კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 რამდენი ათეულ ათასი აშშ დოლარი დაუჯდა რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე გალაქტიონ ბუაძეს აღებული სესხების მომსახურება

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე და 2016 წლის ნოემბრიდან საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გაგი (გალაქტიონ) ბუაძე 1986 წელსაა დაბადებული თბილისში. მისი უმაღლესი განათლების შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ 2009 წელს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი დაუმთავრებია ფინანსური ადმინისტრირების სპეციალობით. გალაქტიონ ბუაძის დეტალური შრომითი ბიოგრაფია სამინისტროს საიტზე არ იძებნება და მხოლოდ ისაა მითითებული, რომ 2010-2012 წლებში მუშაობდა კომპანია Deloitte & Touche, Georgia-ში, 2012-2013 წლებში კი – საქართველოს სამრეწველო ჯგუფში. 2013 წელს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ფინანსური დირექტორი გახდა, ხოლო 2016 წლის ნოემბერში – მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, იმავდროულად კი, მინისტრის მოადგილეცაა.
გალაქტიონ ბუაძეს ერთადერთი დეკლარაცია აქვს შევსებული, რომელიც 2018 წლით თარიღდება და მან ის შეავსო, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა და მინისტრის მოადგილემ. ოჯახის წევრად კი მიუთითა მეუღლე – 1993 წელს დაბადებული ელენე ბერიაშვილი.
გალაქტიონ ბუაძის საკუთრებაა 2017 წელს 117 000 აშშ დოლარად შეძენილი საცხოვრებელი სახლი თბილისში, საკანდელიძის ქუჩაზე (194 კვ. მ.); საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის (1 760 კვ. მ.) მესამედი დაბა კაზრეთში; მიწის ნაკვეთის (3 000 კვ. მ.) მესამედი სოფელ პერევში და მესამედი ბინისა თბილისში, პეკინის ქუჩაზე (51 კვ. მ.).
2017 წლის განმავლობაში გალაქტიონ ბუაძემ, როგორც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, 6 283  ლარი აიღო, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა – 80 401  ლარი, მისმა მეუღლემ კი, როგორც ერთ-ერთი გამომცემლობის რედაქტორმა – 4 504  ლარი.
2016 წელს გალაქტიონ ბუაძემ 30 000 ლარის ოდენობის ერთწლიანი სამომხმარებლო სესხიც აიღო, რომლის მომსახურება 2017-ში 31 918 ლარი დაუჯდა;
2017 წელს აღებული სესხით (30 000 ლარი) გადაფარა ძველი სესხი, რაც 2017 წელს 20 322 ლარი დაუჯდა;
მობილურის განვადებისთვის 2 104 ლარი გადაიხადა, ხოლო 2017 წელს სამომხმარებლო სესხების გადასაფარავად და ბინის შესაძენად 125 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხი გამოიტანა, რომლის მომსახურებაშიც 4 150,96 აშშ დოლარი გადაიხადა;
25 000-ლარიანი სამომხმარებლო სესხის გადაფარვა 26 048 ლარი დაუჯდა, საკრედიტო ბარათ „ამექსის“ მომსახურება – 3 483 ლარი.
გასულ წელსვე ჩინოვნიკს მეგობრებმა 699 აშშ დოლარის ღირებულების ტელეფონი აჩუქეს.
скачать dle 11.3