კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 რატომ არ უნდა ებრძოლოს ადამიანმა უკვე ჩადენილ ცოდვას და რატომ არის საშიში ქრისტიანისთვის ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდი

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

ვნებები განსაკუთრებით დიდი მარხვის დასრულების შემდეგ გვიტევენ და ხშირად აღდგომის მარხვაში მიღებულ მადლს, რამდენიმე წუთში ვკარგავთ. როგორ უნდა ებრძოლოს ადამიანმა ვნებებს, როგორ უნდა გაატაროს ბრწყინვალე შვიდეული, ამის შესახებ გესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი).

– ვნებებთან ბრძოლითა და ამ გზით შეძენილი გამოცდილებით, წმიდა მამებმა შექმნეს სულიერი ბრძოლის სქემა. ყველა ცოდვითი განწყობა, ადამიანის სულისა, მომდინარეობს რვა მთავარი ვნებისგან. ესენია: 1. ნაყროვანება, 2. სიძვა, 3. ვერცხლისმოყვარეობა, 4. მრისხანება, 5. მწუხარება (მოწყინება), 6. სასოწარკვეთილება, 7. ამპარტავნება, 8. სიამაყე. სწორედ ესენი გვევლინება ჩვენს სულში ცოდვების მთავარ აღმძვრელად. რაც მთავარია, მათ შორის არსებობს კავშირი და ხშირად ერთი მეორის წარმოშობის მიზეზი ხდება. ასკეტი მამები დამაჯერებლად გვიყვებიან იმას, თუ როგორ შეუმჩნევლად წარმოიქმნება ერთი ცოდვისგან მეორე. ვნებათა შორის ყველაზე ბუნებრივი არის ნაყროვანება, რადგან ის წარმოიშობა ჩვენი ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებიდან. შიმშილსა და წყურვილს გრძნობს ყველა ნორმალური ადამიანი, მაგრამ, არანორმალურად მიღება საკვებისა, სასმლისა, ნორმალურ მოთხოვნილებას გადააქცევს უნორმოდ, ბუნებრივის საწინააღმდეგოდ. ბიწიერად ნაყროვანება, ესე იგი, უნორმო კვება, ბუნებრივად აღძრავს ხორციელ სურვილს, სექსუალურ მისწრაფებებს, რომელსაც, თუ არ მოვიკვეთთ, მივყავართ სიძვის ვნებამდე. ამ გზით იშვება ყოველგვარი ბილწი აზრი, სურვილი, ოცნება და ასე შემდეგ. ამ სამარცხვინო ვნების დასაკმაყოფილებლად ადამიანს სჭირდება მატერიალური საშუალება, რაც, თავის მხრივ, შობს ვერცხლისმოყვარეობის ვნებას, რომლისგანაც იღებს სათავეს ყველა ის ცოდვა, რაც ფულთან არის დაკავშირებული: ფლანგვა, ფუფუნება, სიძუნწე, ნივთმოყვარეობა, სიხარბე, შური. ჩვენი ცხოვრების მატერიალური წარუმატებლობა გვაგდებს მრისხანებაში, გვეუფლება მწუხარება და სასოწარკვეთილება. მრისხანებისგან წარმოიშობა ყველა ცხოვრებისეული ცოდვა, რომელიც ვლინდება ნერვიულობით, თავშეუკავებლობით, შფოთვით, ჩხუბით, გაბოროტებით.
– მამაო, ხშირ შემთხვევაში ვნებების საწყისად სათნოებები გვევლინებიან. ჩვენ გვგონია და ვფიქრობთ, რომ კეთილ საქმეს ჩავდივართ, სინამდვილეში კი ისინი სხვადასხვა ვნებების გამოვლინება და განხორციელებაა.
– ასკეტი მამები განასხვავებენ ვნებებს, რომლებიც სიბილწიდან, უშუალოდ კი, ბოროტებიდან, იშვებიან და ქმნიან შთაბეჭდილებას, თითქოს მათი საწყისი სათნოებაა. ამგვარი მიდგომა კი განსაკუთრებულად საშიშია.
ვნების საშიშროება მარტო ის კი არ არის, რომ ის შევიდა ადამიანის სულში, არამედ ისიც, რომ შემდეგ ის ბატონობს ადამიანზე ჩვევებით, მოგონებებით, ამა თუ იმ ცოდვით, გაუთვითცნობიერებელი გატაცებით.  ევაგრე მონაზონი კი ასე გვასწავლის: „რაზეც ჩვენ გვაქვს ვნებითი მეხსიერება, ის, რაც ადრე საქმით მიგვიღია ვნებითად, მასზე შემდგომში გვექნება ვნებითი მეხსიერება“, იგივე მოღვაწე გვასწავლის, რომ ყველა ვნება ერთნაირად ვერ ფლობს ადამიანს, ხორციელ ვნებათა ეშმაკები უფრო მალე ტოვებენ მას, რადგან, გარკვეული დროის შემდეგ, ადამიანი ბერდება და მისი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება მცირდება. სულიერ ვნებათა ეშმაკები კი „სიკვდილამდე მტკიცედ დგანან და აფორიაქებენ სულს“.  „ხორციელი ვნებების მოძრაობას სპობს თავშეკავებულობა, ხოლო სულიერისას – სულიერი სიყვარული“. ღირსი იოანე კასიანე რომაელი წერს: „სულიერ ვნებებს უნდა ვუშველოთ გულის უბრალო მკურნალობით, მაშინ, როდესაც ხორციელი ვნებები ორნაირად იკურნება: გარეგნული საშუალებებით (თავშეკავებულობით) და შინაგანით (სათნოებათმოყვარეობით). უნდა ვისწავლოთ ბრძოლა არა ბოროტ ქმედებებთან, არამედ ამ ბოროტების დამბადებელ ავ სულებთან ან ბოროტ ზრახვებთან. უშედეგოა უკვე მომხდართან ბრძოლა, იმიტომ რომ, ცოდვა ჩადენილია, საქმე აღსრულებულია, მომხდარის შეცვლა კი არავის ძალუძს, მაგრამ ადამიანს ყოველთვის შეუძლია, აიცილოს მომავალში მსგავსი ცოდვები.
– მამაო, აღდგომის მომდევნო შვიდი დღე არის ბრწყინვალე შვიდეული. როგორ უნდა იცხოვროს ქრისტიანმა ბრწყინვალე შვიდეულში, რომ ის მადლი, რომელიც მან დიდმარხვის დროს მიიღო, თვისი ხორციელი და სულიერი ვნებებით ძალიან მალე არ გაფანტოს?
– ძალიან ბევრი, იმის გამო, რომ 47 დღის განმავლობაში თავგამოდებით მარხულობდა და არ გაეკარა არაფერს სახსნილოს, მიეცემა თავაშვებულობას და ისეთ ცოდვაში ჩავარდება, შეიძლება, თომას კვირას ეკლესიაშიც ვერ მოვიდეს. როგორც ბასილი დიდი ამბობს, ქრისტიანი დღესასწაულს ბოყინითა და სლოკინით არ უნდა ზეიმობდეს. საშიშია ქრისტიანის ცხოვრება არა ვნების შვიდეულში, არამედ, ბრწყინვალე შვიდეულში. მარხვის მძიმე დღეებში მორწმუნე მაინც ორგანიზებას უკეთებს საკუთარ საქციელს – დადის ეკლესიაში, ლოცულობს, მეტანიებს აკეთებს, ბრწყინვალე დღეებში კი ყველა ერთობა, მოლხენითაა და ამ დროს ეშმაკი მათთან ახლოს არის. შესაბამისად, ამ დღეებში ქრისტიანს მეტი გულისხმისყოფა, სიფრთხილის, თავმდაბლობისა და ყურადღების გამოჩენა სჭირდება, რათა არ დაკარგოს ის მადლი, რაც 47 დღის განმავლობაში მიიღო. აღდგომის სიხარული მხოლოდ ერთი დღით არ შემოიფარგლება, ამას ერთი დღე კი არა, რამდენიმე წელიწადი არ ეყოფა. ყველა ბრწყინვალე მოვლენას ანგელოზები აუწყებენ ადამიანს, მაგრამ არც ანგელოზებმა და არც ადამიანებმა არ იციან ბოლომდე ამ სიხარულის შესახებ, რომ ეს სიხარული ღვთაებრივი, ზეციური, გონებით მიუწვდომელია. როდესაც გაცხადებულად შეეხები ღვთაებრივს, ადვილია, ირწმუნო, მაგრამ, როცა არ გინახავს და მაინც მტკიცედ გწამს, რომ იესო ძე ღვთისაა და ჭეშმარიტად აღსდგა მკვდრეთით – აი, ასეთ რწმენას აქებს უფალი. ადამიანის ხასიათი ისეთია, უჭირს იმის რწმენა, რაც არ უხილავს. თომას კვირა ჩვენთვის არის კიდევ ერთი განმტკიცება, დაჯერება, დარწმუნება იმაში, რომ ქრისტე მართლა აღდგა. თომას „ურწმუნო” კი არ უნდა ვუწოდოთ, არამედ, ის არის ჩვენი წინამძღვარი რწმენაში, რომელმაც დაიმდაბლა თავი, დაეჭვდა და სიმდაბლით იკითხა ეს. ჩვენ რამდენჯერაც დავეცემით, იმდენჯერვე უნდა ავდგეთ, დავიმდაბლოთ თავი, მივიდეთ ეკლესიაში. კვირაცხოვლობა დღეს ქრისტიანებს ეკლესიაში არტოსი ურიგდებათ,  რომელიც არის სიმბოლო იმისა, რომ მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, როდესაც მოციქულები აზიარებდნენ ხალხს და სხდებოდნენ ტრაპეზზე, ერთ ადგილს ცარიელს ტოვებდნენ. იქ დებდნენ პურს და ამბობდნენ: ეს არის მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ანუ, არტოსი არის წმიდა პური, სიმბოლო იესო ქრისტესი, იკურთხება აღდგომა დღეს, ერთი კვირის განმავლობაში არის დაბრძანებული ტაძარში და თომას კვირის წინა შაბათს ურიგდებათ მორწმუნეებს. მათ ის აქვთ მთელი წლის განმავლობაში და სნეულებაში, განსაცდელში იხმევენ.
скачать dle 11.3