კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2018 (107)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)

№13 რატომ ელოდება ქარიშხლის ამოვარდნას ქეთი ორჯონიკიძე და რატომ არ იხედება ის მეგობრების საძინებელში

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

ბოლო დროს მომღერალი ქეთი ორჯონიკიძე საზოგადოებაში არ ჩანს. ჭორიც კი გავრცელდა, თითქოს მან საქართველო დატოვა და კარიერის ასაწყობად უცხოეთში წავიდა. როგორც თავად ამბობს, მის ცხოვრებაში, ეგრეთ წოდებული, „მიძინების“ პერიოდი იდგა. ამას დიდი ამბები მოჰყვება და ქარიშხლის თავზე დატყდომისთვის მზად არის. რატომ დგება მის ცხოვრებაში დეპრესიული პერიოდები, რის გამო ურჩევნია საზოგადოებაში გამოჩენას „ნაჭუჭში“ ჯდომა და საიდან დაუბერავს მისთვის სულ მალე ქარიშხალი „ქეთევანი“, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ქეთი ორჯონიკიძე: ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ მათ შორის ახლო მეგობარი, ვისაც ბოლომდე ვენდობი, რამდენიმე. მეცინება ხოლმე, რომ გადავხედავ ჩემს სამეგობროს, ძირითადად, მათემატიკოსები, ქიმიკოსები, მშენებლები არიან და ნაკლებად – მუსიკოსები (იცინის). ზოგადად, ადამიანის ჩამოყალიბებაში დიდი მნიშვნელობა აქვს იმ წრეს, ვისთანაც ურთიერთობა უწევს. ჩემმა მეგობრებმა ჩემს ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს. მიხარია, რომ ისეთი მეგობრები მყავს ირგვლივ, რომ ჩემზე მხოლოდ დადებით გავლენას ახდენენ. რასაკვირველია, ცხოვრების გზაზე მხოლოდ კარგი ადამიანები კი არა, ცუდებიც შემხვდნენ, მაგრამ მათთან ურთიერთობამ ტრავმა ვერ მომაყენა. ანუ, არასასიამოვნო ადამიანებთან კონტაქტით მხოლოდ გამოცდილება მივიღე და საბედნიეროდ, მათნაირი არ გავხდი. მთავარია, ადამიანი სწორად აზროვნებდე და მალევე მიხვდე, ვინ გჭირდება გვერდით, ვის ენდო, ვის გადაუშალო გული და ვინ უნდა მოიცილო და გააგდო შენი ცხოვრებიდან.
– ვიცი, არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებთანაც მეგობრობ. ამბობენ, მათთვის, საკმაოდ კარგი მეგობარი ხარ და ხშირად დადგომიხარ გვერდით. ბოლო დროს, შენი აზრი სოციალურ ქსელში დააფიქსირე, დაწერე, რომ ჰომოფობიურ სტატუსებს ვინც დაწერდა, მეგობრობიდან წაშლიდი. ასეა?
– რასაკვირველია, დიდი სანაცნობო წრე მაქვს და მათ შორის, არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანებიც არიან. მათთან ვმეგობრობ, საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს. მეგობრობაში ჩემთვის განსხვავებული ორიენტაცია არ „მოსულა“, მეგობარი მეგობარია და ვინ რას აკეთებს თავის საძინებელში, ჩემი საქმე ნამდვილად არ არის. როცა კი დასჭირვებიათ ჩემი თავი, გვერდით დავდგომივარ და ვფიქრობ, ეს ადამიანური საქციელია და ამაში, არაფერია გასაკვირი. კიდევ ვამბობ, მე არავის საძინებელში არ ვიყურები. ბოლო დროს იმდენად პოპულარული გახდა ეს თემა, იმდენად შემაწუხა ამ გამოსვლებმა, რომ მეც დავწერე  სოციალურ ქსელში სტატუსი: სექსისტებმა, რასისტებმა, ჰომოფობებმა, ქსენოფობებმა და მსგავსი კომპლექსების მქონე ადამიანებმა, რომელთა პოსტებიც საკმაოდ მომრავლდა, ძალიან გამაღიზიანებელია ჩემთვის, მიკარგავს როგორც Facebook-ზე შემოსვლის სურვილს, ასევე, რაც მთავარია, მირღვევს სულიერ სიმშვიდეს და უმორჩილესად გთხოვთ, წაშალოთ თქვენი თავი ჩემი მეგობრების სიიდან, რათა არ გავაღიზიანოთ ერთმანეთი-მეთქი. მე არავინ წამიშლია მეგობრებიდან, თუ ვინმეს ჩემი აზრი აღიზიანებს, თავად ამომშალონ. არ მიყვარს სისულელეების გამო კამათი და ჩხუბი, ვერც ვერავინ შემაცვლევინებს აზრს. ტელევიზორს ჩართავ – ნეგატივი, ქუჩაში ყველა დაღვრემილია და მინდა, სოციალურ ქსელში შევიდე და იქ მაინც განვიტვირთო და... იქაც – ვერა. სოციალური ქსელიც იგივე გახდა, რაც სატელევიზიო სივრცე. ვცდილობ, თავი დავიცვა ნეგატივისგან, აგრესიისგან და ამიტომ დავწერე ეს პოსტი. მე ისეთ საზოგადოებაში გავიზარდე, გენდერულ უთანასწორობას ადგილი არ ჰქონია.  ისიც მაღიზიანებს, როცა ათასი ადამიანი, თავის უაზრო სიმართლეს ამტკიცებს და ცდილობს, შენც აგიყოლიოს კამათში.
– ბევრი შენი ცნობადი მეგობარი ხშირად ჩანს საზოგადოებაში, ტელეგადაცემებში, ერთვებიან დებატებში და მიმოიხილავენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. წლების წინ პოპულარული იყავი, აქტიურად აფიქსირებდი შენს აზრს, ახლა კი, არსად ჩანხარ. იმასაც კი ამბობენ, რომ დეპრესიაში ხარ და სახლში ამიტომ გამოიკეტე. ასეა?
– მართალია, დეპრესიული, სახლში გამოკეტვის პერიოდები მქონდა. მაგრამ, ხომ იცით, დიდი ქარიშხლის წინ, სიმშვიდეა. ჰოდა, ველოდები როდის დამატყდება თავზე ქარიშხალი „ქეთევანი“ (იცინის). მოკლედ, სიმშვიდის პერიოდები გადავლახე და ახლა, ქარიშხლის მოლოდინში ვარ.
– როგორ ფიქრობ, როდის დაგატყდება თავს ქარიშხალი „ქეთევანი“?
– ძალიან მალე. უკვე დავიწყე ახალ რეპერტუარზე მუშაობა, სიმღერების ჩაწერა... ასე რომ, ქარიშხალი ნელ-ნელა იკრებს ძალას, მიახლოვდება და ამაბობოქრებს (იცინის).
– ჭორი გავრცელდა, იმიტომ არ ჩანს ქეთი ორჯონიკიძე, რომ საქართველო დატოვა და უცხოეთში აპირებს კარიერის გაგრძელებასო. მართლა აპირებ ქვეყნიდან წასვლას?
– არსად წავსულვარ, უბრალოდ, პერიოდულად მიწევს ხოლმე, ქვეყნიდან გასვლა. თუ სერიოზული შემოთავაზება მექნება, უარს არ ვიტყვი, მაგრამ, ჯერ აქ ვარ. როგორც გითხარით, სიმშვიდის და დეპრესიის პერიოდები მქონდა, სახლში ვიყავი გამოკეტილი. ეს იმისთვის მჭირდებოდა, რომ ახალი ნახტომის წინ ძალა მომეკრიბა. ეს პერიოდები გადავიტანე, დავძლიე და ახლა, აქტიურად ვემზადები სიახლეებისთვის. ზოგადად, როცა რაღაც მინდა გავაკეთო, იმდენი დაბრკოლება მხვდება ხოლმე წინ, „კლდეებზე რქებით შეხეთქებას“ მირჩევნია, დეპრესიაში ვიყო და ეს წარმატების წინა პირობა და ერთგვარი მომზადებაა ჩემთვის. იმდენად ასოციალური ვარ, საკუთარ თავზე ჭორებსაც ვერ ვიგებ. ნერვების მოშლას და გაღიზიანებას განზე დგომა მირჩევნია. ჩემს „ნაჭუჭში“ ვზივარ და პერიოდულად ვჩნდები. ხანდახან, მეგობრებს უკვირთ ხოლმე, რამეს რომ მკითხავენ და ვეუბნები, უი, ეს არ გამიგია, არ ვიცი-მეთქი (იცინის). არ მენანება სახლში ჯდომის პერიოდში დაკარგული დრო, ზოგადად, არც არაფერს ვნანობ და არც არაფერს შევცვლიდი. უბრალოდ, ჩემი სიმშვიდისთვის, მირჩევნია, ჩემს „ნაჭუჭში“ ვიჯდე. მადლობა ღმერთს, გლობალურად რთული პერიოდები არ მქონია ცხოვრებაში, თუ არ ჩავთვლით პერიოდულ წარუმატებლობას. ზოგჯერ კი, ვფიქრობ, ცუდი ხომ არ არის, ჩემზე რომ არ ჭორაობენ-მეთქი და აი, თურმე, ჭორაობენ, რომ სადღაც წავედი და კარიერას ვიწყობ (იცინის).
– ახლა რა პერიოდი დგას შენს ცხოვრებაში, სიმშვიდისა და დეპრესიების პერიოდების დაძლევის მერე?
– დიდი ხანია, „ნაჭუჭში“ ვზივარ და ახლა ის პერიოდი დადგა, როცა მინდა, ჩემი ოპტიმიზმი მაქსიმალურად გამოვიყენო და „ნაჭუჭიდან“ გამოვიდე. მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, განსაკუთრებით დედის, რომ ბავშვობიდან დამაკავა და სისულელების კეთებისთვის არასდროს მეცალა (იცინის). ოჯახის წევრებთან არასდროს, არაფრის დამალვა, ჩუმად კეთება ან გაპარვა არ მიწევდა. ცოცხალი, ინტერესიანი ბავშვი ვიყავი და სულ გადარბენებზე... ახლაც ასეთი ვარ – სულ გადარბენაზე და ინტერესიანი (იცინის).
– პირად ცხოვრებაშიც ხომ არ გიახლოვდება ქარიშხალი?
– ჯერჯერობით პირადში სიმშვიდეა, ახალი ნახტომისთვის ვემზადები და შემოქმედებით წვაში ვარ, სიყვარულის ქარიშხლისთვის არ მცალია (იცინის).
скачать dle 11.3