კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 მამაკაცებს უნდა ახსოვდეთ..

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე


სიყვარულს დანახვა, დაფასება და შენარჩუნება სჭირდება.  ხშირად ისე ხდება, რომ დაოჯახების შემდეგ, შეყვარებული წყვილი ისეთი ბედნიერი აღარ არის, როგორც ქორწინებამდე.  თითქოს ოჯახური რუტინა სიყვარულს ელფერს უკარგავს. ამბობენ, რომ ყველაფერი ქალზეა  დამოკიდებული, თუმცა ასე არ არის. ყველა მამაკაცს უნდა ახსოვდეს თუ ოჯახურ ცხოვრებაში სადავეებს ხელში აიღებს, ბოლომდე შეინარჩუნოს მთავარი მესაჭის სტატუსი და იზრუნოს ოჯახურ  ბედნიერებაზე.
რა უნდა იცოდეს მამაკაცმა, რომელმაც დაოჯახება გადაწყვიტა:
*  იყავით ფაქიზი და ყურადღებიანი ქორწინების პირველ თვეს, პირველ წელს და პირველ ათწლეულში. ცოლებს ქმრების ყურადღება და სითბო ყველაზე მეტად სწორედ ამ პერიოდებში სჭირდებათ;
* ეცადეთ, ცოლს ხშირად უთხრათ ალერსიანი სიტყვები. მაშინ მასში კამათის სურვილსაც ჩაკლავთ;
* სამსახურში წასვლისას და სახლში დაბრუნებისას ცოლს აკოცეთ. ამისთვის არც დიდი შრომა და არც ფულია საჭირო. სამაგიეროდ, კოცნა ცოლს თქვენს სიყვარულში დაარწმუნებს და თუ დილით ამბორით დაემშვიდობებით, საღამოს კარგ ხასიათზე დაგხვდებათ;
* თუ გინდათ,  ცოლმა უფრო მეტად შეგიყვაროთ და პატივი გცეთ, ოჯახში ყველაზე მძიმე სამუშაო საკუთარ თავზე აიღეთ;
* გახსოვდეთ, კონფლიქტის დროს, დათმობა სჩვევია მას, ვინც ჭკვიანი და კეთილია;
* ხანდახან  აუცილებელია, ცოლს სხვა მამაკაცის თვალით შეხედოთ;
* არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ყველა ქალს თავისი უარყოფითი თვისება, უცნაურობა და ჭირვეულობა ახასიათებს;
* თუ თქვენ ჯერ კიდევ ვერ აღმოაჩინეთ ცოლის ხიბლი, ესე იგი ცუდად ეძებთ.
და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ ნამდვილი მამაკაცია ის, ვისაც ერთი ქალის გაბედნიერება მაინც შეუძლია.

ის,  რაც
 ქორწინებამდე უნდა
 იცოდეთ

დაიხსომეთ ეს რჩევები და აუცილებლად დაგეხმარებათ, იყოთ თქვენი მეუღლისთვის მნიშვნელოვანი წლების განმავლობაში.
ურთიერთობის პირველივე დღიდანვე უნდა იცოდეთ, რომ   სიყვარული ერთმანეთის მიმართ ვალდებულება არაა. ეცადეთ, სირთულეების, განსხვავებული აზრებისა და ინტერესების მრავალფეროვნების მიუხედავად, პარტნიორის მიმართ კარგი დამოკიდებულება და სიყვარული წლების განმავლობაში შეინარჩუნოთ.
ამბობენ,  თანაცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი წყვილებისთვის შვილის გაჩენის შემდეგ იწყება.   ნორმალური ურთიერთობის შემთხვევაში, გადატანილი დაბრკოლება კიდევ უფრო გააძლიერებს ოჯახს.  მთავარია, გაითვალისწინოთ მარტივი  რჩევები: ნუ დაიგროვებთ წყენას. ილაპარაკეთ  ყველაფერზე, მშვიდად გაარჩიეთ სიტუაცია,  რომელიც  გაწუხებთ. ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა. შეგიძლიათ, დამხმარეც დაიქირაოთ.
ოჯახური ვალდებულება ინტიმურ ცხოვრებას მეორეხარისხოვანს ხდის – იყავით მეტად მოსიყვარულე მეუღლის მიმართ. ხშირი ჩახუტება, მოფერება, რომანტიკული ფილმების ერთობლივად ყურება გაგიუმჯობესებთ ურთიერთობას ამ სფეროში.
იყავით ყოველთვის გულახდილი და თავისუფალი.  მეტი პოზიტივი და  ბედნიერების განცდა...

ოჰ, ეს მამაკაცები...

ქალებს ხშირად აქვთ მამაკაცების მიმართ პრეტენზიები, სხვათა შორის, არგუმენტირებული და საფუძვლიანიც. გვინდა თუ არ გვინდა, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ. ამიტომ  თუკი გინდათ, იდეალური მამაკაცის იმიჯს მიესადაგებოდეთ, გაეცანით იმ თვისებებისა და ჩვევების ჩამონათვალს, რომლებიც ქალებს ძალიან აღიზიანებთ.
შიშველი მამაკაცი, წინდებით, ქალში სიმპათიებს ნამდვილად არ იწვევს. ასეთ შემთხვევაში, მას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ კაცს მუდმივად სადღაც ეჩქარება. ნუ ივლით მის თვალწინ მხოლოდ წინდების ამარა. გაუფრთხილდით თქვენს იმიჯს.
მამაკაცებს უნდა ახსოვდეთ – ქალი ისეთი არსებაა, შეუძლია, საყვარელი მამაკაცის მანქანაზეც კი იეჭვიანოს. როდესაც მამაკაცი საკუთარ მანქანას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, ქალი ამ დროს თავს მიტოვებულად გრძნობს და ეჭვიანობას იწყებს.  ეცადეთ, ყურადღება თანაბრად გადაანაწილოთ, თორემ მანქანას კი არა თქვენ შეგიძულებთ.
ქალებს ნაკლებად მოსწონთ ღორმუცელა მამაკაცები, რომლებიც ბევრს  ჭამენ. ქალი  ფიქრობს, რომ ასეთ პარტნიორთან იძულებული  იქნება, დააკმაყოფილოს მამაკაცის გასტრონომიული მოთხოვნები და მუდმივად სამზარეულოში იტრიალოს.
ქალის გამხიარულება ძნელი არ არის, მაგრამ მათ, რატომღაც, არ ეცინებათ იმ ანეკდოტებზე, რომლებიც მამაკაცების საზოგადოებაში სიცილ-ხარხარს იწვევს, ქალთან საუბრისას ერიდეთ ისეთი ანეკდოტის მოყოლას, რომელიც რთული აღსაქმელია.
გახსოვდეთ, ქალმა შეიძლება ყურადღება არ მიაქციოს ძვირფას, ლამაზ ჰალსტუხს, მაგრამ ფეხსაცმელზე გართულება აქვს. მის თვალში მამაკაცის მიმართ სიმპათიები იკლებს, თუ ფეხსაცმელზე გაცვეთილ ქუსლს, გახსნილ ზონარსა და ჭუჭყიან ზედაპირს ნახავს.
და კიდევ, ნუ შეადარებთ დედას და ცოლს ერთმანეთს. ორივე გაგიწყრებათ.

მე მე ვარ

თუ არ იცით, რაშია თქვენი დანიშნულება, მაშინ ცხოვრება მცდარი გზით წავა. შეიძლება, გვიან მიხვდეთ იმას, რომ რასაც აკეთებთ, თქვენი საქმე არ არის. როგორ უნდა იპოვოთ საკუთარი თავი და იყოთ ის, რაც ხართ? არსებობს მარტივი წესები:
* დაიწყეთ იმით, რომ იპოვეთ საინტერესო საქმე, რომელიც სიამოვნებას მოგგვრით. ბედნიერება ძალიან მარტივ ნიუანსებშია. მათ შორის ერთ-ერთი საკუთარი შესაძლებლობის რეალიზებაა.
* გაითვალისწინეთ მაგალითები: მიმოიხედეთ გარშემო, იპოვეთ ადამიანი, რომელსაც ყველაფერი სწორედ ისე აქვს, როგორც საკუთარი თავისთვის ისურვებდით. ნახეთ, როგორ ახერხებს ამას და მიბაძეთ. სხვათა შორის, მისაბაძი ადამიანი ყოველთვის კარგი სტიმულია.
* ძალიან მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ მთავარია, რამე ძალიან გინდოდეთ და მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. იფიქრეთ ხშირად და კონცენტრირებულად ამ მიზანზე. მოიზიდეთ ის ადამიანები და სიტუაციები, რომლებიც მის მიღწევაში დაგეხმარებათ. მთავარია ისიც, თუ რამდენად ყურადღებიანი იქნებით. ზოგჯერ პასუხები მნიშვნელოვან შეკითხვებზე ცხვირწინ არის და ვერ ვამჩნევთ.
* არასოდეს არაფრის შეგეშინდეთ – არც ადამიანების, არც სიტუაციების და არც დროებითი მარცხის. ეს ხომ თქვენი ცხოვრებაა. აჯობებს, რაღაც გააკეთოთ და არ გამოგივიდეთ, ვიდრე გულხელდაკრეფილი იჯდეთ. ყოველი მცდელობა გამოცდილებას დაგიგროვებთ და დადგება დღე, როცა წარმატება მოვა.скачать dle 11.3