კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 „ბელა მეტრეველის ესთეტიკური გინეკოლოგიის ცენტრი“ სრულფასოვანი ცხოვრებისა და ქალური ბედნიერების მყარი გარანტია

ნებისმიერი ქალისთვის გარეგნული სილამაზე თავდაჯერებულობის გარანტია, თუმცა, თანამედროვე ქალბატონები არანაკლებ ყურადღებას უთმობენ შინაგან სილამაზესაც. საბედნიეროდ, დღეს  გვაქვს იმის საშუალება, რომ ვიზრუნოთ ამ უკანასკნელზე,  შევაჩეროთ დაბერების პროცესი და ამით გამოწვეული პრობლემები. ამ მიმართულებით საქართველოში ერთ-ერთი ინოვატორია მეან-გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი, მედიცინის დოქტორი, საქართველოში ერთადერთი  ესთეტიკური გინეკოლოგიური ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ქალბატონი ბელა მეტრეველი, რომელიც 30 წელზე მეტია, პრაქტიკულ საქმიანობას ეწევა და პაციენტების მიმართ განსაკუთრებულად თბილი და გულისხმიერი დამოკიდებულებით გამოირჩევა, რაც მასთან მისულ ქალბატონებს თავს კომფორტულად აგრძნობინებს და კომპლექსების დაძლევაში ეხმარება. ქალბატონი ბელა  ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ვაგინალური კორექციის ინოვაციური სტანდარტი დანერგა საქართველოში. „ბელა მეტრეველის ესთეტიკური  გინეკოლოგიის ცენტრმა“ არაერთი ჯილდო და აღიარება მოიპოვა. მათ შორის: გასულ წელს, ქართული ბრენდის დღეზე, დაჯილდოვდა ნომინაციაში – „წლის  საუკეთესო ახალი ქართული ბრენდი“. საქართველოს ნაციონალური ბიზნესრეიტინგების

კავშირმა  „ბელა მეტრეველის ესთეტიკური  გინეკოლოგიის ცენტრი“ სხვადასხვა დროს დააჯილდოვა შემდეგ ნომინაციებში: „ლიდერი კომპანია“, „მედიცინის სიამაყე“, ორდენი – „გულისხმიერება“, თავად ქალბატონი ბელა დაჯილდოვდა, როგორც „წლის ხელმძღვანელი“. ხოლო გასულ წელს პარიზში გამართულ დაჯილდოებაზე „ბელა მეტრეველის ესთეტიკური  გინეკოლოგიის ცენტრს“ გადაეცა სერტიფიკატი „ბიზნესსამყაროში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის“ და „პროფესიონალიზმისა და მაღალი სტანდარტების დემონსტრირებისთვის“.

– ქალბატონო ბელა, თქვენ  ქალბატონებს აძლევთ საშუალებას, შინაგანი გაახალგაზრდავების ხარჯზე გახდნენ ბევრად უფრო მიმზიდველები და თავდაჯერებულები, რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?
– ბავშვობიდან მაინტერესებდა ყველაფერი, რაც ამ სფეროს უკავშირდება. თანდათან უფრო გაღრმავდა ჩემში ეს სურვილი და დღეს ბედნიერი ვარ, რომ ამ საქმეს ვემსახურები. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკული საქმიანობის რამდენიმეათეულწლიანი გამოცდილება მაქვს, მუდმივად სიახლის ძიებაში ვარ. ვმუშაობთ მკურნალობის მეთოდების კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე, ვესწრებით კონფერენციებს სხვადასხვა ქვეყნებში, ჩამოგვაქვს მნიშვნელოვანი
ინფორმაციები, რომლითაც ვხელმძღვანელობთ. ჩემთვის, როგორც პროფესიონალისთვის, ყველაზე დიდი
ბედნიერებაა,  როცა ვხედავ, როგორ მიდის ჩემი კლინიკიდან პაციენტი გაღიმებული, ბედნიერი და თავდაჯერებული – მიმაჩნია, რომ ეს ჩემი მთავარი პროფესიული მიღწევაა.
– ასაკის მატებასთან ერთად, რა ცვლილებები მიმდინარეობს ქალის ორგანიზმში?
– ქალის ორგანიზმში მიმდინარე ბუნებრივი, ასაკობრივი ცვლილებები ხშირად ხდება დისკომფორტისა და ინტიმურ ცხოვრებაში დარღვევების  მიზეზი. დაბერების პროცესთან ერთად; როგორც სახის კანი იცვლის შესახედაობას, ჩნდება ნაოჭები და კოლაგენის ბოჭკოების მოშვების გამო მცირდება ელასტიკურობა, ანალოგიური პროცესები მიმდინარეობს ვაგინალური ქსოვილების არეშიც – ასაკის მატებასთან ერთად და მშობიარობის შემდეგ კოლაგენის ბოჭკოები კარგავენ ელასტიკურობას. ვაგინის და ურეთრის (შარდსადენი) მიდამოში სტრუქტურული ცვლილებებისა და კოლაგენის ბოჭკოების მოშვების გამო, ეს ფენომენი იწვევს სექსუალური დონის დაქვეითებას და ამასთან ერთად სხვადასხვა სიმძიმის შარდის სტრესულ შეუკავებლობას. ქალების 40-60 პროცენტს, მენოპაუზის პერიოდში, უვითარდება საშოს ატროფიული ვულვოვაგინიტი, რასაც თან ახლავს აქტიური სქესობრივი ცხოვრების დაქვეითება.  ქალის ორგანიზმს იმდენად დიდი დატვირთვა აქვს, რაც ჯერ კიდევ ფეხმძიმობის პერიოდში იწყება, შემდეგ კი ერთვის მშობიარობის ტრავმები და მშობიარობის შემდგომი პერიოდი, რომ ანგრევს მის სხეულს, რის გამოც სჭირდება რეაბილიტაცია, გარემო – მისი სულიერი და ფიზიკური მდგომარეობის სრულყოფისთვის. ეს, უპირველეს ყოვლისა, მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ. ქალის სხეული ფიზიოლოგიურად ისე არის მოწყობილი, რომ შეუძლია, ეს ყველაფერი გადალახოს... საბედნიეროდ,
ლაზერული ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, სასურველ შედეგებს შემჭიდროვებულ ვადებში, უსაფრთხოდ, განსაკუთრებული მომზადებისა და ხანგრძლივი ანესთეზიის გარეშე მივაღწიოთ. ეს არის ქირურგიის ალტერნატივა, უმტკივნეულო, 15-წუთიანი პროცედურა.  რის შემდეგაც, პაციენტი დაუყოვნებლივ უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. რეაბილიტაციის პერიოდი კი, საკმაოდ კომფორტულია.
– რამდენი პროცედურაა საჭირო აღნიშნული შედეგების მისაღებად?
– ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, ინდივიდუალურად განისაზღვრება საჭირო პროცედურების რაოდენობა – ექიმი ითვალისწინებს პაციენტის ატროფიის, საშოს პროლაფსის ხარისხს და აქედან გამომდინარე, წყვეტს, რა რაოდენობის პროცედურა დასჭირდება მას.  ზოგადად, მინიმუმ, სამი პროცედურა კეთდება. აღსანიშნავია, რომ უნებლიე შარდვის შეგრძნება, რაც ძალიან აწუხებთ ქალბატონებს, პირველივე პროცედურის შემდეგ იხსნება. ვფიქრობ, ეს სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრებისა და ქალური ბედნიერების მყარი გარანტიაა. სამწუხაროდ, ქალბატონების გარკვეულ ნაწილს  ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ უჭირთ თავიანთ პრობლემაზე ღიად საუბარი და ექიმთან კონსულტაციაზე მოსვლა.
– რას ფიქრობთ, რითია გამოწვეული მათი ეს კომპლექსი და ამ პრობლემის უგულებელყოფით შესაძლოა თუ არა წყვილების დაშორებამდეც მივიდეს საქმე?
– უპირველეს ყოვლისა, მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობით, რომელიც გამოწვეულია, მეუღლესთან არასრულფასოვანი სექსუალური კავშირით. ამ დროს იწყებს ფიქრს, რაშია პრობლემა, არ აქვს სათანადო განათლება კონკრეტულად ამ საკითხში და, შესაბამისად, შეიძლება, დეპრესიაშიც ჩავარდეს. იწყება კონფლიქტი, რაც ხშირად ხდება ოჯახის დანგრევის მიზეზი. მე პირადად მქონდა შემთხვევა, როცა
მომმართა გოგონამ და მითხრა, რომ მეუღლეს მასთან ურთიერთობა აღარ უნდოდა და ცალკე ოთახში გადავიდა, იყო დეპრესიაში და ეგონა, რომ მისი ცხოვრება აქ დასრულდა. ჩვენ ვუმკურნალეთ მას, მივეცით შესაბამისი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო. მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ, რომ დღეს ისინი ერთად არიან და აქვთ ჯანსაღი სქესობრივი ცხოვრება. დაგვირეკა მამაკაცმა და გვთხოვა, დეტალურად აგვეხსნა მისთვის, მკურნალობის რა მეთოდი გამოვიყენეთ, რადგან შედეგისგან გაოცებული იყო.
ეს მეთოდი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის ინოვაცია საქართველოში, ამიტომ მის შესახებ ბევრმა არ იცის... რომ დარწმუნდნენ მის ეფექტურობაში, ვთავაზობთ, რომ მობრძანდნენ ჩვენს კლინიკაში და გაიარონ კონსულტაცია. მოგეხსენებათ, რომ ოჯახური პრობლემების საწყისი შეიძლება იყოს წყვილში არასრულფასოვანი სქესობრივი კონტაქტი, რაც, საბედნიეროდ, მოგვარებადია.
– ალბათ, დიდი ბედნიერებაა, როცა თქვენი წყალობით, ქალბატონები იბრუნებენ ბედნიერებას და ცხოვრების ხალისს.
– ჩვენს კლინიკაში მკურნალობის შემდეგ ქალი თავდაჯერებული და ბედნიერია. ვერ წარმოიდგენთ, ჩემთვის ეს რას ნიშნავს. მინდა, რომ ყველა ქალი იყოს ბედნიერი და ბოლოს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ინტიმური პლასტიკა და ლაზერული ვაგინალური გაახალგაზრდავების მეთოდი, რომელსაც ჩვენი გინეკოლოგიური ესთეტიკის ცენტრი სთავაზობს ქალბატონებს, არის ინოვაცია, რომელსაც შეუძლია შეცვალოს მათი ცხოვრება და ნებისმიერ ასაკში დარჩნენ სასურველ ქალად.

მისამართი: პეკინის 4ა.
საკონტაქტო ტელ: 223 80 43;
+995 99 233 523.
სამუშაო საათები: 17:00-22:00.
Facebook: Bela Metreveli’s Esthetic Ginecology Center;
Esthetic Ginecology Center.
скачать dle 11.3