კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 როდის უჩნდება გათხოვილ ქალს სხვა მამაკაცთან ხანმოკლე და რომანტიკული ურთიერთობის სურვილი

თათია ფარესაშვილი დალი მიქელაძე

ქალებისგან გაცილებით მეტს ითხოვენ, ვიდრე მამაკაცებისგან – ქალი შედარებით მაღალი მორალის უნდა იყოს, მან საკუთარი გრძნობები და ემოციები ოჯახის „სიწმინდის“ სამსხვერპლოზე უნდა მიიტანოს. არავინ კითხულობს, რა უნდა მას ცხოვრებაში რეალურად. შესაბამისად, ზარალდება ქალის ფსიქოემოციური მდგომარეობა. ქალები კარგავენ საკუთარი თავის რწმენას, დეპრესიისკენ მიდრეკილები ხდებიან და ამის ფონზე მეუღლეებთან ურთიერთობაც უმწვავდებათ.
ზოგიერთ ქალს სწორედ ამ პერიოდში უჩნდება სურვილი, როგორმე თავს უშველოს და ხსნას რომანტიკულ თავგადასავალში ხედავს – ოჯახის გარეთ. რეალურად შველის თუ არა ეს სიტუაციას? ყველაფერი ინდივიდუალურია.


მარიამი (42 წლის): ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. წინასწარ ვერაფერს გათვლი და ვერც იმის მტკიცებას დაიწყებ, რომ რაღაცას არასოდეს გააკეთებ. ჩემს თავზე გამოვცადე, რაზეც ახლა ვლაპარაკობ. ერთი შეხედვით, არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა. როგორ მივედი ზღვარზე, არ ვიცი. როგორ მივაღწიე იმ წერტილს, როცა ყველაფერი სულერთი ხდება, წარმოდგენა არ მაქვს. მაგრამ ფაქტია, რომ ლამის გამოუვალ სიტუაციაში აღმოვჩნდი. თუმცა, ისიც უნდა ვაღიარო, რომ ჩემთვის სასარგებლო დასკვნებიც გავაკეთე.
– რა დასკვნებზე საუბრობთ და როდის ხდება სულერთი გათხოვილი ქალისთვის ოჯახის ინტერესები?
– მე არ ვამბობ, რომ ჩემთვის ოჯახის ინტერესები სულერთი გახდა, მაგრამ მივხვდი, რომ ვეღარც ძველებურად გავაგრძელებდი. სული მეხუთებოდა. საკუთარ თავს სულ უფრო ხშირად ვიცოდებდი და ვტიროდი. ვწუწუნებდი, ვგრძნობდი, ჩემ გვერდით ყოფნა არც ისეთი სასიამოვნო იყო, მაგრამ არაფრის გამოსწორება არ შემეძლო, მით უფრო ქმრისთვის არ ვიყავი საყვარელი.
– მიზეზი იცით, რატომაც გემართებოდათ ასე?
– თავიდან მიზეზებზე წარმოდგენა არ მქონდა. ყველაფერს ისევ საკუთარ თავს და ცუდ ხასიათს ვაბრალებდი. ხან თავს ვისჯიდი იმით, რომ სახლში ვიკეტებოდი, ახალ ტანსაცმელს აღარ ვყიდულობდი, ქმარსაც ვეღარ ვეუბნებოდი შენიშვნებს. მიმაჩნდა, რომ ის იყო ყველაფერში მართალი, მე კი – დამნაშავე.
– რეალურად რაში იყო საქმე?
– სწორედ მაგის მოყოლას ვცდილობ. ახლა ვფიქრობ, რომ ყველა პრობლემის სათავე ჩვენშია. ჩვენ როგორც გვინდა, ისე იქნება, თუკი მივხვდებით, რომ საკუთარი თავის ბატონ-პატრონები თავადვე ვართ. მე ეს არ ვიცოდი. ვწვალობდი, ვიტანჯებოდი. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ქმარი მხარში მედგა და რამეში მეხმარებოდა. პირიქით, სულ გამემიჯნა, გამიუცხოვდა და თითქოს მერიდებოდა კიდეც. ვერ ვიგებდი – აღარ ვუყვარდი თუ, უბრალოდ, თავს არ იწუხებდა ჩემთვის, თავისთვის იყო. შეიძლება, იმ პერიოდში საყვარულიც ჰყავდა – ეს უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.
– საყვარელი ჰყავდა თუ არა, ეს იყო ნაკლებად მნიშვნელოვანი?
– დიახ. რატომ გიკვირთ? ზოგჯერ კაცს ჰყავს საყვარელი, მაგრამ ცოლს არანაირი დისკომფორტი არა აქვს ამისგან. მამაკაცზეა დამოკიდებული. შეიძლება, ვერ ხვდებით კარგად, რას ვამბობ, მაგრამ მე ბევრი ასეთი ქალი და ოჯახი მინახავს. ჩემს საქციელსაც არ დავარქმევდი ღალატს. მე ეს პატარა თავგადასავალი ჰაერივით მჭირდებოდა. შეგნებულად კი არ დამიწყია კაცის ძებნა, რაღაცნაირად, თავისით მოხდა. შემთხვევით გავიცანი ადამიანი, რომელმაც ცხოვრება გამიხალისა და მისი გაგრძელების საშუალება მომცა. თურმე, როგორი აუცილებელი ყოფილა ბედნიერებისა და სიყვარულის განცდა.
– სხვა კაცთან განიცადეთ ბედნიერება და სიყვარული? ქმრის მიმართ ამ ყველაფერს აღარ გრძნობდით?
– რაღაც პერიოდი – აღარ. ლტოლვაც გამიქრა, სურვილიც და ის ემოციაც აღარ მქონდა, ნებისმიერ ქალს სტიმულს რომ აძლევს. მაშინ მივხვდი, რა მაკლდა, როცა ის კაცი გავიცანი და შეხვედრები დავიწყეთ. თავიდანვე ვიცოდი, რომ ჩვენი ურთიერთობა სერიოზული არ იქნებოდა.
– ეს როგორ უნდა გცოდნოდათ? გრძნობა ხომ არაპროგნოზირებადია?
– ზოგჯერ ასეც არის, როცა გრძნობა ძალიან ძლიერია და გონება ვეღარ აკონტროლებს. ჩემს შემთხვევაში, სრულიად შეგნებულად წავედი ამაზე, ანუ გააზრებულად დავუახლოვდი იმ კაცს და ვიცოდი, სადამდე შემეძლო შემეტოპა.
– დაგეგმილი ურთიერთობა, რომელიც თავიდანვე ჩარჩოებშია მოქცეული?
– გიკვირთ? ფიქრობთ, რომ ასეთი რაღაც შეუძლებელია?  ყველაფერი შესაძლებელია, როცა იცი, რა გინდა. მე რომ იმ კაცს შევხვდი, ძალიან კარგად ვიცოდი, რა მინდოდა ამ ურთიერთობისგან – სიხარული და პოზიტივი. არაფერი დამიშავებია, ჩვენი ურთიერთობა ჩახუტებისა და ხელებზე მოფერების იქით არ წასულა.
– მასაც აქვს ოჯახი?
– ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, სწორად გაიგო ყველაფერი. ჩვენ ერთმანეთს სითბო და ის დარდი გავუზიარეთ, რომელიც შიგნიდან გვღრღნიდა და გვაწუხებდა.
– რას დაარქმევთ ამ დარდს?
– როგორ გითხრათ, ამას სახელი არა აქვს. უფრო უნდა იგრძნო და განიცადო. მოკლე და რომანტიკული ურთიერთობა, თუ მას სწორად დაგეგმავ და გათვლი – ანუ ცივი გონებით მიუდგები, ძალიან სასარგებლოა და საჭირო გათხოვილი ქალებისთვის, შეიძლება, ყველასთვის არა, მაგრამ უმრავლესობისთვის. რუტინა გვღლის, გვფიტავს. ურთიერთობებს გვიფუჭებს და კრიზისისკენ მიგვაქანებს. გადახალისება აუცილებელია. თუმცა, გეუბნებით, ყველაფერი სწორად უნდა გააკეთოთ. რაღაცები ერთმანეთში არ უნდა აურიოთ.
– როგორ ფიქრობთ, ეს რთული არ არის?
– რთულია, ერთმნიშვნელოვნად. ამიტომ თუ საკუთარი თავის იმედი არ გაქვს, ჯობია, ამ ავანტიურაზე არ წახვიდე. მე ეს ურთიერთობა მჭირდებოდა და გაამართლა. დღეს სულ სხვანაირი ვარ, ხალისიანი, გახსნილი და ბედნიერი – უკვე საკუთარ ქმართანაც.
скачать dle 11.3