კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 როგორ გააპროსაბჭოურა სტალინმა თითქმის მთელი ევროპა

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

სტალინის ეშმაკობასა და პოლიტიკურ შორსმხედველობაზე ერთნაირად წერენ როგორც მისი მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები. საბჭოთა ბელადი, ყველა თავის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საბჭოეთის კეთილდღეობიდან გამომდინარე იღებდა. ზოგს ეს სამართლიანად მიაჩნია, ზოგსაც კი – სისასტიკედ, თუმცა ფაქტია, რომ სტალინის ყველა პოლიტიკურმა ქმედებამ მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერა საბჭოთა კავშირი და ამას წყალი არ გაუვა.  ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „მიუხედავად იმისა, რომ მეოცე საუკუნის მსოფლიოს ოფიციალურ ისტორიაში, ისევე როგორც ისტორიულ ქრონოგრაფიაში, საკმაოდ ფართოდაა გაშუქებული სტალინის, რუზველტისა და ჩერჩილის ერთმანეთთან კონტაქტები, სტალინს, ასევე, ინტენსიური კომუნიკაციები ჰქონდა ჰიტლერთან. მართალია, მათი შეხვედრები არასდროს დაფიქსირებულა კინო- და ფოტოობიექტივებით, თუმცა ამის დამადასტურებელი მრავალი საბუთი არსებობს საიდუმლო არქივებში (სხვათა შორის, ეს საბუთები დღემდე საიდუმლო გრიფს ატარებს და როდის მოხდება მათი გამომზეურება, უცნობია). დიდი ევროპული პოლიტიკის შუაგულში მოხვედრილი სტალინი, როგორც ნორმალური, საღად მოაზროვნე ადამიანი, აბსოლუტურად სწორად აფასებდა მაშინდელ რეალობას და ცდილობდა, საჩვენოდ (საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ) შემოეტრიალებინა სიტუაცია. ამიტომ, ის (სტალინი) ეკონტაქტებოდა როგორც ბრიტანეთსა და საფრანგეთს, ასევე ფაშისტურ გერმანიასაც და ამაში ცუდი არაფერი იყო. ეს ახლა (ლაპარაკია მეოცე საუკუნის 90-იანი წლების მიწურულზე) წამოყვეს თავი ყველა ჯურის ვაიდემოკრატებმა და სტალინს ფაშისტებთან ბინძურ ალიანსში ადანაშაულებენ, რაც სასაცილოა. მაშინ კი, ეს იყო დიდი პოლიტიკის ნაწილი და სტალინმა სიტუაცია მშვენივრად გამოიყენა. მას კომინტერნის გაუქმებაც კი მოუწია, რათა პოლიტიკურად მოეგო“.
კომნიტერნთან, ანუ კომუნისტურ ინტერნაციონალთან დაკავშირებული ისტორია ძალიან საინტერესოა და სტალინის გენიალურ პოლიტიკოსობაზე მეტყველებს. საბჭოთა ბელადმა ლენინის მიერ შექმნილი ეს ორგანო, ფაქტობრივად, ორჯერ გააუქმა და ორჯერვე ეს თავისი მოკავშირეების „საამებლად“ გააკეთა. პირველად 1938 წელს, მეორედ კი – 1943 წელს.
ლენინის მიერ ორგანიზებული კომინტერნი წარმოადგენდა პროფესიონალ რევოლუციონერთა საერთაშორისო ორგანიზაციას. მისი მთავარი ამოცანა იყო დედამიწაზე მსოფლიო რევოლუციის  გაჩაღება. მასში სხვადასხვა ქვეყნისა და ეროვნების ადამიანები შედიოდნენ. ეს ორგანიზაცია თანაბრად საშიში იყო როგორც ნაციონალ-სოციალისტი ჰიტლერისთვის, ასევე კაპიტალისტ ანგლო-საქსებისთვისაც. კომინტერნელების იდეოლოგია ეწინააღმდეგებოდა როგორც უკიდურეს ნაციონალიზმს, ასევე მსოფლიო კაპიტალს და საბჭოეთში იმიტომ გაიდგა ფესვები, რომ ამ უზარმაზარ ქვეყანაში უამრავი ეროვნებისა და რელიგიის ადამიანები იყვნენ გაერთიანებულები ერთი დროშის ქვეშ. სტალინს კი, დაასრულა რა ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია და ქვეყანა სამხედრო მრეწველობის რელსებზე გადაჰყავდა, სჭირდებოდა თანამედროვე ტექნოლოგიები. ასეთ ფუფუნებას არანაირი ხარჯების სანაცვლოდ არ იძლეოდნენ ანგლო-საქსები. ამიტომ საბჭოთა ლიდერმა მანევრი გააკეთა და ჰიტლერთან ფარული მოლაპარაკების შედეგად, 1938 წელს კომინტერნი (კომუნისტური ინტერნაციონალი) ფაქტობრივად. დაშალა, სამაგიეროდ, ჰიტლერის სამხედრო ინდუსტრიის მოწინავე ტექნოლოგიები მიიღო. მოლოტოვი იხსენებდა: „1938 წელს კომინტერნი ცდილობდა, რომ სტალინისთვის საკუთარი აზრები მოეხვია და მას ჰიტლერის წინააღმდეგ მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებდა. ეს ფანატიკოსები, ფაქტობრივად, დროში იყვნენ ჩარჩენილები და თანამედროვე რეალობას ფეხს ვერ უწყობდნენ. სტალინი ერთ-ერთ შეკრებაზე გააკრიტიკეს კიდეც და მას ჰიტლერთან ფარულ ალიანსშიც დასდეს ბრალი. ალიანსის რა მოგახსენოთ, ეს მოჩვენებითი იყო, გარიგება კი მართლაც შედგა. მე და რიბენტროპმა ვილაპარაკეთ და სტალინს გადავეცი, რომ ფიურერი (ჰიტლერი) შეშფოთებულია კომინტერნის მოღვაწეობით, რომელიც გერმანიისადმი მტრულადაა განწყობილი და სამწუხაროა, რომ ის მოსკოვშია დამკვიდრებულიო. კომინტერნს საკუთარი თავი ყველაზე მაღლა წარმოედგინა და სტალინიც კი გააკრიტიკეს, რაც არასწორი იყო. სტალინს რომ ჰიტლერის სიტყვები გადავეცი, მან თავი გააქნია და მითხრა:
– ილიჩის (ლენინის) შექმნილი კომინტერნი სულ სხვა იყო. ესენი კი საკუთარ თავს ძალიან დიდ უფლებებს ანიჭებენ. მათ ვერ შეუგნიათ, რომ მსოფლიო რევოლუცია ასე არ ხდება და იმ ცეცხლში დაიბუგებიან, რომლის აგიზგიზებასაც აპირებენ. გარდა ამისა, მათ  რიგებში არაერთი ჯაშუში და პროვოკატორია.
სხვათა შორის, კომინტერნს უკვე „ჩეკა“ აჯდა კუდზე და მართლაც არა ერთი ჯაშუში გამოაშკარავდა და დაისაჯა. სტალინმა კი, ფაქტობრივად, შეაჩერა ამ ორგანიზაციის მუშაობა და ჰიტლერმა, სანაცვლოდ, მას სამადლობელი ბარათიც კი გამოუგზავნა “.
მოლოტოვი გვერდს უვლის იმ ფაქტს, რომ კომინტერნის მუშაობის შეჩერებით ჰიტლერს, ფაქტობრივად, აღარ ჰყავდა აქტიური ევროპული ოპოზიცია. ყოფილი საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე, არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ კომინტერნის სანაცვლოდ, სტალინმა მოწინავე გერმანული სამხედრო ტექნოლოგიები მიიღო. მათი სპეციალისტები საბჭოეთს სტუმრობდნენ და ადგილობრივ კადრებს ასწავლიდნენ, თუ როგორ უნდა ეწარმოებინათ ისეთი ჯავშანი, რომელსაც გერმანული იარაღი ვერ ხვრეტდა. მრავალი სამხედრო-ტექნოლოგიური სიახლე გაუმხილეს საბჭოთა ინჟინრებს გერმანელებმა, სულ რაღაც სამიოდე წლის მერე კი, ეს ყველაფერი თავად ფაშისტების წინააღმდეგ გამოიყენეს და სტალინის პოლიტიკურმა ნაბიჯმა ერთხელ კიდევ გაამართლა.
კომინტერნი ჰიტლერთან ომის დაწყებისთანავე აღდგა. თუმცა, მხოლოდ ორი წელი იარსება და 1943 წლის 15 მაისს სტალინმა  ის ოფიციალურად დაიშალა. ამით საბჭოთა ბელადმა უკვე ანგლო-საქსების წინაშე გამოიჩინა ლოიალობა, მიანიშნა, რომ არანაირი მსოფლიო რევოლუცია არ იგეგმებოდა კაპიტალისტების წინააღმდეგ... ამ ნაბიჯის შემდეგ საბჭოეთის დახმარება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააორმაგა. მოგვიანებით კი, მოკავშირეებმა უკვე მეორე ფრონტიც გახსნეს ევროპაში.
სტალინი, თავის ფანატიკოს კოლეგა-რევოლუციონერებისგან განსხვავებით, ყოველთვის ფაქიზად ეკიდებოდა მსოფლიო რევოლუციის საკითხს და არასდროს მიდიოდა მწვავე კონფრონტაციაზე მოწინავე ქვეყნების ლიდერებთან. თუმცა, გულის სიღრმეში ამ იდეის მატარებელი იყო. თანმიმდევრულად ახორციელებდა მას და სვლას სვლაზე აკეთებდა. სწორედ ამის შედეგი იყო თითქმის მთელი ევროპის გაპროსაბჭოურება.
скачать dle 11.3