კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 „კარგი“ სეპარატისტი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ ჯაყოს ახალი ამპლუა

​იმ მარტივი მიზეზით, რომ რუსთაველის თეზას – „თავსა ახლად ვერვინ იშობს, ავსა კარგად ვერვინ შეცვლის“ – ყავლი არ გასდის, არა მხოლოდ ჩვენი ცხინვალელი სეპარატისტები გააკვირვა ედუარდ-ჯაყო კოკოევის ინტერვიუმ, რომელშიც მან, ასე განსაჯეთ, უარყო იფიციალური ცხინვალის ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი დივერსანტი იყო, მომხდარს კი დაგეგმილი პროვოკაციაც უწოდა (რომელშიც შესაძლოა, „იუჟნაია ოსეტიელი“ „ხელისუფლებაც“ იღებდა მონაწილეობასო).  და იქვე „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაც ახსენა“ და ისიც შენიშნა, რომ თბილისს მიეცა საშუალება, დასავლეთს გადაახედოს 2008 წლის მოვლენების შეფასებაო.
იქვე გულმხურვალედ შენიშნა, რომ „ლენინგორელი“ (ანუ ახალგორელი) ქართველებიც „იუჟნაია ოსეტიელები“ არიან და მათზეც ისევე უნდა იზრუნოს ცხინვალმა, როგორც საკუთარ შვილებზეო.
ჩვენ არ ვიცით დანამდვილებით, რატომ დაუპირისპირდა ედუარდ-ჯაყო თავის თანამოძმეებს (მიზეზი ექნება), თუმცა ვიცით, რომ (2008 წელს მისივე მოადგილე ბარანკევიჩის თვით რუსული პრესისთვის მიცემული ინტერვიუებიდან თვით რუსული მედიისთვის, რის ლინკებიც არსებობს), 2008 წლის ომის შემდეგ უშუალოდ აწამებდა ქართველ სამხედრო ტყვეებს ჯავაში, აქედან გამომდინარე კი, უდიდესი ალბათობით, საკუთარ ტყავზეც ზრუნავს (თუმცა სიმართლესაც ამბობს), რადგან იცის, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიით“ მასაც მოეთხოვება!
скачать dle 11.3