კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 რატომ ემუქრება რვაბალიანი მიწისძვრები თბილისს და რატომ არ არის არცერთი შენობა სეისმურად მდგრადი

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

ასოციაციის, „საშენი მასალები და მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე”, თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა გამოცხადდეს სეისმური და სამშენებლო ეკოლოგიური უბედურებების ზონად. თბილისი რვაბალიანი მიწისძვრის ზონაშია, მაგრამ არცერთი შენობა-ნაგებობა, მათ შორის საცხოვრებელი ბინებიც, არ არის შემოწმებული რამდენად შეესაბამება მათი მდგომარეობა სამშენებლო უსაფრთხების ნორმებს.
ანზორ საკანდელიძე:  დღეს თბილისი უდიდესი სეისმოსაფრთხის წინაშე დგას. ეს არის თბილსელებისთვის დამალული ტრაგედია. ბოლო 25 წლის განმავლობაში ქალაქში ენით აუწერელი, მსოფლიოში ჯერ არნახული, არგაგონილი დარღვევებით გაცემული ნებართვებით დაწყებულმა, ყოველგვარი ტექნიკური ზედამხედველობის გარეშე, სახელწიფო სტანდარტების, სამშენებლო ნორმების და წესების აბსოლუტური უგულვებელყოფით გაგრძელებულმა, ასევე ყოველგვარი ლაბორატორიული შემოწმების იგნორირებით დამთავრებულმა და დანაშაულებრივი ფორმალური მიღება-ჩაბარების აქტებით მერიის მიერ ექსპლუატაციაში მიღებულმა მშენებლობებმა თბილისი მიიყვანა იმ საბედისწერო შედეგებამდე, რომ მას უკვე აღარაფერი ეშველება, განწირულია დასანგრევად და სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ ბრძოლა თბილისელების გადასარჩენად ნანგრევებში ჩამარხვისგან. თბილისი არის რვაბალიანი მიწისძვრის ზონა, მაგრამ გაუძლებს რვა ბალს? საქართველო დიდი ხნის წინ უნდა გამოეცხადებინათ საშიშ ზონად სეისმური და სამშენებლო ეკოლოგიური უბედურებების მხრივ.
– ემუქრება თბილისს მიწისძვრების საფრთხე?
– მიწისძვრების საშიშროებები კარზეა მომდგარი. თბილისში ყველა რაიონი საშიშია, განსაკუთრებით კი ის მაღლივი კორპუსები, სადაც დიდი დარღვევებია. ჩვენ გავაუქმეთ მშენებლობის სამინისტრო, ყველაფერი მოვსპეთ. კავკასიონის ქედზე მასიურად მიმდინარე მთის ქანების დაშლის გამო ჩრდილოეთიდან ცხრაბალიანი, დამანგრეველი მიწისძვრები გვემუქრება. უფრო მიწისძვრები კი სამხრეთიდანაა მოსალოდნელი, რადგან ჩვენს ევრაზიის ფილაქანს ჩრდილოეთისკენ მცოცავი არაბეთის ფილაქანი დაეჯახა. ეს გარდაუვალია და ევრაზიის ყველა ქვეყანა დაძაბულად ემზადება. გადავხედოთ, რა სახლები გვაქვს თბილისში: ეს არის, დაახლოებით, მეცხრამეტე საუკუნის შენობები, რომლებიც უკვე ამორტიზებულია და მათი სეისმომედეგობა განსაზღვრული არ არის, ამიტომ ეს ყველაზე დიდი საშიშროების კერაა ჩვენს დედაქალაქში. მეორე – ეს არის საბჭოთა კავშირის პერიოდში აშენებული სახლები, რომლებიც 7 ბალზეა გათვლილი. 1930-იანი წლებიდან თბილისში დაწესებული ნორმებით, იმ პერიოდში, 7-ბალიანი სეისმომედეგობის მქონე სახლები შენდებოდა. საერთოდ, რკინა-ბეტონის შენობების მედეგობის ხანგრძლივობა მხოლოდ 100 წელიწადია, ამიტომ თბილისში ბევრი სახლი უკვე უახლოვდება ამორტიზაციის ბოლო ფაზას, რის გამოც მათი სეისმომედეგობა 7 ბალიც აღარ არის. შენობების მესამე ტიპი არის ის, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბოლო ოცი წლის განმავლობაში აშენდა.
– შენობები თუ არის შემოწმებული სეისმომედეგობაზე?
– არც ერთი ზემოხსენებული სახლების უსაფრთხოება არ არის ლაბორატორიულად შემოწმებული. 1990-იან წლებში დაიწყო მასობრივი ფალსიფიკაცია: ბეტონის ნახევარ ფასად  იყიდებოდა და ეს ხდებოდა ცემენტის შემცირების ხარჯზე. ბუნებრივია, ცემენტის შემცირებით ბეტონის სიმტკიცე კატასტროფულად მცირდება. თბილისელებისთვის ნამდვილი ფარული გენოციდია, ცივილიზებული მსოფლიოსთვის კი წარმოუდგენელი ფაქტი, რომ დღეისთვის თბილისში აშენებული არცერთი შენობა-ნაგებობა, მათ შორის საცხოვრებელი შენობებიც, არ არის შემოწმებული სამშენებლო უსაფრთხების ნორმების დაცვაზე. უფრო მეტიც, ასეთი ნორმები საქართველოში ჯერ არც დაუმუშავებიათ და არც დაუკანონებიათ. არცერთ ქვეყანაში არ ხდება, რომ მიღება-ჩაბარების დროს შენობა მიიღო ისე, რომ სეისმომდგრადობაზე არ შეამოწმო და ისე შეუშვა ხალხი. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ 8-ბალიანი მიწისძვრის შემთხვევაში თბილისი შეიძლება იქცეს ერთ დიდ საძმო სასაფლაოდ, ამ ქალაქისაგან აღარაფერი დარჩება!
– უკვე აშენებულ შენობა-ნაგებობებს რა შეიძლება ეშველოს?
– მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, თბილისშიც ჩვენი პრევენციული ღონისძიებები ითვალისწინებს, როგორც მშენებარე, ისე დაუმთავრებელი და აშენებული საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების შემოწმებას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ასობით დაუმთავრებელ შენობას, რომელთა მშენებლობა მრავალი წელია, შეჩერებულია ყოველგვარი საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარების გარეშე და აქედან გამომდინარე, მათი უმრავლესობა დაექვემდებარება დანგრევას. ამის შემდეგ, შემოწმების შედეგებისა და მოსახლეობის თანხმობის გათვალისწინებით, თბილისში უნდა დაიწყოს მოსახლეობის დაბალანსებული, გეგმაზომიერი გამოსახლებები ავარიული საცხოვრებლებიდან. სამშენებლო სამუშაოები ახალი, მაღალეფექტური ტექნოლოგიებით უნდა ჩატარდეს.
– შესაძლებელია თუ არა ანტისეისმური ღონისძიებების ჩატარება?
– ჩვენ დავამყარეთ კონტაქტები ერევნის მოსალოდნელი სეისმონგრევებისგან გადარჩენის სამუშაოებში აქტიურად ჩართულ სომეხ კოლეგებთან და ორგანიზაციებთან. ჩვენი მიზანია, თბილისში სასწრაფოდ დაიწყოს იმ ანტისეისმური ღონისძიებების ჩატარება, რაც ერევანში 2010 წლიდან დაიწყო, როცა იაპონიიდან მოწვეულმა მსოფლიო დონის უმაღლესმა ექსპერტებმა შეისწავლეს ერევნის შენობა-ნაგებობათა სეისმომედეგობა, დადეს სენსაციური დასკვნები, რომ გამოკვლეულ შენობა-ნაგებობათა 95 პროცენტი არ აკმაყოფილებს საპროექტო სეისმომედეგობის ნორმატიულ მაჩვენებლებს. გაცილებით მძიმე შედეგებია მოსალოდნელი თბილისში, თუ ჩვენთან ანალოგიური გამოკვლევები ჩატარდება. ამის შემდეგ ერევანში აამუშავეს ათამდე სეისმოიზოლატორების დამამზადებელი საწარმო და გვაქვს მოლაპარაკება, რომ დაგვეხმარებიან თბილისში ერთი ასეთი საწარმოს აშენებაში. ჩვენ, ასევე, აქტიურად ვმუშაობთ მიწისძვრების წინასწარი პროგნოზირების პრობლემის მოგვარებაზე, რაც მიწისძვრების დროს თბილისელების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შენარჩუნების გარანტი იქნება. ჩვენ მივაკვლიეთ, რომ აზერბაიჯანელმა მეცნიერმა-სეისმოლოგმა, ელჩინ ხალილოვმა გამოიგონა 3-7 დღით ადრე მიწისძვრების პროგნოზირების ხელსაწყო და ამის შესახებ ორი წლის წინ ოფიციალური წერილით მივმართეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, სამწუხაროდ, პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ამ საფრთხეებიდან გამომდინარე, თბილისის მერიამ უნდა შექმნას შენობა-ნაგებობათა დაპროექტების საიმედოობის, სეისმომედეგი ნაგებობების მშენებლობის, სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოების, მშენებლობის ენერგოეფექტურობისა და ტექნიკური ზედამხედველობის ეფექტურად განხორციელების საკუთარი სტრუქტურები, რაც მოითხოვს მერიის ძირეულ ადმინისტრაციულ-სტრუქტურულ რეორგანიზაციას შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და კვალიფიციური კადრების შერჩევა-მომზადების უზრუნველყოფით.
скачать dle 11.3