კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2018 (57)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)

№13 როგორ უთავსებს მერიკო კობერიძე ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტში მუშაობას ტაქსის მძღოლობას და რატომ იყო ის წასული სვანეთში საცხოვრებლად

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

26 წლის მერიკო კობერიძე ამსხვრევს მითს ორდიპლომიანი ტაქსის მძღოლებზე. ის პროფესიით ფსიქოლოგი და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერია. მუშაობს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტში, მცირე ბიზნესით არის დაკავებული და ამავე დროს, თავისუფალ საათებში, ტაქსით მგზავრების გადაყვანასაც ახერხებს.
მერიკო კობერიძე: ამჟამად ვმუშაობ ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტში და ეს საქმე ძალიან მომწონს, იმიტომ რომ, საქართველოში ერთ-ერთი „ვიაიპი“ პროგრამაა C ჰეპატიტის ელიმინაცია და ქვეყნისთვის – ძალიან დიდი ფუფუნება. ვამაყობ თითოეული ჩვენგანით, ვინც ჩვენს სამმართველოში  მუშაობდა. ამავდროულად, თავისუფალ დროს ვტაქსაობ, მაგრამ მანამდე, ნოემბერში დავიწყე მცირე ბიზნესით საქმიანობა – მეორადი ტანსაცმლის გაყიდვა, მაგრამ არა ტიპურით. ეს არ არის ისეთი მეორადი ტანსაცმელი, რომელსაც ყველგან შეხვდებით. არიან ადამიანები, რომლებსაც ალერგია აქვთ, სუნი არ მოსწონთ. მე ყველაფერს ვრეცხავ, ქიმწმენდაში ვატარებ და ჩათვალეთ, რომ ახალი ტანსაცმელი მიდის მყიდველამდე – იყიდება ინტერნეტით.
–  როგორც ვიცი, მცირე ბიზნესიდან შემოსული შემოსავლის თანხის ნაწილით ქველმოქმედებას ეწევი...
– მცირე ბიზნესში საკუთარი ტანსაცმლის გაყიდვა დავიწყე. ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და კარგადაც გაიყიდა. თავიდან არ გამიმართლა ადგილში, სამაგიეროდ, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე: ჯობია, ქირა გადაიხადო ორმაგი და ადგილი იყოს კარგი, სამაგიეროდ, შემოსავალი იქნება ოთხმაგი. ჩემი ერთ-ერთი შვილი იყო ეს მაღაზია, შვებულება ავიღე იმის გამო, რომ მაღაზიის იერსახე მომეწესრიგებინა. არაჩვეულებრივი განათება მქონდა, ძალიან კარგი გარემო, სუნი, მცენარეები, მოწესრიგებული სამოსი, რომელიც სინამდვილეში, მეორეული იყო. ჩემსას რომ ვყიდდი, არ იყო არანაირი ხარჯი, თან, ინტერნეტით იყიდებოდა და მივაბი საქველმოქმედო აქცია – „მე აქ ვარ“. აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვის აშენებენ ქალაქს, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ვიცი, რომ ჩემი თანხები ზღვაში წვეთი იქნება, მაგრამ რაღაცნაირად, მომწონს ამის კეთება და შემოსავლების ათ პროცენტს ვრიცხავ.
– ტაქსაობა რატომ დაიწყე?
– ალბათ, ბევრი არ ვიფიქრე. შეიძლება, ვიღაცა ფიქრობს, ალბათ, ამ ბავშვის დედა ნერვიულობს ან რომელიმე ოჯახის წევრიო. შეიძლება, ნერვიულობს, მაგრამ ჩემს ოჯახში იქამდე ვართ მისული, რომ ერთმანეთის გადაწყვეტილებას პატივი ვცეთ და ვიყოთ მიმღებები. ოჯახისგან არანაირი წინააღმდეგობა არ მქონია. მეამბოხე სული არ ვარ, მაგრამ წინააღმდეგობა კიდეც რომ მქონოდა, მაინც გავაკეთებდი, კომფლიქტების გარეშე. ერთადერთი, ის იყო, რომ დედას ეგონა, რამდენიმე ხანში გადამივლიდა. არ გადამიარა და მიიღო ჩვეულებრივად, მით უმეტეს, მას შემდეგ რაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ალბათ, შეეჩვია და თვითონაც მიხვდა, რაღაც კარგი ხდება ჩემს თავს. ორი ძმა მყავს და მათაც არ ჰქონიათ პრობლემა. ადამიანი რომ გეუბნება: მადლობა შენს გამზრდელსო, ჩემთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტი ესაა.
–  როგორი რეაქცია აქვს ხალხს, როცა ტაქსის გააჩერებენ და შენ დაგინახავენ?
– არ სჯერათ. ფარულ კამერას ეძებენ მანქანაში, ჰგონიათ, მაიმუნობს ვიღაცაო. ერთმა მითხრა – მალე შენი მძღოლი გყოლოდესო. ალბათ, შევეცოდე – საცოდავს სამსახური არ აქვს და ტაქსაობსო. ნეტავ, იცოდნენ, როგორ მიყვარს საჭესთან ჯდომა, ალბათ, მინისტრი რომ გავხდე, მაშინაც არ ავიყვან მძღოლს. განსაკუთრებით სასიამოვნოა, მშობლების ასაკის ადამიანებისგან დაფასება, რომ არ გიწყებენ, რატომ გამოგიშვეს სატაქსაოდო. ერთმა მითხრა: წავედი, ჩემს შვილს უნდა გამოვართვა მანქანა, ვიტაქსაოო. ერთმა ცოლზე მითხრა, მაინც ტყუილად უყენია, თურმე შეიძლება ამით საქმის კეთებაო.
– საშიშ სიტუაციებში ხომ არ აღმოჩენილხარ?
– საშიში სიტუაცია მქონია, როცა ბიჭი პაემანზე მიმიყვანია. ვცდილობ, სულ ფორმაში ვიყო და გოგონებსაც ეჭვიანობის საბაბი ეძლევათ. ყველას არ ვუჩერებ და მანქანაში თავდაცვის კონკრეტული საშუალებებიც მაქვს. არ მესმის იმ ტაქსის მძღოლების მთელი დღე რომ სიგარეტს ეწევიან – რა პლანეტაზე არიან. ეგ იყო სწორედ ჩემი ტაქსის მიზანი, რომ ხალხმა შეძლოს, სუფთა გარემოში იმგზავროს და კარგ მუსიკას მოუსმინოს. არ გავალ სატაქსაოდ, თუ მანქანა გასარეცხია – ვერც ჩემს თავს ვაკადრებ და ვერც მგზავრს. ამბობენ, რომ ძალიან კარგად ვმართავ. ქალაქში წესების დაცვით გადავადგილდები, ისე რომ არავის საფრთხე არ შეექმნება.
– ბევრი ქალისთვის სტიმული იქნები. თუ გეხმიანებიან ქალბატონები, რომელთაც უნდათ ტაქსის მძღოლობა?
– ბევრი მწერს, რომ თვითონ ვერ იზამდნენ ამას და ორმაგად პატივს გცემთო. არ ვიცი, რატომ ვერ იზამენ, ალბათ, ეს პიროვნულ თვისებებზეა დამოკიდებული. ათასობით პირადი შეტყობინება მომდის. მას შემდეგ, რაც ჩემ შესახებ გაიგეს, უფრო ქალბატონები მირეკავენ და მეუბნებიან, ეგ იდეა ჩვენც გვქონდა, მაგრამ დაგვცინოდნენო. ჩემთვის კი, ეს უმნიშვნელოვანესია. არ ვიცი, რა მეხმარება, ალბათ, პიროვნული თვისებები უნდა გქონდეს, რომ კომპლექსი არ გაგიჩნდეს, ვიღაცის დაცინვის გამო საქმე გადადო. ბევრმა ქალბატონმა მომწერა: პლუს ერთი მძღოლი. ჩათვალე, რომ შენთან ვარო. ამდენი მძღოლი თუ მეყოლება, შეიძლება, ხვალ ქალების ტაქსის კომპანია გავხსნა. უამრავი შეტყობინება მომდის, ვცდილობ ყველას გავცე პასუხი. ვიღაცები მწერენ, რომ მოსატაცებული გოგო ვარ, მე ვეუბნები: ფრთხილად იყვნენ საჭესთან მე ვარ!
– ასეთი უცნაური იდეები ხშირად მოგსვლია?
– სახლში ყოველთვის ამბობენ, რა სხვანაირი აზრები აქვსო, მაგრამ ეს აზრები იყო უმარტივესი – როდესაც შუქი არ იყო, წყალი არ იყო, „ფეჩი“ გვედგა და მთელი სანათესაო ჩვენთან თბებოდა, მაშინ ვამბობდი: მე ახლა მენიუს შევადგენ და ყველამ ერთად ვივახშმოთ-მეთქი. მაშინ არც იმდენი ფილმი მქონდა ნანახი, რომ მცოდნოდა, არსებობს შობის წვეულება, მთელი ოჯახი ერთად შემეკრიბა საშობაო სუფრასთან, მაგრამ ეს იდეები ძალიან მომწონდა. მერე მომინდა, რომ სვანეთში წავსულიყავი. მახსოვს, ორ საათზე დავბრუნდი სკოლიდან სახლში, მაშინ მეათე კლასში ვიყავი, დედაჩემს ვუთხარი გთხოვ, გამიშვი-მეთქი – მე დედა სვანი მყავს და იქ გვაქვს სახლი. მახსოვს, პირველ ოქტომბერს, მეგობრის დაბადების დღეზე მივდიოდი და დავურეკე: მე შენს დაბადების დღეზე ვერ მოვალ, რადგან სვანეთში წავედი საცხოვრებლად-მეთქი. არანაირი რეაქცია არ ჰქონიათ, ეს სულელია, დროზე მოდიო, მითხრეს. მე კი უკვე გორს ვუახლოვდებოდი. წავედი საცხოვრებლად სვანეთში, დაკეტილ სახლში, სადაც უამრავი წელი არავინ ცხოვრობდა. გავაღე, მოვიწყვე ჩემი ბუდე. დავიწყე სკოლაში სიარული. ვერც ბავშვები მიხვდნენ, ვერც მასწავლებლები, რა მინდოდა. მიუხედავად იმისა, რომ დედა ონიანი მყავს, სვანეთთან შეხება არ მქონდა და ასე გამოვეცხადე ვიღაც მოკლეთმიანი გოგო. მათთვის თბილისიდან ჩათრეული ვიყავი. მოვერგე იქაურ სოციუმს, მარტო ვიყავი, მაგრამ სკოლა იქ დავამთავრე. მყავს ნათესავები, მაგრამ ასეთ რამეს ვაკეთებდი, ვატყუებდი ერთ დეიდას, მეორე დეიდასთან ვარ-მეთქი, მეორეს – მეორე დეიდასთან ვარ-მეთქი და სინამდვილეში, ჩემს სახლში ვიყავი.
– როგორი იყო შენი სვანური ცხოვრება?
– არ მჭირდებოდა ტრანსპორტი, არ იყო სტრესი. დავდიოდი ფეხით, ვგიჟდები ფეხით სიარულზე. იქ რომ თოვლი ვნახე და აქათქათდა ყველაფერი, გადავირიე. ძალიან მიყვარს  ბიჭებთან მეგობრობა, მომწონდა მათთან ერთად თოვლში ბოდიალი. ცოტა ქალაბიჭა ვიყავი. იქ სხვა არაფერი მქონდა საფიქრალი, რომ დედა გამეხარებინა. მამა გარდამეცვალა და ჩემი ორიენტირი იყო, ის რომ დედისთვის ღიმილი მომეგვარა. მთავარია, მიზანი დაისახო, ჩემთვის იმ დროს დედის გაღიმება ყველაფერს ნიშნავდა და გიჟივით ვიჯექი და ვმეცადინეობდი. მამალი რომ იყივლებდა ავდგებოდი და მეცადინეობას ვიწყებდი. სვანეთში ყველა ბიჭს მე შევუყვარდი. მოეჩვენათ, როგორ შეიძლება, ასე, ყველას ერთი გოგო უყვარდეს. მერე ვიღაცამ ვიღაც სცემა. მე მივვარდი  – მე არ მეკითხებით, რომელი მიყვარს-მეთქი. ერთი იყო, რომელსაც ნამდვილად ვუყვარდი, ლექსებს მიწერდა და დამალული ჰქონდა კომპიუტერის პროცესორში, ოჯახის წევრებს რომ არ ენახათ. ერთხელ დაჭმუჭნილი მომიტანა, მთხოვა, სახლში რომ მიხვალ, სანთლის შუქზე წაიკითხეო, მე იქვე გავხსენი და ეწყინა, მე ხომ გთხოვეო. ცხენით ვჯირითობდი, ერთ-ერთ სვანურ დღესასწაულზე მოვახტი ცხენს და ძალიან სწრაფად წავედი, გავქროლდი და გამომეკიდნენ ბიჭები, ეგონათ, რომ ცხენმა გამიტაცა. ერთმა გამასწრო და ჩემ წინ გაჩერდა. რას შვები-მეთქი და არ გაგიტაცაო? არა-მეთქი და დამანება თავი. ჩემი თაყვანისმცემლები ძალიან მიყვარს, ძალიან კარგი ხალხია.
скачать dle 11.3