კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2018 (137)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)

№13 რა ზღაპრული თავგადასავალი გადახდათ ამერიკაში ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილებს, რა არის გოგიჩასთვის მტკივნეული და შვილებთან დაკავშირებული რა ოცნებები ვერ აისრულა მან

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილების ცხოვრებაში ძალიან ბევრი სიახლეა. დები ცოტა ხნის წინ ამერიკიდან დაბრუნდნენ, სადაც ნანუკას ნახატების გამოფენა მოეწყო. მისმა ნახატებმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. საქართველოში დაბრუნებული ნინი კი ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის პიარი გახდა.
ნინი გოგიჩაიშვილი:
ორმაგად მიხარია, რომ მაქვს ახალი, საინტერესო  სამსახური და გარდა ამისა, 2018 წელი, ამ მხრივ, ჩვენი ქვეყნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება, რადგან ქალაქ ბათუმში ჭადრაკის ოლიმპიადა გაიმართება, რომელშიც 190 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. გარდა ამისა, „ფიდეს“ არჩევნებიც ჩვენთან ჩატარდება, რაც, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ჩემს სამსახურს რაც შეეხება, ეს ნამდვილად არის ჩემთვის ახალი გამოწვევა. ვარ ჭადრაკის 2018 წლის ოლიმპიადის პიარი. ყველას ვპირდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების მონაწილეები გახდებიან.
– როგორი რეაქცია ჰქონდა მამას, როდესაც გაიგო, ამ სფეროში იწყებდი მუშაობას?
– მამაჩემის ოცნება იყო და ყოველთვის ამბობდა, შევიყვანოთ ნინი ჭადრაკის წრეზეო. ძალიან გაუხარდა და პირველი ის მითხრა: ჭადრაკის სწავლას როდის ვიწყებთო. სანახევროდ აუხდა თავისი ოცნება. ყოველთვის დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ მამისგან, ისევე როგორც ჩემი ოჯახის ყველა წევრისგან.
–  მამამ იცის ჭადრაკის თამაში?
– მამამ რამე არ იცის? ძალიან კარგად თამაშობს.
– კიდევ რა ოცნება აქვს მამას შენთან დაკავშირებით?
– მამას აუხდენელი ოცნებაა, რომ თმა შევიჭრა მოკლედ, გიჟდება და ძალიან ელამაზება. ბავშვობაში მქონდა მოკლე თმა და ყოველი დღე იწყება იმით: ნინი, თმას ხომ არ შეიჭრიდი. მეც მინდა, მაგრამ ვერ ვრისკავ, ვიცი, ვინანებ, იმდენად მიყვარს გრძელი თმა.
– რა ოცნებები აქვს ნანუკასთან დაკავშირებით?
– ნანუკასთან დაკავშირებით, არ ვიცი, მაგრამ მე ყოველთვის მჯეროდა და ვიცოდი, რომ ნანუკას გამოფენაზე აუცილებლად მოვხვდებოდი. ჩიკაგოში, უდიდეს გალერეაში ნანუკას ნახატები რომ დავინახე, გული გამინათდა და მივხვდი: რომ მისი ნახატების ადგილი, სწორედ, აქ არის. განა ის, რომ ამხელა რამე მოხდა, არა აქ სწორ ადგილას სწორ დროს მოხვდა და ეს ასეც უნდა იყოს. შენი პირველი პერსონალური გამოფენა რომ ჩიკაგოში ჩატარდება, ასეთ მასშტაბებში, ასეთი რანგის, ამდენი დასაქმებული ადამიანი რომ მოდის, გიზიარებს თავის შთაბეჭდილებებს, ეს ხელოვანის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ორი გამოფენა გაიმართა, ორივე ჩიკაგოში. ერთი – ძალიან ცნობილ არტ-გალერეაში, მეორე – სინიორ ჰაუზის შენობაში, რომელსაც თავისი სივრცე აქვს. ორივეგან ძალიან ბევრი ხელოვნების მოყვარული ადამიანი მოვიდა, ყველა სფეროდან. ლოს-ანჯელესიდანაც იყვნენ ჩამოსულები, მათ აღნიშნეს, რომ ლოს-ანჯელესი ისეთი ადგილია, სადაც ხელოვნება, მოდერნ-არტი შერწყმულია ერთმანეთთან და მსგავსი არაფერი უნახავთ, ინდივიდუალური ნახატები აქვს, ახალი სიტყვა და არავის არ გავსო. ჩიკაგო ნანუკასთვის წარმატების ათვლასთან ასოცირდება. ის, რომ „მის უნივერსზე“ 101 სექსუალური, წარმატებული ქალის სიაში შევიდა, ჩიკაგოში მოხდა და ახლაც პირველად მისი ნახატებით, სწორედ, ეს ქალაქი დაინტერესდა და მოწვევა გაუკეთეს. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს მეგობარს, იზუნა ბუხრაშვილს – დიდი მადლობა მას. მოკლედ, ზღაპრული თავგადასავალი გვქონდა. ნახატები ამერიკაში დავტოვეთ და ახლო მომავალში, უკვე, ვაშინგტონში გაიმართება ნანუკას მესამე პერსონალური გამოფენა.
– შენ და ნანუკას განსაკუთრებული ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთთან...
– ჩვენი ოჯახი იმდენად მეგობრულია, ისე უდგას ყველა ერთმანეთს გვერდში... თუ რამე პრობლემაა, ცდილობენ შეგიმსუბუქონ. გარე სამყარო არ არის მარტივი და სახლი მაინც უნდა იყოს დაცული ადგილი, რომ შენი სამყარო, გონება დამშვიდდეს, გასუფთავდეს. რეალურად, წარმატებულ ადამიანს ყოველთვის აქვს წარმატებული ოჯახი, არავინ არავის ემტერება და ოჯახში ყველაფერი კარგად არის. სახლში თუ არ გაქვს ურთიერთობები დალაგებული, გარეთ როგორ უნდა დაალაგო. შეიძლება, ეს მამას დამსახურებაა. გურული ვარ, ზოგჯერ, ემოციები ისე მაწყდება, არ შემიძლია მშვიდად ვისაუბრო. ამ დროს მამა ისე განიცდის, იმდენად ნერვიულობს, ჰგონია, რომ  ვჩხუბობ ან დაძაბული ვარ. რომ ავინთები, გადავგიჟდები, ზეემოციურად ვსაუბრობ ხოლმე. ბებიაჩემი თავის დედამთილს მამსგავსებს: შურა ხარო. მამა კი ნერვიულობს, სანამ არ გამოიკვლევს, რომ მხოლოდ ვსაუბრობ. ძალიან უფრთხილდება ჩვენს ურთიერთობებს ოჯახის ყველა წევრთან. ნათია ისეთი კეთილია, ზღაპარში ცხოვრობს. დღემდე, მულტფილემებს რომ უყურებს, ამბობს: აქ უნდა ვცხოვრობდეო.
– ნათია რომ დღემდე ზღაპარში ცხოვრობს, ამაში დიდი როლი, ალბათ, მამას მიუძღვის.
– მამა და ნათია იდეალური წყვილია. ნათიას ყოველთვის სანერვიულო სამსახური ჰქონდა, არასდროს ჰყოფნიდა დრო და მამას გარდა, მე არ მინახავს მამაკაცი, რომელიც ასეთ დროს ცოლს არ ეუბნება: სახლში რატომ არ ხარო. მამა კი მაქსიმალურად უწყობს ხელს. არ არის ეგოისტი, პირიქით, ყველაფერში მხარს უჭერს, მოტივაციას აძლევს: გამოგივა, ჭკვიანი ხარ, ლამაზი ხარ... ძალიან ოპტიმისტია. ისე აბალანსებენ ერთმანეთს და თან, ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ.
– როდესაც მამა ავად იყო, როგორ იყო მაშინ დედა?
– მაგ დროსაც მამაჩემი იყო ოპტიმისტიც და ყველაფერი. იმხელა შემართებით იყო, რომ აქეთ  გვაგულიანებდა და გვიფრთხილდებოდა. იმ პერიოდში ყველანი კიდევ უფრო დავახლოვდით, უფრო მეტად გავერთიანდით. გულს რომ გააერთიანებ – ისე ვიყავით. საბედნიეროდ, ღმერთისა და ექიმების დახმარებით, ყველაფერი კარგად არის. როცა ყველაფერმა ჩაიარა, მერე მივხვდი ფსიქოლოგიურად, ემოციურად რამდენად ვიყავი დაღლილი. ახლა პატარა მკურნალობას გავდივართ, მაგრამ ანალიზები კარგია და ძალიან ბედნიერები ვართ.
– რა ხდება სახლში, როცა ცუდად ხდებით?

– როცა ცუდად ვხდები, დედაჩემი იმდენად ნერვიულობს, გაგიხსენებს: 1998 წელში რომ თავი დაიბანე, სველი თმით გახვედი, მაგიტომ გახდი ავადო. იმდენად ბრაზდება, ნერვიულობს, რომ ჯობია, არაფერი უთხრა. თვალში მაქვს მინუსი, კარგად ვერ ვხედავ. შემთხვევით შევეჯახე და თავი გავარტყი ბოძს. იმხელა ხმა ჰქონდა, ნათიამ იკითხა: ნინი, შემთხვევით შენ ხომ არ იყავიო. კი-მეთქი და გაგიჟდა, გადაგიჟდა. ისედაც ჩემი პრობლემა მაქვს, ტვინის შერყევა დამემართა. ბოლოს ვუთხარი: რა ვქნა, ხომ იცი, ვერ ვხედავ-მეთქი და ამაზე გული ისე ჩასწყდა, მთელი დღე ბოდიშებს მიხდიდა და ახლა აქეთ ვამშვიდებდი. როცა ცუდად ვხვდებით, გოგიჩას მოაქვს მილიონი კანფეტი, შოკოლადები, თოჯინები, ფერადი საშლელები. ნათიასაც ჩუქნის, ეს ხომ გოგიჩაა. ვერაფერს ჭამ და მაინც მოაქვს ყველაფერი, რაც გიყვარს, რითი გცეს პატივი, აღარ იცის, ოღონდ გამოკეთდე.
– გოგიჩა ყოველთვის ბავშვებთან ასოცირდება. მომავალ შვილიშვილებზე არასდროს უსაუბრია თუ თქვენი გათხოვება მისთვის რთული თემაა?
– იცის, რომ როდესმე გავთხოვდებით, ეს მისთვის მტკივნეული იქნება და ძალიან ინერვიულებს. თუმცა ამისი კომპენსაცია შვილიშვილები გახდებიან, ბედნიერი იქნება. ასეთ ადამიანს ბევრი შვილიშვილი უნდა ჰყავდეს. ცხოვრებაში ერთხელ თქვა, სამი-ოთხი შვილი უნდა გყავდეთო. როცა რაღაც ხდება ჩვენს პირად ცხოვრებაში, დღეში ორმოცდაათჯერ რეკავს, მერე ერიდება და ნათიას არეკინებს.
– გინდა, რომ ისეთი სიყვარულის ისტორია გქონდეს, როგორიც შენს მშობლებს?
– მაგ ილუზიაში არ ვცხოვრობ, რომ გოგიჩასნაირი ადამიანი შეიძლება სადმე ვიპოვო. სხვა ადამიანში გოგიჩას ათი პროცენტი თუ ვიპოვე, დავკმაყოფილდები, ბედნიერი ვიქნები. იდეალური ადამიანია და ასეთს ვერც ვიპოვი. ძალიან ერუდირებული, უკეთილესი და ადეკვატური ადამიანია. შენს წარმატებას ყოველთვის აუბამს მხარს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ განვითარდე, შენი პირადი სივრცე და ინტერესები გქონდეს. ისეთი მაგალითები მაქვს, რომ სხვანაირი ადამიანის გვერდით ვერც ვიქნები. ასეთი ადამიანის პოვნა რთულია, მაგრამ მეც არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ვინმე სჭირდება იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს. როცა ვიპოვი, მაშინ მასთან ვიქნები. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ და ამის მიზეზიც მაქვს. ჩემი ბედნიერების ყველაზე დიდი მიზეზი მაინც ჯანმრთელობას უკავშირდება და მერე ის, რომ ნანუკას ბევრი წარმატება აქვს და ბევრი სიახლეა.
скачать dle 11.3