კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2018 (109)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)

№14 თუ გამოიცნობთ

1. ინგლისელი პოლიტიკოსი და დრამატურგი შირიდანი ამბობდა: გქონდეთ გაყიდული სასამართლო, ლორდთა პალატა, საერო პალატა, თუნდაც, მმართველი ტირანი, მე კი დამიტოვეთ მხოლოდ ერთი და არ მივცემ მათ უფლებას, ინგლისის თავისუფლება შეზღუდონ. დაასახელეთ ის ერთი.
2. პომპეის ქუჩებში, ზოგან შემორჩენილია ქვაზე ამოტვიფრული ერთგვარი აკრძალვისა თუ მიმართულების მიმცემი ნიშნები, რომლებიც დაახლოებით,  დღევანდელი ძახილის ნიშნის მსგავსად გამოიყურება, რომელსაც ერთის ნაცვლად ორი წერტილი აქვს. რაზე მიანიშნებდა ის ძველ რომაელებს?
3. მიუხედავად იმისა, რომ  მისი წარმატება გამდინარე წყლის დიდი დამსახურებაა, ამბობდა: „იმდენად არ მიყვარს ჭურჭლის რეცხვა, რომ ამ დროს ხანდახან თავის მოკვლაზეც კი ვფიქრობ“. ვის ეკუთვნის ეს სიტყვები?
4. ბერძნული გადმოცემის თანახმად, ძველ ელინებს შეუნიშნავთ, რომ თუ სახედარი ვენახში ფოთლებსა და ყლორტებს შეჭამდა, იმ წელს ყურძნის უხვი მოსავალი მოდიოდა. რა ისწავლეს ამით ადამიანებმა?
5. ერთ-ერთი ქვეყნის სიმბოლოდ მიჩნეულ ქანდაკებას ამშვენებს წარწერა: „მომეცით მე თქვენი დამარცხებულნი, თქვენი ღატაკნი, თქვენი უსახლკარონი, თავისუფლებას მოწყურებულნი“. რომელ ქვეყანაშია ეს ქანდაკება?
პასუხები იხილეთ 49-ე გვერდზეскачать dle 11.3