კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 მამუკა ბოკუჩავა – წარმატებული და აღიარებული ანგიოლოგი და სისხლძარღვთა ქირურგი მრავალწლიანი გამოცდილებით

თათია ფარესაშვილი ნინო კიკვაძე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, აკადემიკოს ნოდარ ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრის დირექტორის მოადგილე, ანგიოლოგი, სისხლძარღვთა ქირურგი, არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიული ასოციაციის წევრი, რამდენიმე ათეული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და პაციენტების საყვარელი ექიმი – მამუკა ბოკუჩავა მრავალი წელია, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის თანამშრომელია და მიაჩნია, რომ აკადემიკოს ნოდარ ბოხუასთან მუშაობამ უდიდესი როლი ითამაშა მის პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.
მამუკა ბოკუჩავა: 1985 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და სტუდენტობის წლებიდანვე მქონდა აკადემიკოს ნოდარ ბოხუასთან ურთიერთობის  ბედნიერება, ვის სახელსაც ატარებს დღეს სისხლღარღვთა და გულის დაავადებათა ის ცენტრი, სადაც მე ვმუშაობ. მიმაჩნია, რომ ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ბატონ ნოდარს, რომლის  ტრაგიკული გარდაცვალებით არა მხოლოდ მისმა ოჯახმა და კოლეგებმა,  არამედ სრულიად საქართველომ დაკარგა უდიდესი პროფესიონალი და კარგი ადამიანი. ამის შემდეგ ცენტრის დირექტორი გახდა ბატონი ნოდარის მეგობარი, პროფესორი კონსტანტინე ყიფიანი, რომელთან ერთადაც მრავალი წელია, მოვდივართ.
– რით გამოირჩევა ბოხუას სახელობის გულისა და სისხლძარღვთა ცენტრი?
– ეს არის წამყვანი სამედიცინო დაწესებულება, სადაც გულისა და სისხლძარღვთა ყველა სახის რეკონსტრუქციული ოპერაცია ტარდება. ჩვენი ცენტრი ტექნიკურად მთლიანად აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, გვაქვს ორი კათეტერიზაციის ლაბორატორია, ასევე გვაქვს  ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატი. პირველი ცენტრი ვართ საქართველოში, სადაც კარდიოქირურგებისა და სისხლძარღვთა ქირურგების ტანდემია და საკმაოდ ხშირად გვიწევს ერთობლივი ჩარევა ერთი ოპერაციის მსვლელობისას, როგორც კარდიოქირურგიული, ისე სისხლძარღვთა ქირურგიის თვალსაზრისით. საკმაოდ ხშირად გვაქვს შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვიწყებთ ოპერაციას, მაგალითად, თავის ტვინის მკვებავ არტერიებზე, შემდეგ კარდიოქირურგები აგრძელებენ აორტოკორონარულ შუნტირებას, აორტის რკალის პროთეზირებას და ასე შემდეგ.
ვცდილობთ ჩვენს დარგში არსებული ყველა სიახლის დანერგვას, რათა ჩვენს მოსახლეობას გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე და ავუმაღლოთ ცხოვრების დონე.
– რას იტყვით, ეგრეთ წოდებულ, ჰიბრიდულ ჩარევაზე და მის უპირატესობებზე?
– ეს არის ახალი მიმართულება სისხლძარღვთა ქირურგიაში, ამ დროს ერთდროულად ხდება ორი მეთოდის ჰიბრიდი. ერთი ეტაპი არის ენდოვასკულარული ჩარევა, როდესაც ხდება სისხლძარღვის გარკვეული მონაკვეთის სტენტირება და ამავდროულად, გრძელდება სისხლძარღვთა ქირურგების მიერ იმავე პაციენტის სხვა არტერიებზე ღია წესით ოპერაცია –  ამ ჰიბრიდულმა ჩარევებმა, რომელიც მთელ მსოფლიოში ახალი მიმართულებაა დღევანდელ სისხლძარღვთა ქირურგიაში, ძალიან გაგვიუმჯობესა პოსტოპერაციული შედეგები კიდურისა და პაციენტის სიცოცხლის გადარჩენის თვალსაზრისით.
– რამდენად მჭიდრო კავშირი გაქვთ უცხოელ კოლეგებთან?
– მეც და ჩემს კოლეგებსაც წლის განმავლობაში რამდენჯერმე გვიწევს საზღვარგარეთ პროფესიული მივლინება. ბოლო 4 წლის განმავლობაში ანგიოლოგებისა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაციის ხელმძღვანელი გახლდით. სწორედ, ამ პერიოდში გაიმართა საკმაოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო დონის შეხვედრები და ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. ყოველწლიურად გამართულ კონფერენციებზე, როგორც წესი, მინიმუმ, ერთი უცხოელი სპეციალიტი მაინც გვყავს. ორჯერ გვესტუმრა საკმაოდ ცნობილი, ჩვენი ამერიკელი კოლეგა, სისხლძარღვთა ქირურგიაში რამდენიმე მიმართულების პიონერი ამერიკაში, რომელმაც საინტერესო ლექციები ჩაგვიტარა და აღნიშნა, რომ ჩვენი ცენტრი აბსოლუტურად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.
ბოლო ათი წლის განმავლობაში ქართველ და უცხოელ სისხლძარღვთა ქირურგებს გვაქვს აბსოლუტურად ერთი და იგივე პროფესიული სასაუბრო ენა. ძალიან მიხარია, რომ როდესაც ვხვდები ჩვენს უცხოელ კოლეგებს მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ცენტრებიდან, ჩვენი და მათი მიდგომა სისხლძარღვთა და კორონარული პათოლოგიების მქონე პაციენტების მიმართ აბსოლუტურად იდენტურია.
– როგორია სისხლძარღვთა დაავადებების სირთულე და პრევენციის გზები?
– სისხლძარღვთა პათოლოგიები იწვევს როგორც პაციენტის ინავალიდიზაციას, ასევე სიკვდილიანობას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენას და მის მკურნალობას, ამით კი უფრო რთული სტადიების პრევენციას.   ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა ფორმის ქრონიკული ვენური დაავადება ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 70 პროცენტს აქვს, ეს იმ ფონზე, როცა ჩვენი დარგის სპეციალისტების რაოდენობა 70-75-ს არ აჭარბებს. ამიტომ, ამ ანგიოლოგიური პათოლოგიის მართვაში ზოგადი პროფილის ექიმებიც ფართოდ არიან ჩართული. რაც შეეხება პრევენციას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჭარბი წონის კორექცია, მავნე ჩვევებზე უარის თქმა და მედიკამენტური მკურნალობა.
– რომელია ყველაზე გავრცელებული პათოლოგიები?
– ერთ-ერთი ძირითადი პათოლოგია, რომელიც ჩვენს პაციენტებს აწუხებთ, არის ათეროსკლეროზი. მისი გამომწვევი უმთავრესი მიზეზი არის ცხიმოვანი ბალანსის დარღვევა ორგანიზმში, რაც არა მარტო ჭარბი წონის ადამიანებს ემართებათ, არამედ მათაც, ვისაც ცხიმოვანი ცვლა აქვთ დარღვეული. ამისთვის კი, 35 წელს ზემოთ პაციენტებმა, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა სისხლძარღვოვანი პათოლოგია, აუცილებელია, წელიწადში ერთხელ გაიკეთონ ანალიზი და შეამოწმონ სისხლში ქოლესტერინის დონე. და იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ აქვთ რაიმე პათოლოგია, მაგრამ არის ქოლესტერინის მაღალი დონე, საჭიროა მისი დაწევა, რათა მომავალში ამ დარღვევამ არ განაპირობოს პათოლოგიის განვითარება სხვადასხვა არტერიულ აუზში.
скачать dle 11.3