კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 როგორ გამოვაჩინოთ პატარა მკერდი სავსე და მიმზიდველი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

ბევრ ქალს, პატარა მკერდის კომპლექსი აქვს. თუმცა, უამრავ ადამიანს აქვს პატარა მკერდი, მაგრამ ეს ხელს არ უშლით, იყვნენ სექსუალურები და მიმზიდველები. ზოგადად, მკერდი, ზრდას აგრძელებს 21 წლამდე. მკერდის ზრდას ხელს უწყობს ბოსტნეული და ხილი. ასევე, მიიღეთ დიდი ოდენობით წყალი და ხშირად, გაავარჯიშეთ მკერდის კუნთები აზიდვებით.
ვარჯიში –  ვარჯიში ყველაზე იაფი და ეფექტური გზაა მიზნის მისაღწევად. ამუშავეთ მკერდის კუნთები. ყოველდღიურად რამდენიმე აზიდვის გაკეთება, ხელს შეუწყობს კუნთების მუშაობას, მკერდს კი, უფრო მრგვალსა და მკვრივს გახდის.
შეარჩიეთ სწორად ბიუსტჰალტერი – ატარეთ ზუსტად თქვენი მკერდის ზომის ბიუსტჰალტერი. დიდი ზომის ბიუსტჰალტერი, საკმაოდ ცუდად გამოიყურება. თუ მკერდის დიდი ზომის გამოსაჩენად სილიკონის ღრუბლებს ან სპეციალურ საფენებს ხმარობთ, შეავსეთ ბიუსტჰალტერი გვერდიდან ცენტრისკენ, რათა მაქსიმალურად ასწიოთ მკერდი.
ტანსაცმელი – შეარჩიეთ ფართო სამოსი. ტანზე მომდგარი, კიდევ უფრო გაუსხვამს ხაზს მკერდის ზომას. თავისუფალი და ფართო მაისურები, ნაკლებად ამახვილებს ყურადღებას მკერდზე. ღია ფერის ტანსაცმელი მკერდს უფრო დიდს აჩენს, მუქი ფერისა კი, აპატარავებს. ღია ფერის ზედატანი და მუქი შარვალი ან ქვედაკაბა, უფრო პროპორციულად წარმოაჩენს მკერდის ზომას. მუქი შარვალი და ჰორიზონტალურხაზებიანი ზედატანი კი, თეძოებს უფრო ვიწროს, მკერდს კი, უფრო დიდს გამოაჩენს. ღრმა დეკოლტე, მკერდის ზომას ვიზუალურად აპატარავებს, ამიტომ, თუ პატარა მკერდი გაქვთ, შეარჩიეთ მაისურები შედარებით დახურული ყელით.
ასევე, არსებობს ხალხური მეთოდები, რომელიც მკერდის ზომაში ზრდას უწყობს ხელს:
* კომბოსტო – მოზარდობის პერიოდში უმი კომბოსტოს ხშირი ჭამა ხელს უწყობს მომავალში მკერდის ზრდას.
* კაკალი და თაფლი – ყველაზე გემრიელი ხალხური მეთოდი მკერდის გასაზრდელად არის თაფლიანი კაკალი. ამოავლეთ კაკალი თაფლში და ჭამეთ, ორ-ორი ცალი ლებანი დღეში სამჯერ.
* მარწყვის ფოთლები და რძე – ნახევარ ლიტრ წყალს დაამატეთ ნახევარი ლიტრი ნატურალური რძე, ჩაყარეთ 10 ცალი ახალი მარწყვის ფოთოლი და აადუღეთ. სვით, როგორც ჩაი, დღეში 2-3 ჯერ.
* ყვითელი კოჭა და რძე – ადუღებულ რძეში გახსნილი ნახევარი სუფრის კოვზი ყვითელი კოჭა სვით ორი თვის განმავლობაში, დღეში ერთხელ, ჭამამდე.скачать dle 11.3