კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2018 (2)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)

№14 როგორია თქვენი ურთიერთობა

თათია ფარესაშვილი ელენე წულუკიძე

უკვე დიდი ხანია, ერთად ხართ და არ იცით, რა ხდება თქვენს ურთიერთობაში?! მაშინ, ნუ დაგეზარებათ და ეს ტესტი წაიკითხეთ, გულახდილად უპასუხეთ შეკითხვებს და ნახეთ შედეგები.
1. როცა რაღაც საქმე გამოგდით, უზიარებთ საყვარელ ადამიანს სიხარულს?

ა) რა თქმა უნდა, მაშინვე;
ბ) ვეტყვი, მაგრამ, როგორც წესი, რეაქცია არ აქვს;
გ) საკუთარი წარმატების სიხარულს მეგობრებსა და ახლობლებს ვუზიარებ.
2. როცა ერთ-ერთი თქვენგანი მარტო მიდის მივლინებაში, მეორეს როგორი რეაქცია აქვს?
ა) ვერ ვიტანთ ამ მივლინებებს;
ბ) ორივეს იმდენი საქმე გვაქვს, ასეთ განშორებებს ვერც ვხვდებით;
გ) ნორმალური. ასეთი განშორებები სასურველიც კი არის.
3. რა პრინციპით არჩევთ საყვარელი ადამიანისთვის საჩუქარს?
ა) ვცდილობ, შევარჩიო მისი ინტერესების შესაბამისი ნივთი;
ბ) ჩემი გემოვნების შესატყვისად ვყიდულობ;
გ) დიდხანს არ ვფიქრობ. მთავარია, ნივთი ძვირფასი იყოს.
4. როგორ მთავრდება ხოლმე თქვენი ჩხუბები?
ა) ზოგადად, სწრაფად და უმტკივნეულოდ მთავრდება;
ბ) ძალიან ემოციურად. ბოლოს ერთმანეთს ვეხუტებით;
გ) სამწუხაროდ, არცერთი არ ვთმობთ და დიდხანს ვიბუტებით.
5. როცა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ავიწყდება:
ა) ვეტყვი, რომ ასეთი გულმავიწყობა ცუდია, მაგრამ ვაპატიებ;
ბ) ვუსაყვედურებ, მაგრამ ძალიან არ გავუბრაზდები;
გ) არაფერს ვეტყვი, მაგრამ ისე მოვიქცევი, ინანოს.
6. როცა სხვების თანდასწრებით ერთი ამცირებს მეორეს ან უხერხულ მდგომარეობაში აყენებს:
ა) ჩვენ ვცდილობთ, ურთიერთობა სხვების თანდასწრებით არ გავარკვიოთ. მაქსიმალურად ვუფრთხილდებით ჩვენს პირად ღირსებებს;
ბ) ზოგჯერ ასეც ხდება ხოლმე და მერე ორივე ვნანობთ;
გ) რატომ არის ეს უხერხული? მთავარია, სიტყვები ძალიან დამამცირებელი არ იყოს.
ნახეთ შედეგები:
როცა პასუხების უმრავლესობა არის „ა“ ვარიანტი: დიდი ალბათობით, თქვენი ურთიერთობა ახალია. ამიტომაც გაგრძელდა ამდენ ხანს რომანტიკა. თუ დიდი ხნის წყვილი ხართ, მაშინ გილოცავთ! ფაქტობრივად, ერთმანეთისთვის ხართ შექმნილი.
„ბ“ ცეცხლი და წყალი – სწორედ ასეა თქვენი ურთიერთობა. აბსოლუტურად განსხვავებულები ხართ. თანაც, ცდილობთ, ერთმანეთი გადააკეთოთ. ჩვეულებრივ, ასეთი მცდელობები კრახით სრულდება ხოლმე. დათმობა ისწავლეთ. ნუ შეგეშინდებათ ისეთი ცვლილებების, რომლებიც თქვენს ურთიერთობას მხოლოდ წაადგება.
„გ“ საერთო, პრაქტიკულად, არაფერი გაქვთ. უცნაურია, დღემდე ერთად როგორ ცხოვრობთ. ერთმანეთს გულს ისე ატკენთ, რომ მერე დიდხანს ვერ ერევით წყენას. თუ თქვენში სიყვარული ისევ ცოცხლობს, რაღაც შეცვალეთ. გადადგით პირველი ნაბიჯი და ნუ დაელოდებით მისგან საპასუხოს.
скачать dle 11.3