კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 აფხაზური კინო

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ მაიმუნი და სათვალე

სანამ ჩვენ, მათ შორის, ნინია კაკაბაძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ე. წ. „ბორდის“ წევრად ვირჩევდით, ჩვენ რა – საქართველოს პარლამენტი და „ბორდიც“ იმიტომ, რომ, რაც „მამამ ევროპაში წაგიღო, კარტული სულ დაგავიწყდა“, სოხუმში, არც მეტი, არც ნაკლები,  თურმე, პირველი საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართა და თვით წითელი ხალიჩაც კი გაიფინეს.
როგორც აფხაზური წყაროები გვამცნობენ, ცერემონია სოხუმის ფაზილ ისკანდერის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში ჩატარდა და კონკურსში, საერთო ჯამში, 32 მოკლემეტრაჟიანი ფილმი მიიღებს მონაწილეობას.
ბუნებრივია, იკითხავთ, რომელი ქვეყნებისო? ისევ აფხაზური წყაროების ცნობით,  ახალგაზრდა რეჟისორებისა დასავლეთ ევროპიდან, დსთ-დან, მაროკოდან, ტუნისიდან, ჩრდილო კორეიდან, ირანიდან, უზბეკეთიდან და უნგრეთიდან (ფილმები მოსკოვში შეურჩევიათ, რაც ბუნებრივია, იმ მარტივი მიზეზით, რომ „აფხაზური კინო“ დაახლოებით ისეთივე ცნებაა, როგორიც „მაიმუნი და სათვალე“).
მეორე მხრივ, თუმცა „მაიმუნი და სათვალე“, მაგრამ ამ ჩვენს სეპარატისტულ კინოფესტივალზე ვიდეორგოლი უჩვენებიათ, არც მეტი, არც ნაკლები, აფხაზური კინოს ისტორიაზე და, თქვენ წარმოიდგინეთ, დამსწრეთათვის უამბნიათ, თუ როგორ აპირებდნენ სტალინი და ნესტორ ლაკობა აფხაზეთში „საბჭოთა ჰოლივუდის“ შექმნას.
კულტურული ღონისძიებები, ცხადია, სჯობს უკულტურობას (რომლებითაც ეგზომ გამოირჩევიან სოხუმი და ცხინვალი), ოღონდ, თუ ამ ჩვენებურ სეპარატისტთა ლოგიკას მივყვებით, არაა გამორიცხული, არც თუ ჯანსაღ ფანტაზიებში სულ მალე დაეწიონ და გაასწრონ ჩრდილო კორეას.
скачать dle 11.3