კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 ISSEY MIYAKE-ს ახალი არომატები – წვეთებში გადმოცემული ემოცია

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

არაფერი გადმოსცემს ადამიანის გრძნობებსა და ემოციებს ისე კარგად, როგორც სწორად შერჩეული სუნამო და ის სურნელი, რომელიც მას თან დაჰყვება. სწორედ, ასეთია ISSEY MIYAKE-ის ახალი პარფიუმი –  გამჭვირვალე, სუფთა, გრილი, ოკეანის წყლის სიძლიერით, ტყის ფერებით, მერქნისა და ციტრუსის ნოტებით გადმოცემული. ერთი შეპკურებაც საკმარისია, გახდე ჰაეროვანი, მიმზიდველი და სასურველი.
კომპანია „ისი-პარიმ“ საგაზაფხულო საჩუქარი თავის ერთგულ მომხმარებელს, სწორედ, ISSEY MIYAKE-ის ახალი სუნამოებით გაუკეთა და ახლა, როგორც ქალბატონებს, ასევე მამაკაცებს, შესაძლებლობა აქვთ, ამ სასწაული არომატის საშუალებით საკუთარ სხეულზე მოირგონ ის სიძლიერე, რომანტიკა, ენერგია, სისუფთვე და გამჭვირვალობა, რაც ამ სუნამოს ფლაკონშია მოთავსებული. ახალი სუნამოები სახელწოდებით – L’eau d’Issey pure და L’eau majeure d’Issey ქალბატონებისა და მამაკაცებისთვის შეიქმნა და ის ცნობილ დიზაინერს, ISSEY MIYAKE-ს ეკუთვნის, იმ იაპონელ დიზაინერს, მსოფლიო მოდის კრიტიკოსები მოდის არქიტექტორს რომ უწოდებენ.
ხატია შამუგია („ისი-პარის“ მარკეტინგისა და პიარის ხელმძღვანელი): ISSEY MIYAKE ბრენდი საკმაო
პოპულარობით სარგებლობს საქართველოში და ის, როგორც ქალბატონების ასევე, ქართველი მამაკაცების ფავორიტია. მამაკაცის ახალი არომატი – L’eau majeure d’Issey, ისევე როგორც მისი წინამორბედები, შთაგონებულია ბუნების ფერებით და წყლის გამჭვირვალობით. სუნამო ასოცირდება მამაკაცის სიძლიერესთან და მისი სახელწოდება იშიფრება, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლევამოსილი. არქიტექტურული თავისებურებებით არის გამორჩეული სუნამოს ფლაკონი, შეფუთვა კი –  ვერცხლისფერი. ქალბატონებისთვის შექმნილი L’eau d’Issey pure – ეს არის აღმოსავლური და დასავლური კულტურის ერთობლიობა და შეიცავს თაფლში გაზავებულ მსხალს, ვარდს, კრემოვან სანდალოზის მერქანს და ეს ყველაფერი მოქცეულია მოტკბო, წყლისფერ არომატში.
ასე რომ, საგაზაფხულოდ, შეგიძლიათ, ესტუმროთ „ისი-პარის“ პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელს და როგორც ქალბატონებმა, ისე მამაკაცებმა საკუთარი ემოცია და გრძნობები გაანებივროთ.
ნონა დათეშიძეскачать dle 11.3