კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 რატომ კარგავენ მამაკაცები მოფერების სურვილს

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე



ქალები ხშირად წუხან, რომ დროთა განმავლობაში, მათ პარტნიორ მამაკაცებს ეკარგებათ მოფერების სურვილი, ცივები და პრაგმატულები ხდებიან. თითქოს, გაურბიან კიდეც. არსებობს რამდენიმე მიზეზი, რაც მამაკაცს აიძულებს, ნაკლებად დაკავდეს სიყვარულით, თუნდაც, ერთ დროს ძალიან საყვარელ ქალთან.  
დროთა განმავლობაში, ბევრი მამაკაცისთვის სიყვარული და ფლირტი უკანა პლანზე იწევს და ადგილს სოციალურ მიღწევებს  უთმობს ან, თუნდაც, ჰობის. თანამედროვე ცხოვრება ხომ ნაირნაირი სიამოვნებების დიდ ასორტიმენტს გვთავაზობს. მამაკაცს ცნობისმოყვარეობა აიძულებს, რაღაც ახალი გასინჯოს.
ერთი სიტყვით, სიყვარულს კონკურენტებიც საკმაოდ ჰყავს. ქალებს მოსწონთ საპირისპირო სქესის სწრაფვა სოციალური წარმატებისა და მატერიალური მიღწევებისკენ.  უბიძგებენ კიდეც პარტნიორს ამისკენ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ამ პროცესს მეორე მხარეც აქვს: კაცები სამსახურში ზედმეტად დიდ დროს ატარებენ,  საღამოს მათ მხოლოდ იმისთვის ჰყოფნით ძალა, რომ ივახშმონ. ყველაფერი ერთად არ გამოდის. ამას უნდა შეეგუოთ. მამაკაცს, უბრალოდ, არ შეუძლია წარმატების მიღწევა ყველა სფეროში ერთად.
ბოლოს და ბოლოს, მათ ხანდახან ნამდვილად სტკივათ თავი და  განმარტოვება უნდათ. ამას თავის პლუსიც აქვს: შეგიძლიათ, თქვენ ეს დრო საკუთარ თავს დაუთმოთ და მას კი, მისცეთ საშუალება, რომ მოენატროთ.

მამაკაცები ცდებიან

მამაკაცები ხშირად ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ ქალების სურვილების შესახებ ყველაფერი იციან. მცდარია მათი აზრი იმის შესახებაც, რომ ქალებს მხოლოდ ძვირფასი საცვლები, საიუველირო ნაწარმი, კრუიზი ან სხვა მსგავსი ფუფუნება სჭირდებათ.  გამოკითხეთ ქალები და ნახავთ, რომ მათი სურვილები ძალიან რომანტიკული და არამატერიალური აღმოჩნდება. მაგალითად:
* ძალიან ბევრ ქალს უნდა, რომ მამაკაცმა თვალები აუხვიოს და ისეთ ადგილას წაიყვანოს, სადაც სასიამოვნო სიურპრიზი ელოდება.
* მიუძღვნას ლექსი ან სიმღერა;
* რაც შეიძლება ხშირად უთხრას, რომ ის ყველაზე მშვენიერია მათ შორის, ვინც კი ოდესმე შეხვედრია;
* საკუთარი ხელით მოუმზადოს გემრიელი ვახშამი, ან მოუდუღოს ყავა;
* გაუგზავნოს რომანტიკული წერილი ელექტრონული ფოსტით ან ღია ბარათი;
* კოცნით გააღვიძოს და საუზმე საწოლში მიართვას;
* როცა სცივა, საკუთარი პიჯაკი შესთავაზოს;
* სამსახურში გაუგზავნოს თაიგული ან შოკოლადის ნაკრები.
P.S.  ჩამონათვალი  კიდევ უფრო გრძელი შეიძლება იყოს. იყავით უფრო რომანტიკულები. მაშინ უფრო ადვილად მიხვდებით, რა უნდა თქვენს საყვარელ ქალს.

გაუფრთხილდით
 მამაკაცს


მამაკაცებს უნდა მოვუფრთხილდეთ და გავუფრთხილდეთ – რატომ? იმიტომ რომ ზუსტად ასევე მოგვექცნენ ჩვენც. ზოგადად, ყოველთვის და ყველაფერში მუშაობს ბუმერანგის პრინციპი – რასაც გასცემ, უკანაც ზუსტად იგივე დაგიბრუნდება. მეტად თუ ნაკლებად – ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ჩვენი მზრუნველობა შედეგზე ორიენტირებული იყოს. მაგალითად, ვიფიქროთ მის ჯანმრთელობაზე – შევთავაზოთ პროდუქტი, რომელიც მისთვის სასარგებლო იქნება. თან ავუხსნათ, რისთვის არის ეს ყველაფერი საჭირო. ამერიკელმა მედიკოსებმა დაადგინეს, რომ მამაკაცებს განსაკუთრებული კვება და პროდუქტი სჭირდებათ. თუ კაცი გასუქდება და ჭარბ კილოგრამებს დააგროვებს, მის პარტნიორსაც აუცილებლად გაუჩნდება წონის პრობლემა. ამას „პულსაციის ეფექტი“ ჰქვია. ამიტომაც, გამოკვებეთ თქვენი საყვარელი მამაკაცი ხილით, ხშირად მიართვით ნიგოზი და რძის პროდუქტები. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მამაკაცებს გაცილებით ხშირად აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, რისი პრევენციაც მხოლოდ სწორი კვებით არის შესაძლებელი.
მამაკაცი ფიზიკურად ძლიერია, მაგრამ ეს სიძლიერე მის ხასიათსა და ნებისყოფაზე იშვიათად ვრცელდება. მამაკაცები ხშირად სუსტები და დაუცველები არიან. ისინი ისე ებღაუჭებიან ქალებს, როგორც თავიანთ გადამრჩენებს. ნუ ეტყვით უარს, იყოთ მისი მაშველი რგოლი. ის ამას დააფასებს და თქვენგან არსად წავა.

იყო ქალი
ხელოვნებაა

იყო ქალი – ხელოვნებაა. ამას ამბობდნენ ის ქალები, რომლებსაც კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული საკუთარი სქესის მომხიბვლელი მხარეები. თითოეულ   ქალს თავისი ხრიკი, განსაკუთრებული შარმი და ხიბლი აქვს. უნდა შეძლო   და ღრმად ჩასწვდე ქალის ბუნებას. მით უფრო, როცა თავად ხარ ქალი და   ყოველთვის უნდა გახსოვდეს:  ნამდვილი ქალი უნდა იყოს მავნე და კაპრიზული.
ასაკი ქალისთვის არ არის ყველაზე მთავარი: ის შეიძლება, იყოს მომაჯადოებელი 20 წლის ასაკში, მიმზიდველი – 40-ის და დარჩეს განუმეორებელი შარმის მქონედ სიცოცხლის ბოლომდე.
გაითვალისწინეთ:
ხელები ქალის სავიზიტო ბარათია, ყელი – მისი პასპორტი, ხოლო მკერდი – ვიზა,    რომელიც თითქმის ყველა დაკეტილ კარს აღებს.
ფეხსაცმელზე ზრუნვა არასოდეს არის გადაჭარბებული.  ნუ დაუჯერებთ თქვენს პარტნიორ მამაკაცს, რომელსაც მიაჩნია, რომ უკვე ძალიან ბევრი ფეხსაცმელი გაქვთ. ქალის ელეგანტურობის რეალური მტკიცებულება არის ის, რაც მას  ფეხზე აცვია. ფეხსაცმელი თქვენი გამომეტყველებისა და სხეულის ტრანსფორმაციას ახდენს. მას აჰყავხართ მაღლა, როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად.
ნუ ჩაუღრმავდებით ტრენდებს. ნუ მისცემთ უფლებას მოდას, იბატონოს თქვენზე. თავად გადაწყვიტეთ, ვინ ხართ და რა გსურთ გამოხატოთ თქვენი სამოსითა და ცხოვრების წესით. რაც მოდაშია, ყოველთვის კარგი არ არის. ნუ დაემსგავსებით მანეკენს, რომელსაც შემთხვევით  შემოახვიეს სამოსი.
ყოველი შეჭმული ლუკმა პირში 2 წუთი რჩება, კუჭში – 2 საათი, ხოლო თეძოებში – 2 თვე.
იყო ელეგანტური, არ ნიშნავს, იყო პომპეზური, გამომწვევი და ვულგარული. ზომიერების გრძნობამ არ უნდა გიღალატოთ.
„აქსესუარების არჩევისას, მოიხსენით ის, რაც ბოლოს გაიკეთეთ“ – ამას გვირჩევდა  კოკო შანელი და მას დაეჯერება.
ის, რასაც თქვენ იცვამთ, ნიშნავს იმას, როგორ წარუდგენთ საკუთარ თავს სამყაროს.
„თუ დაგრეხილი ფეხები გაქვთ – ატარეთ ღრმა დეკოლტე“, – ამბობდა  კრისტიან დიორი.
  ჭეშმარიტმა ქალმა ისე უნდა იაროს, თითქოს  უკან სამი მამაკაცი მოჰყვებოდეს... და მთავარი: რაც უფრო ცუდად მისდის ქალს საქმე, მით უკეთ უნდა გამოიყურებოდეს ის.скачать dle 11.3