კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 თურქული მაშველი რგოლი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

რაკი დასავლეთს ორივე შემწყრალია და, ზედაც, იმიტომ რომ თურქეთი მაინც „ნატოს“ წევრია, აწ უკვე ახლად არჩეულმა პრ.-მა პუტინმა პირველ სავიზიტე ადგილად ანკარა შეარჩია.
მათი პირისპირ შეხვედრა საათ-ნახევარს გაგრძელებულა, ცხადია, დაზუსტებით უცნობია, რაზე ისაუბრეს ამ ჩვენმა ერთმა – მტერმა და მეორემ – მოყვარემ, მაგრამ სავარაუდოა, რომ რუსი ტურისტების თურქეთის კურორტებზე დაბრუნებაზე (მოგეხსენებათ, 2015 წელს თურქების მიერ რუსი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ რფ-მ თავის მოქალაქეებს თურქეთში დასვენება ლამის აუკრძალა და თითქმის აკრძალა თურქული კომპანიების ოპერირება თავის ტერიტორიაზე) და იმ ეკონომიკური პროექტების განახლებაზეც, რომლებიც მანამდე დაიგეგმა (ისევ და ისევ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების გამო); კერძოდ, „სამხრეთის ნაკადისა“ (რუსულმა გაზმა რომ შავი ზღვის ფსკერის გავლით გაიაროს თურქეთისკენ) და ატომური ელექტროსადგურისა („აკუიუს“).
პუტინის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე ანკარამ „როსატომს“ მშენებლობის ნებართვა მისცა (ატომური ელექტროსადგურის პირველი ბლოკისა), პრეზიდენტებმა კი მეორე დღეს ის საზეიმოდ გახსნეს. ხოლო, რაკი პროექტის ღირებულება 20 მილიარდი აშშ დოლარია, ფულს კი სანქცირებული რუსეთისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, გამოდის, რომ ერდოღანმა პუტინს მაშველი რგოლი ესროლა.
და განა ერთი? მეორეც: „სამხრეთის ნაკადი“, ფაქტობრივად, „ჩრდილოეთის ნაკადის“ ალტერნატივაა („ჩრდილოეთის ნაკადსაც“ შავი ზღვის ფსკერზე უნდა გაევლო, ოღონდ რუსეთიდან ბულგარეთის სანაპიროებისკენ და იქიდან დასავლეთ ევროპაში), რომელზეც უარი ითქვა რფ-სა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაფუჭების გამო (2014 წელს, რაც მოსკოვის მიერ ყირიმის მიერთებას უკავშირდება).
რასაკვირველია, მხოლოდ გულუბრყვილო თუ დაიჯერებს, რომ მოსკოვსა და ანკარას ერთმანეთი გულწრფელად ჩაუვარდათ გულში, თუმცა, რაკი ჯერჯერობით მათი ინტერესები ემთხვევა, არც გარიგებით პოლიტქორწინებაა გამორიცხული (რაც პირადად ჩვენთვის ყოველთვის ცუდად, ანუ ტერიტორიის მოკბეჩით გვირგვინდებოდა), ოღონდ, ნებისმიერ შემთხვევაში, კვლავ აქტუალურია მოთქმა-რიტორიკა: რა ცოდვების გამო მოვხვდით ამ ორს შუაში?! –
скачать dle 11.3