კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 რუსული გაგება

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ „ვინ არის სიმპატიური“, ესე იგი, ოკუპანტი?!

მართალია, სერგეი ლავროვი რფ-ის მომავალ მთავრობაში აღარ იქნებაო, მაგრამ, რაკი „არცა კირჩხიბი მართლად ვალს“, ანუ რფ-ის „მიდი“ კვლავ რფ-ულ „მიდად“ რჩება, რუსეთის საგარეო უწყების პრესსამსახურმა გვაუწყა, რომ დროა, საქართველო გონს მოეგოს და გააუქმოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
რატომ? იმიტომ რომ თბილისი, ერთი მხრივ, პრემიერ-მინისტრის პირით, მოლაპარაკებებს გვთავაზობს, მეორე მხრივ კი, პროპაგანდას ეწევაო (აი, მოსკოვს რომ ვინმეს პროპაგანდა გაუკვირდება?!).
რუსული გაგებით, „პროპაგანდა“ კი, არც მეტი, არც ნაკლები, ოკუპაციის შესახებ თეზისი ყოფილა.
რუსეთის საგარეო უწყების წერილში ვკითხულობთ: „ქართული მხარე ცდილობს, რუსეთს დააკისროს პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ თავად არ შეუძლია სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობის მოგვარება.“ ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებას შეაგონებს, სერიოზულად დაფიქრდით მეზობლებთან დნობის აღდგენაზეო.
ამ ოკუპანტური პათოსიდან გამომდინარე კი, იბადება კითხვა: სოხუმისა და ცხინვალის აღიარება ლავროვს გზაში დავაწიოთ თუ ახალ მინისტრს ვაახლოთ ფირმანი კრემლში?!

скачать dle 11.3