კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 „კამელინით“ მიღებული შედეგები მძიმედ დაავადებული ადამიანების მკურნალობისას: ზოგადი მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება, ნარკოტიკული საშუალებების დოზის შემცირება, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება და გახანგრძლივება

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

კომპანია „კამელინი“ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

​დღეს მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში, ჩვენდა სამწუხაროდ, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება კიბოა, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მასთან ბრძოლა დღემდე მიმდინარეობს. როგორც იცით, ქართული წარმოების პრეპარატი „კამელინი“ აქტიურად და ხშირად ძალიან ეფექტურად გამოიყენება სიმსივნის სამკურნალოდ.
 ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესები, რომლებიც შემდგომ ავთვისებიანი სიმსივნის ჩამოყალიბებით მთავრდება, მეტად რთულია და ცვალებადი. ეს პროცესები მოიცავს როგორც ბიოქიმიურ-გენეტიკურ, ასევე გარეშე ფაქტორების განუწყვეტლივ ზემოქმედებას, რის შედეგადაც აბსოლუტურად ნორმალური უჯრედები გადადის პათოლოგიურ (ანომალიურ) უჯრედებში. შემდგომ კი, უჯრედების პირდაპირი და სწრაფი დაყოფის ხარჯზე, ავთვისებიან სიმსივნედ ყალიბდება. უმრავლეს შემთხვევაში, სიმსივნური უჯრედების ფორმირების პროცესი იწყება მაშინ, როდესაც დეფექტური ხდება გენეტიკური პროცესი, რომელიც პასუხისმგებელია ნორმალური უჯრედების წარმოქმნაზე. ეს კი შეიძლება, მოხდეს შემთხვევით (როდესაც გენეტიკური მექანიზმი შეფერხდება) ან ორგანიზმში მოხვედრილი (როგორც გარედან, ისე საკუთარი) არასასურველი ნივთიერებების (კანცეროგენების) ზეგავლენით. ჩვენი ორგანიზმი განუწყვეტლივ განიცდის კანცეროგენების „თავდასხმას“: ჰაერიდან (განსაკუთრებით ავტო და სამრეწველო გამონაბოლქვი), თამბაქოდან, საკვებიდან, სასმელი წყლიდან, უამრავი პათოგენური მიკროორგანიზმიდან (ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი შხამები და სხვა) და თვით ჩვენი ორგანიზმიდან, როდესაც, გარკვეულწილად, მოირყევა საჭმლის მომნელებელი სისტემა და ხდება მიღებული საკვების არასრული გარდაქმნა, რის შედეგადაც, ორგანიზმში გროვდება შხამები. ეს კი იწვევს ნორმალურ უჯრედებზე დამანგრეველ ზემოქმედებას. ცნობილია, რომ იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს მრავალი არახელსაყრელი ფაქტორი. დამწვრობის, გადაციების, სისხლის დაკარგვის, ტრავმებისა და განსაკუთრებით, შიმშილობის დროს ირღვევა ორგანიზმის დამცავი ბარიერები და სისხლში მოძრავი ანტისხეულებისა და დაგროვილი შხამების ბალანსი. ეს დამღუპველად მოქმედებს ორგანიზმზე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, იმუნიტეტის ხანგრძლივი დაქვეითება მკვეთრად ზრდის კიბოს უჯრედების განვითარების შანსს. დასუსტებული იმუნიტეტის დროს კატასტროფულად იზრდება იმის ალბათობა, რომ ჩვენს იმუნიტეტს „ხელიდან დაუსხლტება“ კიბოს უჯრედები. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, ნებისმიერ ადამიანს, პრინციპში, შეუძლია თავიდან აიცილოს სიმსივნური უჯრედების წარმოქმნა, მაგრამ ამისთვის მრავალი ფსიქოლოგიური ბარიერი უნდა გადალახოს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მედიცინაში გაჩნდა დიაგნოსტიკური მეთოდები, და კიბოს განვითარება შეიძლება ადრეულ ეტაპზე დაფიქსირდეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველაზე უტყუარი მეთოდი კიბოს საწინააღმდეგოდ მისი პროფილაქტიკაა.
   კიბო – ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი, მრავალსაფეხურიანი პროცესი. თითქმის ყოველი მეხუთე ადამიანი იმყოფება იმ რისკის ქვეშ, რომ ცხოვრების რაღაც ეტაპზე კიბო განუვითარდეს. ცნობილია, იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ფილტვის, კუჭის ან სარძევე ჯირკვლის კიბო, რომლის დიამეტრის ზომაც 1-1,5 სანტიმეტრია, უნდა გავიდეს 5-10 წელიწადი. კიბოს უმრავლესი სახეობის ჩამოსაყალიბებლად „ფუნდამენტი იყრება“ 25-40 წლის ასაკში, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში – ბავშვობის ასაკშიც კი. აი, სწორედ აქედან უნდა დაიწყოს კიბოს პროფილაქტიკა. რა იგულისხმება ამაში? უპირველესად, სწორი და ხარისხიანი კვება. ცნობილია, მრავალი პროდუქტი (მცენარეული თუ ცხოველური), მეტად საჭირო ნივთიერებებს რომ შეიცავს და ხელს უწყობს ადამიანის იმუნიტეტის გაჯანსაღებას. მაგრამ, ეს არ არის საკმარისი. ამიტომ, სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა შექმნეს პრეპარატები, რომლებიც მკვეთრად ზრდის იმუნური სისტემის ეფექტურ მოქმედებას და შედეგად კიბოს წარმოქმნის ალბათობაც მინიმალურ დონეზეა დასული. ამ პრეპარატებს იმუნომოდულატორები ეწოდება. სწორედ ასეთი შესანიშნავი იმუნომოდულატორია პრეპარატი „კამელინი“ – ინიექციის, კაფსულების, მალამოსა და სანთლების ფორმით. მინდა, ჩვენმა მკითხველმა იცოდეს, რომ იმუნური სისტემის გამაძლიერებელი პრეპარატების შესაქმნელად ამერიკასა და მთელ მსოფლიოში მილიარდები იხარჯება. „კამელინის“ სითხისა და კაფსულების ფორმამ უმოკლეს დროში წარმატებით გაიარა მეტად პრესტიჟული და რთულად გადასალახავი ბარიერი, რომელსაც ჰქვია ამერიკის კვებისა და წამლის სააგენტო (FDA) და უპრობლემოდ შევიდა ამ ქვეყნისა და ევროპის ბაზარზე.
მემედ ჯინჭარაძე (ონკოქირურგი, მამოლოგი): 2006 წელს ჩავატარეთ კლინიკური კვლევა „კამელინით“ მე-4 სტადიის სიმსივნეების მქონე ონკოპაციენტებში. შედეგად მივიღეთ თითქმის ყველა პაციენტში ზოგადი მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება, ნარკოტიკული საშუალებების დოზის შემცირება, რიგ შემთხვევაში დროებით მოხსნა, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება და გახანგრძლივება, მადისა და ენერგიის მომატება, დეპრესიული ფონის მოხსნა, რამდენიმე პაციენტში სიმსივნის რეგრესი, რომელიც შენარჩუნებულ იქნა 6-8 თვის განმავლობაში. კვლევების შედეგებით ვასკვნით, რომ „კამელინი“ მე-4 სტადიის სიმსივნის მქონე უმძიმეს პაციენტებში საგრძნობი ეფექტით გამოირჩევა. მე თამამად ვუნიშნავ ჩემს მე-4 სტადიაში მყოფ ონკოპაციენტებს „კამელინს“ ოპერაციის წინა და შემდგომ პერიოდებში.
მერი გაბრიჩიძე (წერილი ქუთაისიდან): პრეპარატ „კამელინის“ ავტორს და მის შთამომავლობას უდიდეს მადლობას ვუხდი გადარჩენისთვის. 20 წლის წინ საშვილოსნოს სიმსივნის გამო გამიკეთდა საშვილოსნოს ექსტრიპაცია. ქირურგიული ჩარევის მიუხედავად, ჩემი მდგომარეობა სრულიად უიმედო იყო. ქუთაისის ონკოლოგიური საავადმყოფოს მთვარმა ექიმმა, ბატონმა ოთარ მეტრეველმა „კამელინის“ ინიექციების გაკეთება მირჩია. რა თქმა უნდა, დავიწყე. 20-დღიანი მკურნალობის შემდეგ (მკურნალობის ერთი კურსი) ჩემი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და საიმედო გახდა. მკურნალობით გათვალისწინებული 8-დღიანი შესვენების მერე, კვლავ გავიმეორე შემდეგი კურსი. მოკლედ, დღეს მე სრულიად ჯანმრთელი ვარ, მყავს 3 შვილი, 7 შვილიშვილი, 8 შვილთაშვილი, რომლებთანაც დროს აქტიურად და ენერგიულად ვატარებ. წელიწადში ერთხელ კი, პროფილაქტიკის მიზნით, ვსვამ „კამელინის“ კაფსულებს (20 დღე, დღეში 2 ჯერ).

P.S. ვისაც გსურთ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, იმუნიტეტის გაძლიერება ან „კამელინთან“ დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მიღება, დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე: 2 98-62-25 (ოფისი), 599 33-10-89; 599 23-03-33; 2-98-57-78; 2-71-04-80; 2-22-26-68; 2-93-20-87; 597 76-97-40. მისამართი: ძმები ზუბალაშვილების #49.

скачать dle 11.3