კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2018 (57)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)

№13 რატომ აკონტროლებს ორსულ თათა ჯაშს ქმარი და რატომ არ ოცნებობდა ის ასეთ მეორე ნახევარზე

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

ბალერინა თათა ჯაშის ცხოვრებაში, ახლა ყველაზე ფერადი, დასამახსოვრებელი და ბედნიერი წუთები დგას. გვერდით ჰყავს საყვარელი მეუღლე – გიორგი ბარნაბიშვილი, შვილის მოლოდინშია და საყვარელ საქმესაც, მიუხედავად ორსულობისა, საკმაოდ კარგად ართმევს თავს. როგორც თავად ამბობს, იღბლიანია და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ამხელა სიყვარული ეწვეოდა და გააბედნიერებდა. ახლახან, 20 მარტს, თათა 27 წლის გახდა და მეუღლემ ისეთი სიურპრიზი მოუწყო, რომ ტირილამდე მიიყვანა.
თათა ჯაში:
ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ. ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა – მყავს შესანიშნავი ოჯახი, ისეთი მეუღლე, რომელზეც ვერც ვიოცნებებდი,  ასევე, პროფესია და სამსახური, რომელიც მიყვარს და სიამოვნებას მანიჭებს და დედობისთვისაც ვემზადები. ეს, ნამდვილად ღმერთის საჩუქარია.
– ხშირად, სიყვარულის გამო, გარკვეულ დათმობებზე წასვლაც უწევს ადამიანს. შენს შემთხვევაში, ასე მოხდა? მოგიწია რამის დათმობა?
– არა მარტო საყვარელი ადამიანის გამო, ზოგადად, ურთიერთობები მოითხოვს, ხანდახან, დათმობაზე წახვიდე. თუ ურთიერთობა გინდა, მყარი იყოს, რასაკვირველია, დათმობებზეც გიწევს წასვლა, ეს ჩვეულებრივი მომენტია. თუმცა, ვერ მოგატყუებთ და ვერ გეტყვით,  ჩემს შემთხვევაში რაიმეს დათმობა მომიწია, სიყვარულის გამო-მეთქი.
– მეშვიდე თვეში ხარ, პატარას ელოდები და სულ მალე დედა გახდები. თუმცა, მაინც სცენაზე დგახარ, პუანტებს არ იხდი და ვარჯიშობ. ქმარი არ გიშლის?
– თავიდან, ორსულობის პირველი პერიოდი, შედარებით კრიტიკული მქონდა, მაგრამ  გადავლახე და ახლა, მეც და პატარაც საკმაოდ კარგად და ენერგიულად ვგრძნობთ თავს. მართალია, სცენაზე ვერ გავდივარ, მაგრამ, მაინც პუანტები მაცვია და აქტიურად ვვარჯიშობ. მინდა, ფორმა შევინარჩუნო, სანამ დეკრეტში ვიქნები. ქმარი ცოტა ნერვიულობს, ბრუნვებს რომ ვაკეთებ და ცდილობს, მაკონტროლოს. უკვე ემჩნევა, გიჟი მამა რომ იქნება (იცინის). სულ მაკონტროლებს, რამდენჯერ ვჭამე, რამდენი წყალი დავლიე... ვარჯიშებზეც თვალს მადევნებს. ბუნებრივად მინდა ვიმშობიარო და ამაში ვარჯიში ძალიან დამეხმარება, გამიიოლებს მშობიარობის პროცესს.
– ბიჭს ელოდებით თუ გოგოს? სახელი უკვე შეურჩიეთ პატარას?
– მე და გიორგიმ ვიცით ბავშვის სქესი, მაგრამ არ ვამხელთ. ბევრი მეკითხება, ბიჭია თუ გოგოო, მაგრამ ამას, დაბადებამდე, სიურპრიზად ვტოვებთ (იცინის). გვინდა, პატარას დაბადება ახლობლებისთვის უფრო საინტერესო გავხადოთ. სახელზეც ჯერ ვერ ჩამოვყალიბდით, თუმცა, რაღაც ვარიანტები გვაქვს.
– ახლახან, იუბილარი იყავი და მგონი, ეს დაბადების დღე ყველაზე გამორჩეული იყო შენთვის, ისეთი სიურპრიზი მოგიწყო მეუღლემ. ხომ ასეა?
– ნამდვილად, ასეა. გრანდიოზულ დაბადების დღეებს ვიხდიდი ადრე, მაგრამ წელს არ მინდოდა გადახდა, და მაინც, ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. მე და ჩემი მეუღლე ორი დღით ლოპოტაზე ვაპირებდით წასვლას, სუფთა ჰაერზე, ბუნებაში განტვირთვას და დასვენებას. დილით რომ ავდექი და მომზადება დავიწყე, მითხრა, მე ჩავალ, მანქანას გავამზადებ და ჩამოდიო. მოკლედ, ჩავედი და ვხედავ, ჩემკენ, დიდი წითელი ბაფთით „ჰიუნდაი“ მოდის. იმდენად არ ველოდებოდი ასეთ საჩუქარს, ვერც აღვიქვი, რომ შეიძლება, ჩემი დაბადების დღის საჩუქარი ყოფილიყო. ვიფიქრე, ალბათ, კიდევ ვინმეს დაბადების დღეა და როგორ გაუხარდება-მეთქი. ჩემი ქმარი რომ დავინახე საჭესთან, შევცბი, ცრემლები მომადგა. მერე ვეუბნებოდი, არ გრცხვენია, რას ამატირე ეს ორსული გოგო-მეთქი (იცინის). მანამდე, კი მკითხა, როგორი მანქანები მოგწონსო და ვუთხარი, „ჰიუნდაი სონატა“ მომწონს, ლამაზია და თან, პრაქტიკული-მეთქი, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, ამ ოცნებას თუ ასე მალე ამიხდენდა.
–  მერე, შენ რომ სიჩქარე გიყვარს, იცის გიორგიმ?
– კი. იცის და მომსწრეც იყო (იცინის). მაგრამ, იმ ეტაპზე ვარ, სიჩქარე და თავქარიანობა უნდა დავივიწყო, რადგან, მივხვდი, ახლა ჩემი თავი მხოლოდ მე აღარ მეკუთვნის. მართლა ვერ წარმოვიდგენდი, თუ მოულოდნელ საჩუქარს გამიკეთებდა და გაბაფთულ მანქანას მომიყვანდა. შოკში ჩავვარდი, მაგრამ, მაინც ეგრევე დავჯექი საჭესთან და დავტესტე – ახალი მანქანით წავედით ლოპოტაზე. ჯერ კიდევ ეიფორიაში ვარ. ზოგადად, გიორგიმ ხშირად იცის ჩემი გახარება მოულოდნელი საჩუქრებით. შეყვარებულობის დროს ლეკვი მაჩუქა და მაშინაც შოკში ჩამაგდო, სასწაულად გამახარა. „მოლიკო“ ახლა წლის და ორი თვისაა და ჩემს მშობლებთან ცხოვრობს.
– მახსოვს, უცხოეთში აპირებდი კარიერის გაგრძელებას. გადაიფიქრე?
– ევროპის რომელიმე ქვეყანაში მინდოდა კარიერის გაგრძელება, მაგრამ ახლა ისე შეიცვალა ჩემი ცხოვრება, ეს ფიქრები წარსულს ჩაბარდა. თან, აქაც კარგად ვარ და  არც კარიერის მხრივ მაქვს საწუწუნო.
– გიყვარს იარაღი და მიზანშიც კარგად ისვრი, კრივზეც დადიოდი... არადა, ერთი შეხედვით ნაზი და ფარფატა გოგო ჩანხარ. მამაკაცური მისწრაფებები და ინტერესები საიდან გაქვს?
–  ეს, მამის დამსახურებაა (იცინის). იარაღი ძალიან მიყვარს და კარგადაც ვისვრი. სხვათა შორის, მამას არასდროს უთქვამს, ბიჭი მინდაო, სულ გოგოზე ოცნებობდა. ალბათ, ეს მამაკაცური ინტერესები მაინც ვერ დამალა და მე და ჩემს დას იარაღის, კრივისა და მანქანების სიყვარული ჩაგვინერგა (იცინის). ბევრს უკვირს, რომ იგებს, მაგრამ ერთი პერიოდი კრივშიც ვვარჯიშობდი, ვარ „კაცური“ მძღოლი და მიზანშიც ზუსტად ვარტყამ. სუსტი  სქესი კი გვქვია, მაგრამ საჭირო მომენტში ყველა ქალს უნდა შეეძლოს თავის დაცვა. მადლობა ღმერთს, მე ჯერ არ დამჭირვებია.
– ამბობ, მიზანში კარგად ვისვრიო.  მგონი, ეს სიყვარულშიც გამოგადგა და ზუსტად მოარტყი მიზანში, არა?
– მიზანში სროლა სიყვარულისთვის არ მიფიქრია და არც დამიგეგმავს, მაგრამ ფაქტია, სპონტანურად, დაუგეგმავად და უცაბედად მეწვია და გამაბედნიერა. გიორგიმ შეავსო ჩემი ცხოვრება და ახლა ვხვდები, რა მაკლდა მანამდე. რასაკვირველია, გართობა, მხიარულება, საყვარელი საქმე, ოჯახი – ყველაფერი იყო ჩემს ცხოვრებაში და მეგონა, ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ახლა, როცა გვერდით საყვარელი მამაკაცი მიდგას, უბედნიერესი ვარ. როცა სიყვარული მოვიდა, მივხვდი, მე, როგორც ადამიანი, რეალურად შევდექი და ყველაფერი მაქვს, რაც კი მჭირდებოდა.



скачать dle 11.3