რატომ დარჩა წლების წინ მარტო, ყველას გარეშე ნინო ჩხეიძე და როგორ ჩაუდგა ის სათავეში ყველა საქმეს » თბილისელები
კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2018 (109)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)

№13 რატომ დარჩა წლების წინ მარტო, ყველას გარეშე ნინო ჩხეიძე და როგორ ჩაუდგა ის სათავეში ყველა საქმეს

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

ნინო ჩხეიძის მუსიკალურ კარიერაში არაერთი სიახლეა: მან ცოტა ხნის წინ გამოუშვა ახალი ალბომი, რომელშიც შესული სიმღერების ნახევარი, სწორედ, მისთვის არის დაწერილი. სულ მალე ნინოს ელექტრონული ალბომი უკვე გაიყიდება საიტებზე: Amazon musik, Shazam, Gooogle Play, iTunes.
ნინო ჩხეიძე:
სულ მუშაობის პროცესში ვარ, არ მიყვარს, როცა ვისვენებ. მუშაობის პროცესი ჩემთვის ბუნებრივი მდგომარეობაა. წელს პირველად დავისვენე ბორჯომში და არ მომეწონა. მე მიყვარს აქტიური დასვენება. ევროპაშიც რომ მივდივარ, ქუჩებში დავდივარ, სიახლეებს ვეცნობი. პარკში გავიდე, დავისვენო, მერე ვჭამო, დავიძინო – წელს ვცადე ასეთი დასვენება, მაგრამ არ მომეწონა, დეპრესიაში ჩავვარდი და სამი თვე მაინც დამჭირდა, რომ აზრზე მოვსულიყავი და ჩვეულ რიტმს დავბრუნებოდი.
– გიყვარს ექსპერიმენტები?
– მიყვარს, მაგრამ, რაც წლები მემატება, ნაკლებად რისკიანი გავხდი. 5-7 წლის წინ თამამად შემეძლო, ბიჭურად შემეჭრა თმა. მეორე დღეს კი დავიგრძელებდი, ახლა იმდენს ვფიქრობ თითოეულ რაღაცაზე... ალბათ, ეს უფრო ასაკობრივია.
– კიდევ რა არის ასაკობრივი?
– უფრო მშვიდი, უფრო ჩაკეტილი გავხდი. ადრე შემეძლო, წვეულებიდან წვეულებაზე გადავსულიყავი, გამეთენებინა, ახლა არ შემიძლია, არ მსიამოვნებს. საკუთარ თავს ვუსმენ: რა ესიამოვნება. მიყვარს კინოში სიარული. ბოლო ხანებში ახალი მეგზური დავიმატე: მარიკო აქტიურად ჩაერთო ჩემს მოგზაურობებში. ამ დროს ადამიანი ბევრ რამეს სწავლობს და მიხარია, რომ ამის სურვილი გამოთქვა, დროც აქვს. როცა მუზეუმში წასვლა მეზარება, მარიკო მოითხოვს, რომ წავიდეთ. ყველაფერს ეძებს, რა არის იმ ქალაქში საინტერესო, ნახულობს, ათვალიერებს.
– როგორ ერთობით დედა-შვილი?
– ვუგებთ ერთმანეთს. არ ვაძალებ არაფერს, სადაც უნდა, იქ მიდის და სადაც არ უნდა წამოსვლა, არ ვაძალებ. თავისუფალი, ცივილური ურთიერთობით შემოვიფარგლებით. ახლა გიორგისთან ვიყავით, მარიკო პირველად იყო კიევში და არ მოეწონა, სიცივე იყო. წინა თვეში მარიკოსთან და გიორგისთან ერთად ვიყავით ვენაში, შემდეგ ისრაელში, მერე მე ათენში წავედი და შემდეგ გიორგისთან ჩავედით კიევში. ასე რომ, ერთად მოგვიწია ბევრი დროის გატარება.
– მოკლედ, მოგზაურობებში შვილიც და მეუღლეც აიყოლიე.
– კი, და დავდივართ ასე. ვფიქრობ, რომ ჩვენ განსხვავებული ოჯახი გვაქვს და მე ეს მომწონს. როგორც მე არ ვზღუდავ მარიკოს, ასევე, გიორგიც ჩემ მიმართ ყოველთვის დამთმობი იყო, არ მზღუდავდა. ქალი სახლში უნდა იჯდეს, ყოველდღე უნდა დამხვდეს სადილი – ასეთი მოთხოვნები არ ჰქონია.
– როდესაც გიორგის გაჰყევი ცოლად, მაშინ ხვდებოდი იმას, რომ ის კარგი მეუღლე, კარგი მეგობარი იქნებოდა?
– ეს მქონდა წარმოდგენილი. ქმარზე არ მიფიქრია, პატარა ვიყავი და ასეთი გამოცდილი, მახვილი თვალი არ მქონია. გიორგის რომ გაიცნობ, მიხვდები, რომ კარგი ადამიანია. ემჩნეოდა, რომ პოზიტიური, დადებითი ადამიანი იყო. ვიფიქრე, მეუღლეც კარგი იქნებოდა, მეგობარიც და მამაც....
– რა თვისებებია, რაშიც ერთმანეთს აბალანსებთ?
– მე ემოციური ვარ, გიორგი – მშვიდი. ადამიანებთან ურთიერთობისთვის ნაკლები დრო მრჩება ან შეიძლება ეს ხასიათობრივია: მირჩევნია, მარტო ვიჯდე, ფილმს ვუყურო. გიორგის, როგორც ფუტკარს, ისე ეხვევიან მეგობრები, ამაშიც ძალიან ვაბალანსებთ ერთმანეთს. ჩვენს სახლში სულ სტუმრები იყვნენ და როცა გიორგი წავიდა, ცოტა გამიჭირდა ამ ხალხთან ურთიერთობა. მე არ ვარ ინიციატორი: გამოდით დღეს ან ყავაზე გავიდეთ...
– მას შემდეგ, რაც გიორგი უკრაინაში ცხოვრობს, ეჭვიანობის მომენტი არ გქონია?
– მე ვარ მე. იმდენი წელი გვაკავშირებს, გიორგი და მე ერთად გავიზარდეთ. არ ვეჭვიანობ, რადგან არ მჯერა, რომ ვინმემ მე შემცვალოს. ჩვენ, გარდა ცოლ-ქმარისა, მეგობრები ვართ, ძმაკაცები, ყველაფერი და ასეთ ურთიერთობაში არ „მოსულა“ ეჭვიანობა. რომ გითხრა, თავს ვდებ, გიორგი სპეტაკია, არ „გაივლიდა“, უკრაინაში ვინმესკენ არ გაიხედავს – ასეთი რაღაცების არ მჯერა. უბრალოდ, მე სერიოზულ ურთიერთობებზე ვსაუბრობ და არა რაღაც სისულელეზე, გართობაზე.
– ზოგი ქალი ამბობს: თუ მიღალატებს, მთავარია, მე არ გავიგოო.
– რას ჰქვია არ გავიგო?! ბოდიში და, არ უნდა გადაგახტეს ადამიანი თავზე. კაცის ასეთ გართობას არ მივესალმები, მაგრამ არც იმას ვამბობ, რომ ეს არ იქნებოდა. ადამიანი 4 წელია, იქ მარტო ცხოვრობს. მოკლედ,  არც ვფიქრობ, ასეთ რამეზე.
–  რა შეიძლება გახდეს ოჯახის დანგრევის მიზეზი?
– როცა არ არის ურთიერთგაგება, არ არიან მეგობრები, შერწყმულები. ერთი რაღაცას იტყვის და მეორეს სხვაგვარად ესმის. ცოლ-ქმარი ერთ ენაზე უნდა საუბრობდეს. თუმცა, როცა ქორწინდები, უცხო ადამიანთან იწყებ ცხოვრებას, არის სირთულეები. მაგრამ, შენთვის მისი ინტელექტი, განათლება, ხასიათი მაინც მისაღებია. უბრალოდ, თავიდან არ იცი, მას რა მოსწონს, დედასთან სხვა პირობებს ხარ მიჩვეული. ცოტა შეგუება გამიჭირდა, ალბათ, ერთი წელი. მერე, ბავშვი რომ ჩნდება, ყველაფერი კარგად ლაგდება.
– როდესაც კარიერას იწყებდი, ამბობდნენ: მის მეუღლეს აქვს ფული, რა პრობლემა აქვს, ყველაფერს გაუკეთებსო. როგორ რეაგირებდი ამაზე?
– არ მიმიღია ცუდად, მართლა მეხმარებოდა გიორგი. სიმღერის ჩაწერას რომ თანხა უნდა, ყველამ ვიცით. კლიპის გადაღებას, სიმღერის ყიდვასაც რომ თანხა უნდა, ესეც ვიცით. ამას, ყველაფერს მიკეთებდა გიორგი და ეს იყო რეალობა. რაღაც დრომდე ნამდვილად მეხმარებოდა.
– რა მოხდა მაშინ, როცა მიხვდი, რომ ყველაფერი შენი საკეთებელი იყო?
– ამას არ მივხვდი, ფაქტის წინაშე დავდექი. რითიც ვერთობოდი, უცებ გახდა ჩემი შემოსავლის წყარო. გამიჭირდა, თან ძალიან. მე მანამდე ასე არ მიცხოვრია. ყველაზე მეტად პასუხისმგებლობის აღება გამიჭირდა. გაზის, დენის ფულს, ყველაფერს რომ გიორგი იხდიდა და უცებ – მე უნდა გამეკეთებინა. ცხოვრებასთან შეჯახება გამიჭირდა. როცა გიორგი წავიდა, ყველაფერი ჩემზე გადმოვიდა: რადიოები... დირექტორი უნდა იყო, უნდა ჩაწერო ახალი სიმღერები, კარგად უნდა გეცვას, ხალხში იტრიალო და არ იყო მარტივი. 3-4 წელი დამჭირდა. თუმცა, ვფიქრობ, გავართვი თავი, მივეჩვიე. უფრო ძლიერი ქალის ხასიათი გამომიმუშავდა. მანამდე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რა მემღერა.
– რა იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სირთულე?
– ჩემთვის რთული პერიოდი იყო 2012-2013 წელი, როდესაც აბსოლუტურად ყველაფერი ავიღე საკუთარ თავზე. ერთ დღეს იღვიძებ და აბსოლუტურად სხვა ადამიანი ხარ იმ სოციუმისთვის, ხალხისთვის, რომელიც გვერდში გყავდა. მაშინ დიდი ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი ცხოვრებას. მეგონა, ყველა კეთილი იყო, ვუყვარდი, გიჟდებოდნენ ჩემზე. ხალხის მასაზე არ ვსაუბრობ, მათ მართლა ვუყვარვარ, მათი დამსახურებით ვარ დღეს ის, ვინც ვარ. ვსაუბრობ მათზე, ვინც ჩემ გარშემო, ჩემს წრეში ტრიალებდა.
– ის ხალხი შემდეგ ისევ გამოჩნდა?
– ეტაპობრივად დაიწყეს გამოჩენა და ამ დროს უკვე ძალიან დიდი გოგო ვიყავი, არც შემიმჩნევია. მაშინ ძალიან მეწყინა, შოკი იყო: უცებ ერთი მეგობარიც აღარ მყავდა, დაიფანტნენ სადღაც. ეს სიმარტოვე ძალიან რთული იყო, მაგრამ იმ დროს გვერდში დამიდგნენ ქართველი ებრაელები. მათთვის არაფერი შეცვლილა, უფრო საყვარელი ნინო ჩხეიძე გავხდი და ეს ყველაფერი გადამატანინეს. დიდი მადლობა მათ.
– ფეხის დადება, ხელის შეშლა ყოფილა?
– ბოლო პერიოდში მსგავს რაღაცებს წავაწყდი. ახლა ყველაფერს ვხვდები და ვცდილობ, უფრო მეტად განვვითარდე. ის, რომ ნინო ჩხეიძე პასუხს არ გაგვცემს, აღარ არის. ვინც ფეხს დამიდებს, პასუხსაც გავცემ და ფეხსაც არ დავადებინებ.
– ცოტა ხნის წინ შენ და მელანია ტრამპს ერთნაირი პალტოები გეცვათ და ამან ინტერნეტში დიდი გამოხმაურება ჰპოვა.
– ვენაში შევიძინე ეს პალტო. ვფიქრობდი, ისეთ ადგილას ჩამეცვა, რომ გამოვჩენილიყავი. მელანიამ დამასწრო და ვიფიქრე: პალტოს დამალვა არ გამოდგებოდა. ჩავიცვი და აიტაცა პრესამ. მეც მესიამოვნა.
– ჩაცმა შენი სუსტი წერტილია?
– კი. მიყვარს ჩაცმა, ჩემს პროფესიასაც სჭირდება, თუმცა, იმაზე გადაზედმეტებულადაც ვიცვამ. ეს ისე მიყვარს, ალბათ, მეპატიება.
скачать dle 11.3