კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 რა მაგიური ძალა აქვს ქარვის ყელსაბამს და როდისაა ქარვა სახლისთვის „ენერგეტიკული ფარი“

თათია ფარესაშვილი ნანა წერეთელი

ქარვა – მინერალი, რომელიც გამოირჩევა: მინიატურული ზომით, გამჭვირვალე სტრუქტურითა და ფერთა გრადაციით – ყვითლიდან მუქ ყავისფრამდე, არც მეტი არც ნაკლები, წიწვოვანი მცენარეების გაქვავებული ფისია და ყველაზე მეტად გავრცელებულია ბალტიისპირეთის სანაპიროებზე. ეს შეიძლება, ამოიკითხოთ ნებისმიერ ენციკლოპედიაში. თუმცა, პირადად მე, და ალბათ, სხვა ბევრსაც, ქარვის ხსენებაზე, ადრე და განსაკუთრებით სოფლებში, მრავალგზის ნანახი სურათი ახსენდება: თაფლისფერი თუ მზისფერი, მსხვილი, ოვალური მძივების ასხმულა, ბავშვის აკვნის ხარიხაზე რომ კონწიალობს ყოველი გადარწევისას... და იცით, რატომ? – ნატურალური ქარვის უნიკალური თვისებების გამო. ის პოპულარულია როგორც სამკურნალო თვალსაზრისით, ასევე, ფართოდ გამოიყენება საიუველირო-დეკორატიული ხელოვნების დარგში და ამ ყველაფერთან ერთად, აქვს მაგიური ძალა, რაც უამრავი პრობლემის გადაწყვეტაში ეხმარება ადამიანს. თუ რა ძალაა და როგორ უნდა მოვმართოთ ის ჩვენს სასარგებლოდ, ამას აგვიხსნის მინერალოლოგი და ეზოთერიკოსი, ბატონი გოგი.
– ქარვა მაგიური ქვააო – ანუ ეს მზისფერი მინერალი, შეიძლება, ჯადოსა თუ სხვა ბნელი საქმეებისთვისაც გამოიყენონ?

– სწორედ რომ მზის შეფერილობის ეს ფერადი ქვა – მზესავით თბილი და მაცოცხლებელი, მართლაც მაგიურია, ოღონდ სამყაროში ერთადერთი, რომელიც შავ მაგიაში არ გამოიყენება. ბუნებამ თავიდანვე და სამუდამოდ, შექმნა ქარვა მაგიური და სამკურნალო თვისებების ქვად, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის სასარგებლოდ. ამას მასზე არსებული ლეგენდებიც მოწმობს, რომელთაგან ორ ვერსიას გამოვყოფდი. პირველის მიხედვით, თურმე ადრე, ორი მზე არსებობდა. მათგან, ერთი ისეთი მძიმე ამოჩნდა, რომ დატვირთვას ვეღარ გაუძლო, ზღვაში ჩავარდა და ისე წვრილად დაიმსხვრა, მისი ნაწილაკები დღემდე გამოაქვს ტალღებს სანაპიროზე. მეორე ლეგენდა კი, ირწმუნება, რომ ქარვის მარცვლები ზღვაში ჩავარდნილი მზის ნამსხვრევები კი არა, ძმის დაღუპვით დამწუხრებული მზის ქალიშვილის ცრემლებია...
– ესე იგი, ციდან მოვლენილი სასწაულია?
– სასწაულია თუ არა, ამის განსაზღვრა თქვენთვის მომინდვია. მხოლოდ მოგახსენებთ, რომ: სამკურნალოა, რადგან აქვს ბაქტერიოციდული თვისებები; არაჩვეულებრივი სამშვენისია სამკაულებისთვის, რადგან თვალისმიმტაცი შეფერილობისა და მიზიდულობისაა და ასევე, ამ გაქვავებული ფისისგან აქანდაკებენ ორიგინალურ დეკორატიულ ელემენტებსაც... ერთი სიტყვით: ის კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა და ბედნიერების სიმბოლოა. ამიტომაცაა, რომ ქარვის მარცვალი, უძველესი დროიდან მოყოლებული დღემდე, გამოიყენება მაგიაში, როგორც უდიდესი პოტენციალის თილისმა და ამულეტი. ქარვის ყელსაბამი ამაღლებს ადამიანის ენერგეტიკულ პოტენციალს, ამდიდრებს ფანტაზიას და სტიმულს აძლევს მას ახალი აღმოჩენებისა და წამოწყებებისთვის. შორს არ წავალ და საკუთარ მაგალითზე გეტყვით: შევისწავლე რა მინერალოგია, გადავწყვიტე, როგორც სამკურნალო საშუალება, თანაც ძალიან ლამაზი, მეუღლისთვის ქარვის ყელსაბამი მიმერთმია საჩუქრად. მით უმეტეს, რომ სწორედ იმ პერიოდში ჩიყვის პრობლემები დაუდგინეს. მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ და სამკურნალოზე მეტად, მისი მაგიური ძალა გამოადგა. მოკლედ, საქმე ასე იყო: ჩემი ცოლი ერთ-ერთ სოლიდურ კომპანიაში, გასაუბრებაზე გახლდათ დაბარებული საკმაოდ პრესტიჟული პოზიციის ვაკანსიასთან დაკავშირებით. წასვლისას ჩათვალა, რომ მის კლასიკურ ჩაცმულობას ქარვის ყელსაბამი არ მოუხდა და მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ეკეთა, იმწუთსავე, უყოყმანოდ მოიხსნა. არ გასულა ნახევარი საათიც და აღელვებული მირეკავს: სასწრაფოდ მომიტანე ქარვის ყელსაბამიო. ისეთი კატეგორიული იყო, მიზეზი არც მიკითხავს და რომ იტყვიან, თვალის დახამხამებაში იქ გავჩნდი. აღმოჩნდა, რომ მარინამ (ჩემმა მეუღლემ) სახლიდან გასვლისთანავე, რაღაც აფორიაქება იგრძნო. ადგილზე მისვლისას კი, როცა ვაკანსიის მომლოდინე კანდიდატებსაც გადახედა, დაუძლეველი შიში დაეუფლა. ვეღარც აზრებს უყრიდა თავს და საკუთარი თავის რწმენაც დაკარგა. ისეთ მდგომარეობამდე მივიდა, ის იყო, უკან გამობრუნებას აპირებდა, რომ, უნებლიეთ, ჩვეული მოძრაობა გააკეთა და ხელი ყელისკენ წაიღო, ყელსაბამის ქარვის ცრემლები რომ თითებით ეთამაშებინა – უცებ გაშეშდა... ალბათ, მიხვდით, რაც გაიფიქრა, რადგან უკვე მოგახსენეთ, რომ ყელსაბამი მიმატანინა. შედეგი კი, წარმოუდგენელი დადგა. ისეთი თავდაჯარებული შევიდა გასაუბრებაზე, რომ იმ დღეს ხომ უკონკურენტო აღმოჩნდა, შემდეგ, მალევე დაწინაურდა და დღესაც იმ ფირმაში მუშაობს საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე.
– ქარვის ფერებს თუ აქვს მნიშვნელობა?  
– საერთოდ, ბევრი ქალი აღნიშნავს ფერადი ქვების ძლიერ გავლენას მათ ემოციურ ფონზე. ყავისფერით გაჯერებული ქარვის მინერალისგან დამზადებული სამკაული შესანიშნავი ინსტრუმენტია ინტუიციის გასაძლიერებლად. პატარა ბეჭედი, ყვითელი ქარვის თვლით, ახალგაზრდა ქალის მხნეობისა და სიმშვიდის თილისმაა. ორსული ქალისთვის კი, ქარვის მძივი მშვიდობიანი მშობიარობისა და ჯანმრთელი ბავშვის გაჩენის უტყუარი გარანტია. ასევე, აუცილებელია, ახალნამშობიარებმაც, განსაკუთრებით პირველ თვეებში, ყელიდან არ მოიხსნას ქარვის მძივი, რომ მისი რძე საღი და ნოყიერი იყოს ახალშობილისთვის. ასე რომ, ქარვა ცხოვრების პირველივე წუთებიდან გახლდათ ჩვენი წინაპრების თანამგზავრი და ზოგან დღესაც ასეა, სადაც ბავშვს ჯერ კიდევ აკვანში ზრდიან. ჩვილს თავთან აუცილებლად უკიდია ქარვის მძივი, რომ ავი თვალისა და ჯადოსგან იხსნას. ამავე დროს ქარვის მაგიურობა ბავშვის ხასიათსაც სწორად აყალიბებს და პოზიტიურ უნარ-ჩვევებსაც სძენს.
– ამ მინერალის უწმინდური ძალისგან გამწმენდ თვისებებზე რას გვეტყვით?
– ქარვას აქტიურად იყენებენ სახლის უარყოფით ენერგიასთან საბრძოლველად. ღამეული კოშმარებისა და ავი სულების განსადევნად, საუკეთესო საშუალებაა უხეში, დაუმუშავებელი ქარვის ქვების ბალიშის ქვეშ დალაგება. გაქვავებული ფისისგან შექმნილი ფიგურები თუ დეკორატიული საყოფაცხოვრებო ნივთები კი, შეგიძლიათ, გამოიყენოთ როგორც „ენერგეტიკული ფარი“ მეხისა და ხანძრის წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებითაც გავიხსენებ ერთ ამბავს. ჩემს სოფელში და არცთუ დიდი ხნის წინ, ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ უბანში, ერთი მარტოხელა მოხუცის სახლს, შუაღამისას ცეცხლი გაუჩნდა. ამბობენ, ღუმელთან ჩაეძინა და იქიდან გადმოვარდნილი ნაკვერჩხალი ხალიჩას დაეცაო, რისგანაც მალევე უზარმაზარი ცეცხლი ავარდა. ის მოხუცი ხომ ვერ გადაარჩინეს და ამას ისიც დაერთო, რომ საშინელი ქარი ამოვარდა. ცეცხლი მეზობელ სახლებზეც გადავიდა და თითქმის გამოუვალი სიტუაცია შეიქმნა. სწორედ იმ დროს, როცა ხანძრის კერიდან უკვე მესამე სახლსაც მისწვდა ალი, ქარიშხალმა ისე მძლავრად დაუბერა, აივანთან ახლო მდგარი ხმელი ბლის ხე შიგ ძირში გადაამტვრია. ხის ტანი კი აივანზე დავარდნილ ალმოდებულ ძელს ისე დაეცა, რომ ცეცხლი ჩააქრო. თითქოს ამას უცდიდაო, კოკისპირული წვიმაც წამოვიდა... იმ ღამით ის სახლიც გადაურჩა დაწვას და მთლიანად ხანძრის ჩაქრობაც მალე მოხერხდა. იცით, რატომ მოვყევი ეს ყველაფერი? – სწორედ იმ აივნის მიმდებარე ოთახში ჰქონდა სახლის პატრონს ქარვის დეკორატიული ფიგურების კოლექცია. უხუცესებმა მაშინვე თქვეს, ქარვის ძალამ გადაარჩინა ეს სახლიო. დაბოლოს, რადგან ცეცხლი ვახსენე, იმასაც გეტყვით, რომ ქარვა კარგად იწვის და ამ დროს სასიამოვნო სურნელსაც აფრქვევს. აქედან გამომდინარე, არსებობს რიტუალი, როცა ქარვის კვამლს ახალდაქორწინებულებსა და მათ საცხოვრებელს ირგვლივ შემოატარებენ, რათა მათ ურყევი ცოლქმრული კავშირი და შვილის მალე შეძენა უსურვონ.
скачать dle 11.3