კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 როგორ აპირებდა ლავრენტი ბერია საბჭოთა ატომური ფლოტის შექმნას

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერიას ინოვაციებს შორის, რომლებიც წარმატებით დაინერგა სხვადასხვა სფეროში, არ ფიგურირებს მისი იდეა ავიამზიდების შექმნის თაობაზე, რომელსაც განხორციელება არ დასცალდა და  ხრუშჩოვმა ის ჩანასახშივე მოსპო, რა თქმა უნდა, ბერიას მკვლელობისთანავე.
გენერალ-ლეიტენანტი იური კესარევი წერს: „ზღვის ავიამზიდების შექმნის იდეა, ჯერ კიდევ, მეცხრამეტე საუკუნეში წარმოიქმნა და იმ იდეის განხორციელების მცირე ჩანასახებიც კი იყო. მეოცე საუკუნეში ფაშისტებმა შექმნეს კიდეც რაღაც ავიამზიდის მსგავსი, რაც ერთ „მესერშმიდტს“ იტევდა, თუმცა ამან არ გაამართლა. ნამდვილი, თანამედროვე ტიპის ავიამზიდის შექმნის იდეა 1950 წელს, სწორედ, ლავრენტი ბერიას მოუვიდა თავში. თანაც არა მარტო ავიამზიდის, რომელსაც თანამედროვე ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი და მოძრავი ანგარი ექნებოდა, არამედ ატომური ავიამზიდისა...“
1950 წელს საბჭოეთი უკვე ატომური სახელმწიფო იყო და ინოვატორი ბერია ფიქრობდა, რომ უმძლავრესი ატომური ენერგია არა მარტო სამხედრო-დამანგრეველი მიზნებისთვის გამოეყენებინა, ანუ ატომური ბომბები ეკეთებინა, არამედ, ნაწილობრივ, სამხედრო-ტექნიკური და უფრო ფართოდაც კი, სამოქალაქო-მშვიდობიანი მიზნებისთვის – ატომური ელექტროსადგურების მშენებლობისთვის.
ადმირალი გორშკოვი იხსენებდა: „ბერია ძალიან გატაცებული ადამიანი იყო. ანუ – მას ისე გაიტაცებდა ხოლმე იდეა, რომ სანამ ყოველმხრივ არ დაალაგებდა, ვერ მოისვენებდა. ატომური ავიამზიდებისა და ატომური ყინულმჭრელების შექმნის იდეა ბერიას გონების ნაყოფი იყო. მან შეკრიბა ამ სფეროების ინჟინერ-მეცნიერები, დაამუშავებინა ეს იდეა და როცა ითქვა, რომ ასეთი რამის განხორციელება რეალური იყო, ამხანაგ სტალინთან მივიდა და ყველაფერი დაწვრილებით ჩამოუყალიბა, აუხსნა და თანხმობა და ფინანსები მიიღო. თუმცა, პირველი საბჭოური ატომური ავიამზიდები, ოფიციალურად, მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში აიგო. სინამდვილეში კი მათი მშენებლობა 1951 წელს დაიწყო და რომ არა ბერიას დაპატიმრება, 1953 წლის მიწურულს, საბჭოთა ფლოტი უკვე ამ მძლავრი ტექნიკით იქნებოდა შეიარაღებული“.
სხვათა შორის, ბერიას საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ სტალინი დაერწმუნებინა იდეის სისწორეში და საბჭოთა ბელადს თანხები გამოეყო ატომური გემების მშენებლობისთვის, რაც იმ პერიოდში 70 მილიონი მანეთი ღირდა. პირველ ავიამზიდსა და პირველ ყინულმჭრელს, შესაბამისად, „იოსებ სტალინი“ და „გორი“ დაარქვეს (სტალინის პატივსაცემად). ორივე, თითქმის, მზად იყო და 1953 წლის აგვისტოში უნდა შესულიყვნენ ექსპლუატაციაში. დარჩენილი იყო მხოლოდ ატომური რეაქტორების მონტაჟი ძრავებისთვის და სწორედ ამ დროს მოკლეს ბერია. ორივე გემის დასრულება კი ხრუშჩოვმა აკრძალა. რეაქტორები არზამასში დააბრუნეს, ხოლო უზარმაზარი ხომალდები კი, არც მეტი არც ნაკლები, უმოწყალოდ დაჭრეს და ჯართში ჩააბარეს.
სიცოცხლის ბოლოს ლაზარ კაგანოვიჩი წერდა: „ხრუშჩოვმა  ქვეყანა არა ერთხელ აზარალა და უკან დასწია. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სწორედ, ხრუშჩოვის ამ განკარგულებამ დააკნინა საბჭოთა ატომური-სარაკეტო ფლოტი. და ეს არ ყოფილა გამონაკლისი, მისმა არაკვალიფიციურმა გადაწყვეტილებებმა ბევრჯერ მოუტანა ზიანი  საბჭოთა კავშირს. ვნანობ, გულწრფელად ვნანობ, რომ ხრუშჩოვს ბერიას დამხობაში დავეხმარე და სწორედ ნიკიტა უნდა მიგვეყენებინა კედელთან და არა ბერია, რომელსაც, თურმე, მრავალი სიყალბე აჰკიდეს...“
კაგანოვიჩი მხოლოდ სიმართლის ნახევარს ამბობს. ის მართალია, როდესაც ხრუშჩოვის არაკომპეტენტურობაზე ლაპარაკობს, მაგრამ აშკარად ცრუობს, როცა აცხადებს, თურმე, ბერიას მრავალი სიყალბე აჰკიდესო. გამოდის, რომ კაგანოვიჩმა გვიან გაიგო, რომ ბერიას სიყალბე აჰკიდეს და ის უდანაშაულო იყო. ასეთი რამ გამორიცხულია და კაგანოვიჩს არ შეიძლება, არ სცოდნოდა, რომ მარშალ ბერიას წინააღმდეგ შედგენილი ბრალდებები ყალბი და ყურით მოთრეული იყო...
ნიშანდობლივი ფაქტია, რომ თითქმის ყველა ის ადამიანი, ვინც ბერიას წინააღმდეგ შეთქმულებაში მიიღო მონაწილეობა (ხრუშჩოვის გარდა), სხვადასხვა დროს ნანობდა ამ ფაქტს და ბერიას უდანაშაულობაზე ლაპარაკობდა. გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „ორად ორი უტიფარი ადამიანი ვიცი ამქვეყნად, ვინც ბერიას ვერაგულ მკვლელობას არ ნანობდა. ესენია – ხრუშჩოვი და გაგენპროკურორებული რომან რუდენკო. ან, რატომ უნდა ენანათ მათ ეს საშინელი მკვლელობა, რადგან ერთი შემკვეთი იყო (ხრუშჩოვი), მეორე კი (რუდენკო) – შემსრულებელი და სწორედ ის თითხნიდა პოსტფაქტუმ ბერიას წინააღმდეგ არნახულ ბრალდებებს. სხვათა შორის, რუდენკო იქამდეც კი მივიდა, რომ ჩემთან, ციხეში, ვლადიმირის საპყრობილეში მოვიდა და მითხრა:
– ჩვენება დამიწერე, რომ ტროცკის მკვლელობა უშუალოდ ბერიას მიერ იყო ორგანიზებულიო.
მე მას ვუპასუხე:
 დიახ, და ეს მართლაც ასე იყო. ბერიამ განახორციელა ტროცკის ლიკვიდაციის ორგანიზება და მე და ჩემმა მეგობრებმა შევასრულეთ. ბრძანება სტალინმა გასცა, მაგრამ მოქალაქე პროკურორო, ერთი ეს მითხარით, ტროცკის, ამ ხალხის მტრის რეაბილიტაციას აპირებთ-მეთქი?
როგორც შემდგომ გავიგე, თვით  ხრუშჩოვს აუკრძალავს რუდენკოსთვის ეს სისულელე...“
რაც უნდა ცუდი ილაპარაკონ ბერიაზე და ეს უნიჭიერესი სახელმწიფო მოღვაწე მონსტრად წარმოაჩინონ, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ყველაზე დიდ წარმატებებში, რასაც საბჭოთა კავშირმა მიაღწია გასული საუკუნის 30-50-იან წლებში, ბერიას უდიდესი წვლილი იყო, რა თქმა უნდა, სტალინთან ერთად და ალბათ, კიდევ მრავალ სიახლეს შევიტყობთ ამ ადამიანზე, როდესაც ჯერ კიდევ საიდუმლო დოკუმენტები გასაჯაროვდება.
скачать dle 11.3