაუაზრებლად მოდის. არც მიყვარს დაგეგმვა – არც კარიერაში და არც პირადში. რაც მოსახდენია – მოხდება, ვინც მოსასვლელია – მოვა. ახლა, წლები რომ მომემატა, ვფიქრობ, ბევრი რამის შეცვლა შემეძლო და არ გავაკეთე. თუმცა, არაფერს ვნანობ. მე ვერ გავხდები „შემეტენე“ და „ლაქუცა“ ადამიანი და ამიტომაც, ვარ დაბლოკილი.
– ანუ, თავს დაბლოკილად მიიჩნევ?
– რა თქმა უნდა! რა, ახალი ამბავია ეს მომღერლებში და პირველად მე ვთქვი? პირში რომ გიცინიან, ზურგს უკან გბლოკავენ და მახეს გიგებენ. აი, ეს მაგიჟებს. რქებით კი „ვაწვები“ ცხოვრებას, მაგრამ ისინი „პადნოშკებს“ მიდებენ. იმედია, მოვა დრო და მიხვდებიან, თავის დანაშაულს. მე კი, უსამართლობაზე ვერ დავხუჭავ თვალს და ვერ გავჩუმდები, ვერ დავყრუვდები და დავმუნჯდები, იმისთვის, რომ სცენაზე და ტელევიზიით გამოვჩნდე.
– ესე იგი, როგორც კარიერაში, ისე სიყვარულშიც დაღმავალი პერიოდი გიდგას და ელოდები, როდის დაგატყდება თავს თავბრუდამხვევი გრძნობა?
– აბა, რა! ველოდები და მჯერა, რომ ერთ დღესაც გამოჩნდება ის ერთი და თავბრუს დამახვევს (იცინის). ხშირად ყოფილა, მგონია, მიყვარს და მერე აღმოჩნდება, რომ ამოვწურე ის ადამიანი. ჩემს ცხოვრებაში პლატონური სიყვარულიც ყოფილა და ცალმხრივიც. სერიოზულად კი, ჯერ არავინ მყვარებია, თუმცა „ჩასატკბარუნებელი“ სიყვარულები ბევრჯერ მქონია. დრო კია, ცოლი მოვიყვანო, თან, მეოჯახე ვარ და ძალიან მაგარი ქმარი ვიქნები, მაგრამ ესეც ბედის საკითხია. მე ბედისწერის მჯერა. თუ, ძალიან  შემიყვარდა, მივხვდი, მის გარეშე ვერ ვძლებ და ცოლად მოვიყვან, თან გადავყვები, სადილებს ვერ მოვამზადებ, მაგრამ საწოლში ყავას მივართმევ. აი, ქორწილისთვის წვერს ვერ მოვუშვებ, ჩოხას ვერ ჩავიცვამ და ეს ახლავე გაითვალისწინოს ჩემმა მომავალმა საცოლემ (იცინის). ზოგადად, ქალებისგან განებივრებული ვარ. სოციალურ ქსელში, ბევრი ქალი ისეთ რამეს მწერს, ჭკუიდან მშლის. მაგალითად, მეუბნება, სელფი გადაიღე და გამომიგზავნეო. ახლა, ვგავარ მე იმ მამაკაცს, რომ იპოზიორებს, სელფს გადაიღებს და უცხო ქალს გაუგზავნის?  გამოგიტყდებით და, ქართველმა ქალმა, შინაგანი ხიბლი დაკარგა, თორემ, სილამაზით, ნებისმიერ მამაკაცს მოჭრიან თვალს.
скачать dle 11.3