კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ძალიან მიმძიმს, მაგრამ ვერ ავაწყვე ოჯახური ცხოვრება და განქორწინება მინდა. თუმცა ჯვარდაწერილები ვართ და როგორ მოვიქცე?
პასუხი:
ეკლესია ჯვარდაწერილ წყვილს ახსენებს იმ ვალდებულებებს, რაც ჯვრისწერისას აიღეს – ეს ორი ადამიანის ერთსულ და ერთხორც ყოფნა და ღვთისა და ერთმანეთის სიყვარულია. მაგრამ ხშირად ადამიანი უძლურია და მისი ბუნება ვერ უძლებს მოვალეობების ტვირთს და ოჯახურ სიმძიმეს. ასეთ დროს, სამწუხაროდ, ორი ადამიანის ერთად თანაცხოვრება შეუძლებელი ხდება და იძულებით ერთად ყოფნას, ხშირად, ბოროტებაც მოჰყვება. ასეთ შემთხვევაში, თუმცა ეკლესია ამას ეწინააღმდეგება, მაინც უმჯობესია გვირგვინის ახსნა, რათა უფრო დიდი ბოროტება არ მოხდეს. ჯვრის ასახსნელად მეუღლეებმა იმ ეპარქიის ეპისკოპოსს უნდა მიმართოთ, სადაც ცხოვრობენ.
კითხვა: პირველად გამიჩნდა აღსარების თქმის სურვილი. ისეთი მოძღვარი მჭირდება, ვისთანაც გულის გახსნას შევძლებ. როგორ უყურებს ეკლესია ამ საკითხს, ცოდვას ხომ არ ჩავდივარ მოძღვარს რომ ვეძებ?
პასუხი:
თქვენი დამოკიდებულება მისაღებია და გასაგები. ღმერთმა ყოველ ჩვენგანს მისცა არჩევნის უფლება და ეს არჩევანი მოძღვარსაც ეხება. შეგიძლიათ, შეარჩიოთ ისეთი მოძღვარი, რომელიც თავისი თვისებებით აღსარების თქმას გაგიიოლებთ. ადამიანურ ურთიერთობებს დიდი მნიშვნელობა აქვს. სულიერი მოძღვრების მოსაძებნად, შეგიძლიათ, რამდენიმე ტაძარში დაესწროთ წირვა-ლოცვას და მოუსმინოთ იქაური მოძღვრის ქადაგებას. გაესაუბრეთ რამდენიმე მოძღვარს. მთავარია, მოძღვრის დახმარებით ეკლესიაში მიხვიდეთ, მისი ნდობა გქონდეთ, ამიტომ თქვენსა და თქვენს მოძღვარს შორის სრული ურთიერთგაგება უნდა იყოს.
კითხვა: რადგან სხვა შემოსავალი არ მაქვს, ჩემს მცირე დანაზოგს ვაპროცენტებ. მარტოხელა დედა ვარ და ამით ვირჩენ თავს. ცოდვას ხომ არ ჩავდივარ?
პასუხი:
მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის თანახმად, მევახშეობა (ფულის გაპროცენტება) ცოდვაა.
კითხვა: ადამიანი თავისი ცხოვრების განმავლობაში ხშირად სჩადის უნებლიე ცოდვებს. როგორ უნდა გამოვისყიდოთ ისინი?
პასუხი:
ბერი პაისის მიხედვით: „ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ უნდა დავუნთოთ სანთელი მათ, ვისთვისაც გვიწყენინებია, ანგარიშში მოგვიტყუებია, მოგვიპარავს, ვალი არ დაგვიბრუნებია და მოვინანიოთ აღსარებაში“.
კითხვა: ვინ შთააგონებს ადამიანს ცოდვიან აზრებსა და სურვილებს?
პასუხი:
ცოდვიან აზრებსა და სურვილებს ჩვენ შთაგვაგონებს ბოროტი ძალა – ეშმაკი; უკეთური, ცუდი ადამიანები და ჩვენივე საკუთარი მიდრეკილებები ცოდვისკენ.
კითხვა: როცა მაბრაზებენ, თავშეუკავებლობას ვიჩენ და შემდეგ ძალიან ვნანობ. მირჩიეთ, როგორ მოვთოკო ვნებები?
პასუხი:
სანამ რამეს იტყვით ან ჩაიდენთ, შეჩერდით და გულში თქვით იესოს ლოცვა. ეს აუცილებლად დაგამშვიდებთ.скачать dle 11.3