კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 იყო თუ არა ლაშა-გიორგი სარწმუნოების ერთგული თუ მართლა აღვირახსნილ ცხოვრებას ეწეოდა ის

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე

თამარ მეფის გარდაცვალების შემდგომ, ქვეყანა უიმედობამ მოიცვა, მაგრამ, ლაშა-გიორგის მემატიანეს თქმით, უფალმა არ გაწირა ჩვენი სამშობლო და მოგვცა დიდებული მშობლის, თამარის მსგავსი შვილი – ლაშა.
ლაშას დროინდელი მემატიანე განაგრძობს („ქართლის ცხოვრება“ თანამედროვე ქართულად თარგმნა ნიკო ნიკოლოზიშვილმა): „თორმეტი წლისა გამეფდა ნერგი კეთილ-მოზარდი და ყველა ფერით შემკული ყვავილი, ძალით ლომი და გონებით უმანკო, დიდთა და მცირეთა მოყვარული; ყველას მიაგებდა მათი მდგომარეობის შესატყვის პატივს: მთავრებს, მონაზონთ, მღვდელთ. მშვიდი იყო და განურისხებელი – შვიდი სამეფოს მეფეს არც ერთი ქვეშევრდომისთვის არასოდეს მათრახი არ გადაეჭირა; მშვილდოსანი და მამაცი ცხენოსანი: თავის ახალგაზრდა ასაკში მამა-პაპათა თანაბარი ომები გადაიხადა. ბედი სწყალობდა ლაშქრობებში, ბედნიერი იყო აყვავებული ქვეყნის გამო; იყო გაჭირვებულთა განმკითხველი, სამართლიანი მსაჯული, თავისი ასაკისათვის გასაოცრად კარგი პატრონი ქვეყნისა“.
თავისი თხზულების ბოლოს, ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე, რომელიც ლაშას გარდაცვალებას მოესწრო, წერს: „ვიტყოდით ქებასა მისსა წინაშე ყოველთა კაცთა, არა ვტყუოდეთ, არცა გურცხუენოდეს. მეფედ დაჯდა ნერგი, კეთილი მოზარდი და ყუავილი, ყოველთა ფერთაგან შემკობილი, უმანკო გონებითა“.
ასიოდე წლის მერე, დაცემული საქართველოს მომსწრე, მონღოლთა დროინდელი ჟამთააღმწერელი, სულ სხვაგვარად ახასიათებს თამარის ძეს:
„იყო ლაღი, ამპარტავანი, თავხედი, სახეობის მოყუარე, ღვინის მოყუარე, გემოთ-მოყუარე, სმასა და ჭამას შექცეული“.
ჟამთააღმწერელი გვიამბობს: „თამარ სანატრელმა სიცოცხლეშივე დაადგა გვირგვინი თავის ძეს, გიორგის, რომელსაც ლაშასაც ეძახდა. ცამეტი წლის იყო ლაშა, როდესაც მეფობის გვირგვინი დაიდგა და მეფე თამარმა მიულოცა. ხოლო, როდესაც თამარი გარდაიცვალა, ლაშა თვრამეტი წლის იყო. თამარმა თავის ძეს მეფობა დაუტოვა, ხოლო ქართველ ხალხს – გვემა, მწუხარება, ვაება და გლოვა, რადგან მისი სამეფოს მკვიდრნი ცოცხლად იყვნენ ჩასულნი ჯოჯოხეთში; თამარი იმსახურებდა ასეთ გლოვას. თამარის შემდეგ გამეფდა მისი ძე, ლაშა-გიორგი. იყო ძლიერი აღნაგობის, მამაცურად მოისარი, ნადიმების მოტრფიალე, ლაღი და თავნება. უფრო იმიტომ იყო გათამამებული, რომ ყველა მოწინააღმდეგე დაიმორჩილა მისმა კეთილად მოხსენებულმა და ღვთისმოყვარე დედამ და უშფოთველი და დაწყნარებული ჰქონდა დატოვებული თავისი სამეფო; ყველა მათი მეზობელი მოხარკედ გაეხადა, როგორც, მაგალითად, განძელები და მათ ახლოს მოსახლენი, ნახჭევანელები და კარნუქალაქელნი. მრავალი სხვაც ძღვენითა და ხარკით მოდიოდა მასთან. იმ დროს ლაშა იშვებდა, იხარებდა და ყველგან იყო განცხრომა და მხიარულება“.
ჟამთააღმწერელი განაგრძობს: „ლაშა-გიორგი იყო მხნე, ახოვანი, ძლიერი, ლაღი, ამპარტავანი, თავხედი, თავნება; როგორც ვთქვი, უხვი, გართობის, ღვინისა და ნაყროვანების მოყვარე. მის სამეფოში იყო მშვიდობა. ხალხი გადასული იყო ჭამა-სმაზე, რის შესახებაც წერენ მამანი: სამი მიზეზია ვნებისა, რომლისგანაც წარმოიშვება ყოველი ბოროტი: გემოთმოყვარეობა, ვერცხლისმოყვარეობა და დიდებისმოყვარეობა. ამათგან შობილია: სიძვა, მრუშება, რისხვა, წყენა, ამპარტავნება. ამ ბოროტებათაგან იშვებიან ხორციელი სიამენი, ზნედაცემულობა, რომელთა სათითაოდ აღსაწერი დრო არ არის. როგორც ამბობს წინასწარმეტყველი: „ჭამა იაკობმა, გაძღა, გამსხვილდა, გასუქდა და დაივიწყა ღმერთი, თავისი შემოქმედი და განუდგა ღმერთს, თავის მაცხოვარს“. ასევე დაემართა ქართველ ერსაც, რადგან გაძღნენ და დროს ატარებდნენ; სიძვისა და სიმთვრალის უწესოებაში ჩაეფლნენ უგუნური ადამიანები, რომელნიც მეფის კარზე იყვნენ და არ იყვნენ ღირსნი იქ ყოფნისა. რადგანაც ორივე კათალიკოსს და ამ სამეფოს თავადებს, განსაკუთრებით ივანე ათაბაგს, ემძიმებოდათ ეს საქმე, არ ინებეს მეფესთან სამუდამოდ ყოფნა, განშორდნენ და თავ-თავიანთთვის იყვნენ. ცოდვათა სიმრავლის გამო გაჩნდა მიზეზები საქართველოს მოოხრებისა“.
იოანე ბაგრატიონის „ისტორია ქართლისას“ მიხედვით, რომელიც მისი ენციკლოპედიური თხზულების, „კალმასობის“ ნაწილია და საიდანაც მხოლოდ ნაწყვეტები გამოაქვეყნა კორნელი კეკელიძემ: „ლაშას ძე დავით იყო ტანად მაღალი, ლამაზი მორფ-ნაკვთობითა, მხარბეჭიანი, მხნე და მამაცი, და ამისათვის სახელსდვეს პაპისა მისისა სახელი „სოსლან დავით“...  
ბატონიშვილის მიხედვით, ლაშა-გიორგი დადიოდა პროვინციებში და ამოწმებდა მოხელეების საქმიანობას, ეკითხებოდა უბრალო ადამიანებს, ხომ არავინ ძალადობდა მათზე, თან, სხვადასხვა ტაძრებში დღესასწაულებს ესწრებოდა. გამოიკითხავდა მოსახლეობის მდგომარეობას და მოხელეებს, რომლებსაც უსამართლოდ შეეწუხებინათ ვინმე, ხსნიდა თანამდებობიდან.
ლაშა-გიორგი ქრისტიანობის გავრცელებაზეც ზრუნავდა. კორნელი კეკელიძე წერს: „იოანე ბაგრატიონი გადმოგვცემს დაწვრილებით ლაშა-გიორგის სამისიონერო მოგზაურობას ფშავ-ხევსურეთში, იქ ეკლესიებისა და ჯვრების აღმართვას. „ჟამთა ამათ შინა ადგილ-ადგილ იყო ფშაველთა შინა ქრისტიანობა, გარნა ვერა ეპყრათ რიგიან, ქურდობდენ და ესხათ ოროლი და სამ-სამი ცოლი და იქცეოდენ არაწმინდებით. მაშინ მეფე გიორგი წარვიდა ფშავს და წარიღო მოჭედილი ჯვარი და ნაწილი წმიდისა გიორგისა; მოეგებნენ ფშაველნი, მეფემან შეიწყნარნა კარგად და უჩვენა გზა ჭეშმარიტებისა და დაუდგინა მღვდელნიცა და ქადაგნიცა. ქმნა მცირე ეკლესია და დაასვენა მუნ ჯუარი იგი; და დაასვენა ნაწილიცა იგი და მიუბოძა ბავრაყი (საეკლესიო დროშა)  და აგრეთვე ხევსურეთსა შინაცა მიბრძანდა და მათცა მისცა ჯუარი და ბავრაყი, და იგინიცა მხიარულ იქმნეს და ნათელ იღეს. ხოლო ფშაველნი უწოდებენ ჯუარსა მას „ლაშარის ჯუარად“, ხოლო ხევსურნი „გუდანის ჯუარად“, და მოძმედ ბაგრატიონთა უწოდებენ „გიორგის და ჯუართა მათ ბაგრატოანთა მოძმის ჯუარად“...
კორნელი კეკელიძე განაგრძობს: ...„ლაშა-გიორგის შესახებ კი ფშავ-ხევსურეთში უამრავი გადმოცემა არსებობს. ჯერ კიდევ ვახუშტი ამბობდა თავის გეოგრაფიაში: „ფშავსა შინა არს ეკლესია მეფის ლაშასაგან აშენებული, რომელსა შინა არიან მრავალნი ხატნი და ჯუარნი ოქრო-ვეცხლისანი, ჭურჭელნი და წიგნნი, და უწოდებენ ლაშას ჯუარსა“. ამ ცნობის გამოძახილია იოანეს ინტერპრეტაცია „ლაშარის ჯუარი“-სა. ასეთი გაგება ამ სახელისა ადგილობრივაც გაბატონებულია. ვაჟა-ფშაველა „ლაშარის ჯუარის“ შესახებ წერდა: „ამ ადგილს წინათ ყოფილა აშენებული ლაშა-გიორგისაგან ეკლესია წმიდის გიორგის სახელზე, რომლისათვისაც მშვენიერი ხატი წმიდის გიორგისა შეუწირავს. ხალხს ეს გარემოება დავიწყებია, შეწირული და შემწირველი გაუერთებია და კიდევაც გაუღმერთებია. მეორე გორაზე არის აშენებული თამარის სალოცავი, რომლის დღეობას „ღელეობა“ ეწოდება. როგორც ამ სალოცავს, ისე ლაშარის ჯვარს ერთად „მოდე-მოძმეს“ ეძახიან, როგორც თამარი და გიორგი და-ძმად ჰყავთ წარმოდგენილი“. ამ უკანასკნელ გადმოცემას ეხმაურება იოანეს ცნობა, რომ „გიორგის მოძმედ ბაგრატოანთა უწოდებენ“ და მის მიერ შეწირული გუდანისა და ლაშარის ჯვარს – „ბაგრატოანთა მოძმის ჯვარსო”...
... „ნ. ურბნელის (ნიკო ურბნელი - ნიკოლოზ ხიზანაშვილი) აზრით, „ლაშარის ჯვრის“ დაკავშირება ლაშა-გიორგის სახელთან შეცდომაა, აქ ჩვენ გვაქვს, მისი სიტყვით, არა ლაშას (აქედან ვითომცდა ლაშარის) სახელი, არამედ ფშავ-ხევსურთა სამხედრო პრაქტიკით შექმნილი სახელწოდება „ლაშარის” ჯვარი. ეს, შეიძლება, ასეც იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესო არაა“.
არის შეხედულება, რომ ლაშარის ხატი უძველესია და ის  ლაშა-გიორგის კულტს მერე შეერწყა. თუმცა, ეს მთავარი არ არის.
მთავარი ისაა, რომ, ჩვენ წინაშე ლაშა-გიორგის მორალური სახის ორი განსხვავებული პორტრეტია. ლაშა-გიორგის მემატიანისა და იოანე ბაგრატიონის გადმოცემები მეფეს პიროვნულად დადებითად ახასიათებს, განსხვავებით ჟამთააღმწერლისგან და ვახუშტი ბატონიშვილისგან, რომელიც ჟამთააღმწერლის მონათხრობით ხელმძღვანელობს. იოანე ბატონიშვილის გადმოცემით, ლაშა-გიორგი სარწმუნოების გამავრცელებელია და განმამტკიცებელი.
რა მოხდა შემდეგ, ძნელი სათქმელია. შესაძლოა, ახალგაზრდა ხელმწიფეს უნდოდა აბსოლუტური ძალაუფლება, მაგრამ, თამარ მეფის დროიდან, მეფის ხელისუფლება შეზღუდული იყო, მეტად, ვიდრე გიორგი მესამის თუ დიმიტრი პირველის დროს. ხოლო დიდებულების ხელისუფლება არ იყო წარმომადგენლობითი, დიდი ძალაუფლება ხელში ჰქონდა რამდენიმე ოჯახს. ეს კი ბუნებრივი კონფლიქტის წყარო იყო მეფესა და დიდებულებს შორის, ასევე, დიდ ძალაუფლებიან დიდებულებსა და სხვა საგვარეულოთა წარმომადგენლებს შორის. ეს კი სახელმწიფოსთვის სახიფათო იყო, რაც, დადასტურდა გარნისის ბრძოლის დროსაც.
ლაშა-გიორგი უფრო მეომარი ჩანს, ვიდრე მეფე. საქართველომ კი შეწყვიტა ექსპანსია, ახალი მიწების შემოერთების მცდელობა. მას მერე, რაც ლაშამ, გამეფების პირველ წლებში,  რამდენიმე გამდგარი სამთავრო დაიმორჩილა და კვლავ ხარკი დაადო, სახელმწიფო დამშვიდდა, დაწყნარდა. მეფემ დაიწყო ცხოვრებით ტკბობა. ეს კი იმდროინდელი სამყაროსთვის ნაადრევი იყო. გარშემო პოლიტიკური ცხოვრება დუღდა, აღმოსავლეთით ძლიერდებოდა ხორეზმი, უფრო აღმოსავლეთით დიდი მონღოლური იმპერია წარმოიშვა...
ქართველები კი ლხინსა და უდარდელობას მისცემოდნენ.
скачать dle 11.3