კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 რატომ უყვართ ქართველებს თავის შეცოდება და რატომ ეძებენ მუდმივად პატრონს

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

გაეროს მიერ ჩატარებულ ყოველწლიურ ბედნიერების კვლევაში, ამ ცოდვილი დედამიწის მასშტაბით, 128-ე ადგილზე ვართ (156 ქვეყანას შორის). კვლევა მხოლოდ გამოკითხულთა სუბიექტურ მოსაზრებებს არ ერყდნობა და ითვალისწინებს ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებსაც, სოციალურ პროგრამებს, სიცოცხლის ხანგრძლივობას, კორუფციის დონეს. საინტერესოა, რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანები ფინეთში ცხოვრობენ, ბედნიერთა ხუთეულში კი არიან ისლანდია, დანია, შვეიცარია და ნორვეგიაც. თვალში მოგხვდებოდათ, რომ ბედნიერთა მოწინავე ჯგუფში არც აშშ-ია და არც ევროკავშირის განვითარებული ქვეყნები. რაც ისევ და ისევ აქტუალურს ხდის რიტორიკულ კითხვას: მხოლოდ ფულია ბედნიერება?! თემას, თუ როგორ შეიძლება (თუ, რასაკვირველია, შეიძლება), იყო მდიდარი და უბედური და ღარიბი ბედნიერი, – ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად განვიხილავთ.
– თუ არის გამოკვლეული, რას უკავშირდება ბედნიერების შეგრძნება?
– გამოკვლეულია,  თუკი შევადარებთ უბედურების კვლევებს.
– ასეთი კვლევებიც არის?
– დეპრესიის კვლევა, მაგალითად. დეპრესია ყველაზე მწვავე უბედურებაა, რომელმაც შეიძლება, თვითმკვლელობამდე მიიყვანოს ადამიანი; ასევე, სტრესი, შფოთვა, ანუ ადამიანისთვის ყველა ტიპის დისკომფორტია კვლევის საგანი  და ექიმების ყურადღება ამისკენაა მიქცეული. თუ მეხსიერება არ მღალატობს, არგაილს აქვს ბედნიერების კვლევები, ოღონდ ეს კვლევები არ ეხება ბედნიერების არსებით მექანიზმებს, უფრო ამ ფენომენს, რა შემთხვევაში, რა სიტუაციაში გრძნობს ადამიანი თავს ბედნიერად და, რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობას ფულთან პირდაპირი კავშირი არ აქვს.
– აბა, რასთან?
– ცხოვრებისეულ მოვლენებთან: დაოჯახებასთან, შვილის გაჩენასთან, გარემოსთან. იმ კვლევებში, რომლებზეც თქვენ ლაპარაკობთ, იმდენად ეკონომიკური მხარე არ არის წამყვანი, რამდენადაც სოციალური. ხშირად რჩება შთაბეჭდილება, რომ ბედნიერად აღიარებულ ქვეყნებში ეკონომიკაა ბედნიერების წყარო, მაგრამ იმ კვლევებში დათვლილია,  თითოეულ მოქალაქეს რამდენი ერგება იმ სახელმწიფოსგან, რომელშიც ცხოვრობს. მაგალითად, მემარცხენე ორიენტაციის ქვეყნებში ძალიან მდიდრებიც არიან და ძალიან ღარიბებიც, მემარჯვენე ამბობს, რომ ზრუნავს მდიდარზე; მემარცხენე კი ამბობს, რომ ზრუნავს ყველაზე და სახელმწიფოს შემოსავალსაც ანაწილებს ყველაზე. მემარჯვენე ორიენტაციის ქვეყნებში კი ამბობენ, სახელმწიფო საერთოდ არ გვინდაო, ამიტომ გადანაწილების ხარისხი უფრო დაბალია და მოსახლეობის თანაბრობაც ნაკლებია. წარმატებული ქვეყნები არიან ევროპის ცენტრში მდებარე პატარა ქვეყნები, რომლებსაც არ აქვთ საერთაშორისო პოლიტიკური ამბიციები. შესაბამისად, ნაკლებად აწუხებთ შეიარაღებისა თუ ამ ტიპის საგარეო ხარჯები, წარმოებისა და მუშაობის მაღალი კულტურა აქვთ, ამიტომ ქონება გროვდება და ხარჯავენ მოსახლეობაზე, მათ განათლებაზე, სამედიცინო მომსახურებაზე და ასე შემდეგ. ასე რომ, კვლევის შედეგი ლოგიკურია.
– უბედურად როდის გრძნობს თავს ადამიანი?
– ამ დღეებში მოვისმინე, რომ საქართველოში მომატებულია ონკოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის დაავადებები. ეს დაავადებები ფსიქოსომატურია და ჩემთვის, როგორც ფსიქოლოგისთვის, უკავშირდება იმას, რომ ფსიქოლოგიური ფონია მძიმე, რაც შემდეგ სხეულზეც აისახება. სტრესს ვგულისხმობთ ასეთ ხიდად: ადამიანს რაღაც დაძაბულობა სდევს ცხოვრებაში, შემდეგ ეს დაძაბულობა უკვალოდ არ ქრება და ამა თუ იმ დაავადების სახით იჩენს თავს. ანუ დაძაბულობა თავის დაღს ასვამს ადამიანს და სადაც სტრესული სიტუაცია მეტია, ბუნებრივია, იქ ამ ტიპის დაავადებები მეტი იქნება.
– ზოგადადაც, მაგალითად, ჩვენთან, ნეგატივზეა უფრო ორიენტაცია?
– მე ვახსენე, სადაც მეტი სტრესია-მეთქი, მაგრამ ეს არ გულისხმობს ცხოვრების იმ კულტურას, რომლითაც ქვეყანა ცხოვრობს, ჩვენი ძირითადი პრობლემა კი ისა, რომ ყველანაირად ვუწყობთ ხელს სტრესისკენ მიდრეკილებას, ისტორიულადაც ვართ მიდრეკილები. რუსთაველის გმირები სულ ტირიან.
– ეს მიღებული და ბუნებრივი რეაქცია იყო რაინდისთვის შუა საუკუნეების მსოფლიოში.
– ოღონდ, ჩვენ ვერ გამოვედით შუა საუკუნეებიდან და ჩვენთან ყველა მოვლენა, რაც შეიძლება, მძაფრად უნდა იყოს გამოხატული. გავიხსენოთ იგივე დატირება, რომელსაც აქვს შოუს სახე. ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება, იყოს უკმაყოფილების საბაბი, იწვევს სტრესს. შემდეგ ის მოვლენა კარგავს მნიშვნელობას, მაგრამ პრობლემა ხდება ემოციები, როდესაც ადამიანი ლაპარაკობს იმაზე, რომ უკმაყოფილოა. დავაკვირდეთ, ძალიან ხშირად ჟურნალისტები ხართ მოწმე იმისა, რომ ადამიანები რეკავენ სტუდიაში და თავიანთ გასაჭირზე გესაუბრებიან და ეს, ძირითადად, არის ემოციები, აზრს იშვიათად გამოთქვამენ. მათ ემოციის გამოხატვა სურთ და ასეთი ქვეყანა ვართ, ემოციებით ვხელმძღვანელობთ და არა ლოგიკით და, რა თქმა უნდა, განწირულები ვიქნებით. ისე ვართ აწყობილები, რომ ცუდს ვეძებთ.
– ადამიანი, ზოგადად, თუ ქართველები?
– ზოგადად, ადამიანები, ძალიან ბევრი კულტურაა ანალოგიური, ოღონდ ის კულტურები არა, რომლებისკენაც ჩვენ არ მივისწრაფით. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს ვგულისხმობ, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ქათმისა და კვერცხის ამბავია. ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ვიყავით იმ ქვეყნების კულტურული გავლენის ქვეშ და, ამასთან, სულ ხმალს ვიქნევდით და ხმლის ქნევაც ემოციაა. ამ მხრივ, ემოცია კარგია, ძალების მოკრებაში გეხმარება.
– ცხადია, თავს ფიქრით ვერ გაწირავ.
– მებრძოლი არ შეიძლება, იყოს არაემოციური.
– უარყოფითი ამბების მოსმენის მიდრეკილებაში ის მომენტიცაა, რომ შენ არ შეგეხო და მხოლოდ სხვას და კმაყოფილებით ყვები სხვის უბედურებაზე.
– თუკი უარყოფითი ემოციის ფონი მოგდევს, მერე დადებითს ეძებ, ოღონდ ისევ უარყოფითის გზით. მაგალითად, მეზობელს სახლი დაეწვა, ეს კარგია, რადგან შენ არ დაგეწვა და ასე შემდეგ. ანუ შური, ვიღაცის მიმართ აგრესია, როგორც სიამოვნების წყარო. ჩვენ ხომ ვატყობთ, რომ ჩვენთან ძალიან გაზრდილია აგრესიულობა და ეს იმის შედეგი კი არ არის, რომ ცუდად ცხოვრობენ, არამედ იმის, რომ შინაგანად არიან ცუდად. და კიდევ ერთ მაგალითს მოვიტან, რომელიც შეავსებს ჩვენ მიერ დახატულ სურათს: რეგიონებში სულ სხვა ბუნების ხალხს შეიძლება, წააწყდეთ, ისეთებს, რომლებიც მუშაობენ მიწაზე, თუ იპოვით. ისინი უფრო მშვიდები არიან, უფრო გაწონასწორებულები, უფრო კეთილგანწყობილები და როდესაც ადამიანი შინაგანად კარგად გრძნობს თავს საკუთარ თავთან, ის სხვების მიმართ, გარემოს მიმართაც კეთილი ხდება და ამის ყველაზე კარგი მაგალითია პატრიარქი. ის იმდენად მშვიდადაა შინაგანად, იმდენად კარგადაა იმით, რომ ღმერთთანაა, რომ ეს იგრძნობა. დააკვირდით მის ქცევას: ძირითადად, ღიმილიანია ხოლმე სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში და ალბათ, დიდი ბედნიერებაა ეს ნიჭი. ვფიქრობ, უნდა მივბაძოთ პატრიარქს და ყველაზე ბედნიერები ვიქნებით.
– გამოდის, რომ შესაძლებელია, იყო მდიდარი და უბედური და ღარიბი და ბედნიერი?
– არანაირი კავშირი არ აქვს ქონებასთან ბედნიერებას. სასმელს შეუძლია მოიტანოს ბედნიერება? ნარკოტიკს? რაღაც მცირე ხნით კარგად ყოფნა მოაქვს, მაგრამ შემდეგ დგება ისეთი მძიმე მდგომარეობა, რომელიც ადამიანს ბედნიერად კი არ ამყოფებს, ბედნიერების წუთებს და უბედურების წლებს აძლევს. წუთიერი ბედნიერების ასეთი პორციები მხოლოდ ბედნიერების განცდაა და არა ცხოვრების ბედნიერად გატარება. სიმდიდრეც ასეთი რამაა: სიმდიდრე ბედნიერების წუთებს მოგანიჭებს, მაგრამ ცხოვრებას ვერ გაგიბედნიერებს. ბედნიერების ნიჭი ადამიანს უნდა ჰქონდეს.
– შეიძლება, უწყვეტად იყო ბედნიერი?
– ბავშვის მაგალითია ამის დასტური: ბავშვი თავისი ბუნებით ისეთია, რომ წლების განმავლობაშია ბედნიერი, ცხადია, ბავშვობას გააჩნია. ბავშვობა მიდრეკილია ბედნიერებისკენ, რაც გზას უხსნის და ბავშვი სულ კარგ ხასიათზეა, სულ გართობაზე ფიქრობს, ძალიან შემოქმედებითია, უზარმაზარი მასალის გადამუშავება შეუძლია ამ ბედნიერების წყალობით, იმიტომ რომ სტრესი აზოვნებას აძნელებს. გარდამავალ ასაკამდეა ბავშვი ასეთი, შემდეგ კი მასაც თავისი უბედურებები ეწყება, მაგრამ ბუნებამ ბავშვის სახით მოგვცა მაგალითი, რით შეიძლება, დიდი ხნით იყო ბედნიერი. ბავშვს თუ დავაკვირდებით, მისი ბედნიერება არც მატერიალურ მხარეზეა დამოკიდებული, არც გარემოზე, შინაგანად მას ისე სიამოვნებს ბედნიერად ყოფნა, ბედნიერების მძაფრი განცდა, რომ ეს ფონად გასდევს მის ცხოვრებას. აი, ასეთ მდგომარეობაზე ამბობენ, ნეტარებსო. ნეტარებაა ხანგრძლივი მდგომარეობა. როდესაც ადამიანი მიდის ფისქოთერაპევტთან რაღაც პრობლემით, ჰუმანისტურ მიმართულებას აქვს ასეთი სტრატეგია: ფსიქოთერაპევტის ამოცანაა, მასთან მისულ ადამიანში აღმოაჩინოს ბავშვი, სპონტანურობა, უშუალობა, სიცოცხლის ხალისი და ამ რეჟიმზე გადაიყვანოს პიროვნება. თუ სიცოცხლის ხალისი გაქვს ადამიანს, ამით მოგვრილი სიამოვნება ძალიან დიდხანს გრძელდება.
– მერე რა ემართება ბავშვს, სტერეოტიპი იწყებს მუშაობას, რომ ბედნიერი ხანა –ბავშვობა, დასრულდა და ადამიანი უნდა იყოს შეწუხებული და უბედური?
– ეს მართლაც არის სტერეოტიპი, ბევრს უთქვამს ჩემთვის, თუ უბედური არ ვიქნები, წარმატებისთვის რატომ ვიბრძოლებო. ანუ სიცოცხლით ხალისის ადგილს იკავებს სიცოცხლის აზრი და ამის შემდეგ იწყება: რა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს, თუ კარიერა არ გავიკეთე? თუ კარგი ოჯახი არ შევქმენი? ანუ რაღაც პირობებს ვადგენ, რომ ჩემს სიცოცხლეში ჩავდო აზრი და შემდეგ ამის მიხედვით ვარ ბედნიერი ან არ ვარ. რა ბედნიერია ასეთი შვილის გამზრდელი ოჯახი, რა ბედნიერია ისეთი კარიერის გამკეთებელი ადამიანი და ასე შემდეგ. ბედნიერება მერე იზომება იმით, რასაც მიაღწევ. არ მინდა, დავაკნინო ეს მიზნები, მაგრამ, როგორც კი მიზნისკენ მოძრაობას იწყებ, იქ ხალისს კარგავ. ამასთან, ბავშვს ბუნებაც უწყობს ხელს, იყოს ბედნიერი და, თან, მშობლებიც ცდილობენ, დაიცვან პრობლემებისგან.
– მატერიალური მხარე საერთოდ არ აწუხებს, იქნებ ესეც ეხმარება ბედნიერებაში?
– არც მატერიალური აწუხებს და არც სოციალური. მაგრამ, დაახლოებით, 11 წლის ასაკიდან პრობლემა ხდება სოციალური საკითხები: ვიღაც შეუყვარდება, ვიღაცასთან მეგობრობს, თუმცა მშობლები ისევ განაგრძობენ ზრუნვას, მაგრამ სოციალურ სფეროს მის ცხოვრებაში შემოაქვს მიზნები, რომლებისთვისაც მან უნდა იბრძოლოს და, თუ იბრძვის, ის უკვე ბავშვი აღარ არის.
–  ცუდი ამბების მოყოლა რატომ სიამოვნებთ ადამიანებს? ან საკუთარი უბედურების ან სხვისი უბედურების გამეორება?
– ეს ჩახლართული საკითხია, ხომ გახსოვთ: ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსაო?! რასაც ვამბობთ, იმას განვიცდით. თუ დაკვირვებიხართ: ჭირისუფალი ბევრს ლაპარაკობს სწორედ მიცვალებულზე, შეიძლება, მხიარულადაც იხსენებს ისეთ მომენტებს, რომლებსაც გლოვასთან კავშირი არ აქვს, მაგრამ ამ ლაპარაკით იმ დანაკარგს ივსებს და საშუალებას არ აძლევს თავის თავს იმ რეალობაში გადავიდეს, სადაც ეს ადამიანი აღარ არის. ჩვენთვის ლაპარაკს აქვს ფუნქცია. რაც შეეხება თქვენს კითხვას: თუ სხვაზე ცუდს ვლაპარაკობ, ეს მე მიჩენს განცდას, რომ მე ვჯობივარ იმ სხვას; როცა საკუთარ ცუდზე ვლაპარაკობ, ეს მიჩენს განცდას, თუ რა უბედური და შესაცოდი ვარ და უნდა შემიცოდოთ, იმიტომაც ვლაპარაკობ. ადამიანების ნაწილს სიამოვნებს, როდესაც იცოდებენ, როდესაც მათზე ზრუნავენ. თუ ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ მასზე უნდა იზრუნონ, მაშინ მას ახასიათებს ტირილის ტენდენცია. ჩვენ, როგორც ერს, გვაქვს ეს ტენდენცია, ჩვენ სულ ვეძებთ ვინმეს, რომელიც ჩვენზე იზრუნებს, მაგალითად, დიდმა ქვეყნებმა და ამიტომ სულ გვინდა, რომ ვინმეს თავი შევაცოდოთ. მაგალითად, ახლახან, არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედიის შემდეგ, ერთ-ერთი პოპულარული კითხვა იყო, რა უნდა ქნას საქართველომ, რომ მსგავსი ტრაგედიები აღარ განმეორდეს და ამ კითხვის პოპულარული პასუხია და მეც ვუერთდები, რომ პარტნიორებს უნდა გააგებინოს, რითაც ვგულისხმობთ, რომ ჩვენმა პარტნიორებმა უნდა იზრუნონ ჩვენზე. და ისევ ის მაგალითი მახსენდება: ისრაელი განიცდიდა ტერორს არაბული გარემოცვიდან და ამავე დროს ჰყავდა ძალიან კარგი მეგობარი აშშ, რომელიც გაცილებით მეტად ზრუნავდა ისრაელზე, ვიდრე დღეს ზრუნავს ჩვენზე, მაგრამ ისრაელს არ დაუწყია წუწუნი, ნახეთ რა მიქნეს, დამეხმარეთო. შექმნეს უძლიერესი სპეცსამსახური და ყველამ, ვინც ტერორისტულ აქტს ჩაიდენს, იცის, რომ „მოსადი“ პირადად გაუსწორდება, ანუ ისრაელი კი არ ტირის, იბრძვის და არც ზომითაა ჩვენზე დიდი.
– არც ადგილმდებარეობა აქვს უკეთესი.
– სამაგიეროდ, ის ხალხია, რომლებსაც შეუძლია, მილით მიიყვანოს წყალი წვეთ-წვეთად და ასე გააშენოს ტყეები.
– ჩვენ შეგვიძლია, დავაშროთ მდინარეები ნაგვით და გავჩეხოთ თავისით ამოსული ტყეები. ესეც ნიჭია.
– ხალხია განსხავავებული. ჩვენ ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ ვიტიროთ.
скачать dle 11.3